თეგებით ძიება

როგორ აისახა დედამიწაზე და ადამიანების შინაგან მდგომარეობაზე 21 დეკემბრის პლანეტარული ცვლილებები და ახალი ეპოქის დასაწყისი?!

როდესაც ეპოქა იცვლება რათქმაუნდა თითოეულ ადამიანზე, თვით დედამიწაზე ახდენს გავლენას, იცვლება ვიბრაციები - ენერგეტიკა, მენტალური - პროგრამები, როდესაც ძველი სრულდება და ახალი იწყება, ეს ნიშნავს, რომ ახლა სხვაგვარად იქნება ყოველივე და აუცილებლად, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი შინაგანი მდგომარეობა და აეწყოს სამყაროს რითმს, ნათქვამია სადაც მიხვალ "იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო“ და ეს გამოთქმაც ზუსტად ამ ცვლილებებს შეგვიძლია შევადაროთ...

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე აფასებს 21 დეკემბრის შედეგებს და ჩვენი საიტის მკითხველებს, გთავაზობთ შინაგანი ბალანსის ეფექტურ მინიმედიტაციას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ წინა საუკუნეებიდან ადამიანი აღმოჩნდეს ძველი მენტალური გაგებითა და განვითარებით, დაფიქრდით, მისთვის რამდენად რთული იქნებოდა ჩვენი დროის აღქმა, გაგება და აწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვგრძნობდეთ სამყაროს დონეზე ცვლილებებს და მივყვებოდეთ მის რითმს, იმისათვის, რომ ცხოვრება უფრო სასიამოვნო და იოლი იყოს ჩვენთვის.

ჰაერის ეპოქა, ეს არის სიმსუბუქე, შემოქმედებითი ენერგია, კავშირი შემოქმედთან, მაღალ ძალებთან და ეს კავშირი კი მყარდება მაღალი ვიბრაცების გზით. მაღალი ვიბრაციები კი ეს არის სიყვარული, მადლიერება, სიხარული, ენთუზიაზმი და სიცოცხლის სიყვარული. და ასე შემდეგ...

წინა ეპოქაში და პერიოდში ადამიანებს თუ შეეძლოთ მთელი ცხოვრება ეცხოვრათ დახურული გულით, გაბრაზებული, ადამიანებზე და მთელ სამყაროზე, ეხლა სხვაგვარად იქნება. რადგან ვისაც სურს რაიმე მაშტაბურის შექმნა, აუცილებლად ამ მაღალ ენერგიებზე უნდა იყოს დაფუძნებული და გამყარებული, მიმართული როგორც საკუთარი თავის სასარგებლოდ, ასევე ირგვლივმყოფთა სასარგებლოდ.

21 დეკემბერს ასევე იყო მზის ზამთრის ბუნიაობა, მზის გარდაცვალება და ახლიდან დაბადება, გარდასახვა და ზუსტად ასეთი გარდასახვის, განახლების პროცესები მიმდინარეობდა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. ამიტომ ენერგეტიკულად რთული პერიოდი იყო ადამიანებისათვის, შინაგანი ბრძოლა მიდიოდა ამ არჩევანს შორის, დაბალ და მაღალ ვიბრაციებს შორის, მე-3 განზომილების შემზღუდველ პროგრამებსა და მე-5 განზომილების ენერგიებს შორის, ამიტომ თუ გრძნობდით უენერგიობასა და გაღიზიანებას ეს იმიტომ, რომ მიმდინარეობდა შინაგანი ტრანსფორმაცია, მოთხოვნილება სიწყნარის, გარინდვის, თითქოსდა ადამიანს ფიქრიც კი ამძიმებდა. ტრანსფორმაციის დროს იცვლება არამარტო მენტალური აზროვნება და ენერგეტიკა, არამედ ფიზიკური სხეულიც კი, ამიტომ შესაძლოა ის, ვინც რადიკალურად იცვლებოდა გრძნობდა ამას ფიზიკურ დონეზე.

დღევანდელი დღის ენერგია:
დღეს უკვე მზემ გამოანათა, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით. დღეს ენერგეტიკულად იგრძნობდით შინაგან სიმშვიდეს, ბალანსს, რადგან უკვე შინაგანი მდგომარეობა წესრიგდება.

ამოისუნთქეთ, რადგან რთული დღეები იყო, ამიტომ ასეთი რთული დღეების შემდეგ უკვე მოდის სიმშვიდე, ეს არის დრო, როდესაც უნდა შეირძნოთ შინაგანი საყრდენი, რომელიც თითოეულ ადამიანს გააჩნია, შეგრძნება თავდაჯერებულობის, რადგან იცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

დასხედით ლამაზ ადგილზე, განმარტოვდით მშვიდად და გააკეთეთ შინაგანი ბალანსის ეფექტური მინიმედიტაცია; თვალები დახუჭეთ და დაინახეთ სურათებად თქვენს გონებაში თუ რა და როგორ გსურთ, ვიზუალიზაციის დროა! რადგან უკვე ენერგეტიკული არხი გააქტიურებულია და რასაც არ უნდა აკეთებდეთ ყოველივე ჰარმონიულად აეწყობა; მოდიან კლიენტები, შემოედინება ფინანსები, მოდის საჭირო რესურსები, ინფორმაცია... უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მოდის ინფორმაციული გზავნილები, მაგრამ ხშირად ჩვენი გონება არც ისე დამშვიდებულია, რომ ეს ყოველივე სტრუქტურირებულად გააცნობიეროს და მიიღოს, მაგრამ დღეს ის დღეა, როდესაც ყველაფერს ნათლად იგებთ და გრძნობთ.

ასევე აუცილებელია იგრძნოთ ენერგეტიკული არხი, რომლითაც დაკავშირებული ხართ, როგორც მატერიალურად ასევე სულიერად და ამ ორივე არხს ერთმანეთთან აერთიანებთ, დაინახეთ თქვენი მომავალი, შეხედეთ, შეიგრძენით ეს რეალურად, უბრალოდ ისწავლეთ სამყაროს, ღმერთის, მფარველი ანგელოზის ნდობა, რადგან სამყაროს თითოეული ადამიანი იმდენად უყვარს, იმდენი რესურსი და გამოცდილება აქვს ჩადებული, მისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია და გამუდმებით აძლევს შანსს რომ ბედნიერი იყოს. თვითონ დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ ღმერთს, სამყაროს, სურს მეტი ბედნიერი ადამიანი, რადგან ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანი კიდევ მეტ სინათლეს და სიკეთეს ავრცელებს ირგვლივ!

ასევე გთავაზობთ დღევანდელი დღის ენერგეტიკულად და მენტალურად შესატყვის პოზიტიურ აფირმაციას:

როგორ აისახა დედამიწაზე და ადამიანების შინაგან მდგომარეობაზე 21 დეკემბრის პლანეტარული ცვლილებები და ახალი ეპოქის დასაწყისი?!



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა