როგორ ავაყვავოთ კაქტუსი?
კაქტუსი - საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. მაგრამ ყველგან ისინი არ ხარობენ. იმისათვის, რომ მიაღწიოთ კაქტუსის აყვავებას, საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
დიდი ზომის ქოთანი
კოდრიანი ნიადაგი
პატარა ქვები
წყლის სასხურებელი
საფეხურები
1უპირველეს ყოვლისა საჭიროა კაქტუსის ქოთანში გადარგვა, სადაც იგი თავისუფლად იქნება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, ვინაიდან არასასურველია კაქტუსის 3 წლის განმავლობაში გადარგვა. ქოთნის ძირში დაალაგეთ პატარა ქვები. ამოიღეთ კაქტუსი ძველი ქოთნიდან და ნიადაგთან ერთად გადაიტანეთ ახალში. ყველა ნაპრალი შეავსეთ ახალი კოდრიანი ნიადაგით და ცოტათი მორწყეთ. დადგით მზიან ადგილზე. კაქტუსის გადარგვა ხდება მხოლოდ წლის თბილ პერიოდში.
2მორწყეთ კაქტუსი თვეში ერთხელ, მცირე რაოდენობის წყლით. ნოემბრიდან გადადგით გრილ ადგილზე და შეწყვიტეთ მორწყვა. მარტიდან დაიწყეთ კაქტუსისათვის წყლის შეშხურება, ხოლო მაისიდან - მორწყვა. მას შემდეგ რაც გამოჩნდება კოკორი, საჭიროა უკვე მორწყათ თვეში ორჯერ. თუ დაიცავთ ამ წესებს მთელი წლის განმავლობაში და მოიკრებთ მოთმინებას, მაშინ კაქტუსი დაგაჯილდოვებთ ულამაზესი ყვავილებით.