თეგებით ძიება

ზოდიაქოს ნიშნები ნატვრის ხეში

ვერძი – გედია

ალალია, პირდაპირი, პატიოსანი, სამართლიანი… მაშინვე მუშტებზე იყურება… და ბოლომდე იბრძვის, თითქოს რამის შეცვლას შესძლებდეს, თითქოს მთელს სოფელს მოერეოდეს… მუშტებით… სისხლის უკანასკნელ წვეთამდე…


კურო – ამ ქვეყანას ეგ მაინც ვერ გაასწორებს და ძილი რაღად უნდა დაიკლოს? ????


ტყუპები – ნარგიზა

ყველაზე კეკლუცი, პრანჭია, მხიარული და თამამი პერსონაჟი… მასზე ბევრი ჭორი დადის, მას ყველა შეჰნატრის, მაგრამ რეალურად ჰყავს თუ არა საერთოდ ვინმე, არ ჩანს… იგი სიცილით კვდება ციციკორეს დარიგებაზე და ყველა კაცზე ერთნაირად ხალისობს…


კირჩხიბი – შვილზე გადამკვდარი დედა… დაათრევს შემოსალაწუნებლად, თანაც ძღვენიც დააქვს… და თანაც დარდობს, რომ ,,დაგოლვილია და აღარ იზრდება, პაპამისი ორიამოდენა იყო”

ლომი – ფუფალა

ნატვრის ხის ყველაზე ამაყი და უსაშველოდ კეთილი პერსონაჟი.. და თან ძალიან ღირსეული… იგი გაცილებით მაღლა დგას იმ საზოგადოებაზე, რომელიც მას დასცინის… ალბათ ამიტომაც ვერ აღიქვამს სერიოზულად მათ დაცინვას.. ღმერთო, რა ბოროტია ზოგი..


ქალწული – სოფლის კრიტიკოსი. სოფლის რისხვა, სოფლის გამთახსირებელი, თუმცა სრულყოფილების ჭეშმარიტი შემფასებელიც… ,,გაიყიდა თამარ ქალი ოქროს თუმნიანებზედა!”

სასწორი
– მარიტა

უკომენტაროდ..


მორიელი – შეთე

სოფლის სანატრელი სასიძო… მესაკუთრე, ეჭვიანი და შურისმაძიებელი… სიკვდილს რომ გადაარჩენენ და თქვენი დახმარება რაში მჭირდებოდაო… რა დროს ჩიტი იყო, ჩიტი უნდა მოკვდეს!

მშვილდოსანი – ბუნბულა

სოფლის გამნათლებელი და სულიერი მოძღვარი.. გურუ და ქადაგი


თხის რქა
– ციციკორე

სოფლის მამა, სოფლის დამრჯულავი… ყოველთვის სწორი, ყველა კითხვაზე პასუხის მქონე და ყველას პატივსაცემი პიროვნება – გიჟების გარდა…


მერწყული – იორამი

სოფლის მეამბოხე და რევოლუციონერი… ,,ადე, მუშა შეენ!”


თევზები
– ელიოზი

სოფლის მეოცნებე… ტალახში და ძირგახვრეტილი კალათით ოქროს თევზების მაძიებელი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა