თეგებით ძიება

თოვლის გუნდები - საახალწლო სალათა

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 1 ცალი
სოკო ( შამპინიონი) - 300 გრ
კარტოფილი - 2 ცალი
კვერცხი - 4 ცალი
ყველი - 50 გრ
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 1 კბილი
ვაშლის ძმარი - 2 სკ
მაიონეზი - გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები
მარილი - გემოვნებით
დაფქული შავი პილპილი
მცენარეული ზეთი

მომზადების წესები

ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად, დაამატეთ ძმარი, მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით. დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ წყალი.

დაჭერით შამპინიონები ნაჭრებად და შეწვით მცენარეულ ზეთში. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაჭერით გამომცხვარი ქათმის ფილე და განათავსეთ პირველ ფენად, შემდეგ ხახვის ფენა დაადეთ, მაიონეზი და სოკო მომდევნო ფენებია.

მოხარშული კარტოფილი გახეხეთ და მოაყარეთ. გააკეთეთ მაიონეზის ფენა და გაასწორეთ კოვზით.

მოხარშული კვერცხი გახეხეთ წვეილად და დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი და 1 ს.კ. მაიონეზი, აურიეთ, მიეცით მრგვალი ფორმა და მოათავსეთ სალათის თავზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ბროწეულის მარცვლები.



Gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა