28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ეცადეთ საკუთარი აზრები მოაწესრიგოთ და უახლოესი მომავლის ფინანსური გეგმები ჩამოაყალიბოს. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია სირთულეები ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის სფეროში, ამიტომ სათადარიგო გეგმა უნდა შეიმუშავოთ. კარგი იქნება თუ რჩევას ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს თხოვს, ვისაც ბოლომდე ენდობით.
კურო
ამ დღეს სამსახურში ვიღაც, კონკრეტულ ადამიანს უნდა ერიდოთ. ეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და მონაწილეობას ნუ მიიღებთ დისკუსიებში, რომლებიც შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. იყავით გულწრფელი, ეცადეთ ადამიანებს გაუგოთ და თქვენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული პერიოდის გადატანა მოგიწევთ.
ტყუპები
იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი და ნუ შეეცდებით ილუზიებში დამალვას. ახლობელი ადამიანის ქცევით გაოცებული დარჩებით, რადგან ამ ადამიანისგან არ მოელოდით. დატკბით ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული ყოველი წუთით. განსაკუთრებული ყურადღება საყვარელ ადამიანს და მის სურვილებს მიაქციეთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვალთ.
კირჩხიბი
იძულებული გახდებით დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობთ. ეცადეთ მეტი გაგება, პატივისცემა და სიკეთე გამოავლინოთ. ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყოს, რომელსაც შეუძლია სიტუაცია გადაარჩინოს. იყავით ყურადღებიანი და მომთმენი, მაშინაც კი, თუ სიტუაცია თქვენთვის სრულიად მოულოდნელია.
ლომი
ლომი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, ვისაც ბედნიერებისთვის უბრალოდ, მშვიდი ცხოვრება სამარისი არაა. ბედნიერი რომ იყოთ, ინტრიგა ან საინტერესო გამოწვევა გჭირდებათ. გილოცავთ, დღეს თქვენი სურვილი შეიძლება შესრულდეს. გაჰყევით უფრო რთულ გზას და ნახავთ, ბედი რა საჩუქარს გიმზადებთ. მოგზაურობა დამღლელი იქნება, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი დარჩებით.
ქალწული
ქალწულისთვის ოჯახი ახლა მთელი სამყაროს ცენტრია, მაგრამ ბოლოდროინდელმა პრობლემამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. გულწრფელად აუხსენით ახლობლებს ვითარება. უმცირესი, თქვენი აზრით, უმნიშვნელო დეტალიც არ გამოგრჩეთ, რადგან ამ საქმეში ყველა ინფორმაცია აქტუალურია. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანები პრობლემის მოგვარებისთვის დახმარებას შემოგთავაზებენ.
სასწორი
სასწორისთვის ყოველთვის მზადაა რამე ახალი სცადოს, განსაკუთრებით თუ საქმე იმ ადამიანს ეხება, რომლის უკეთ გაცნობა გსურთ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა ერთადერთი საშუალებაა თქვენი ინტერესების ჩვენებისთვის და ამაზე სხვა ადამიანის რეაქციის დასანახად. თქვენი ერთობლივი საქმე აუცილებლად არმატებით დასრულდება, რადგან რადგან თქვენი და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ერთმანეთს შეავსებენ.
მორიელი
მორიელი გადაწყვეტს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო სადღესასწაულო დღეები სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს.
ბოლოდროინდელი ფინანსური პრობლემები სულ უფრო მეტად გაღელვებთ და განერვიულებთ. ეცადეთ მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე იფიქროთ. თუ შინაური ცხოველი ჯერ არ გყავთ, იქნებ ეს დანაკლისი აანაზღაუროთ.
მშვილდოსანი
შეიძლება დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. კოლეგასთან ან ნაცნობთან მოულოდნელი კონფლიქტი თქვენსკენ ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს.
სტრესი და კონფლიქტური ვითარება დღის პირველ ნახევარში გელით, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და უხერხულ თემებზე საუბარს მოერიდოთ.
საღამოს რომანტიკული შეხვედრა და დაუვიწყარი წუთები გელით.
თხის რქა
გადაწყვიტეთ, რომ მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ, თუმცა დროდადრო, სიამოვნებას სატელეფონო ზარები და შეტყობინებები გაწყვეტს.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დროს გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტოთ, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონი ახლომახლო გქონდეთ. თუ ამ რჩევას უგულვებელყოფთ, შეიძლება წარმოუდგენელი შესაძლებლობა გამოტოვოთ.
მერწყული
ამ დღეს მერწყულებს მნიშვნელოვანი საქმეები ელით. საკმაოდ სერიოზული სამსახურეობრივი პრობლემა სიმშვიდეს დაგიკარგავთ. ყველაფერი, რაც ამ დღესუნდა გააკეთოთ, მოვლენების რეალურად და ობიექტურად შეფასებაა. გირჩევთ ყველა პრობლემა და საზრუნავი სახლის კართან დსატოვოთ, ოჯახში ი დაისვენოთ და საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. გახსოვდეთ, ძილის წინ ცხელი აბაზანა საუკეთესო მკურნალია.
თევზები
გუირჩევთ თავისუფალი დრო დღესასწაულისთვის მზადებას დაუთმოთ, რადგან შემდეგ შეიძლება გაუთვალისწინებელმა სიტუაციებმა ხელი შეგიშალოთ.
მაგალითად, სად გაატარებთ არდადეგებს, რას დაადებთ სუფრას ან ვის შეხვდებით. შესაძლებელია საყვარელ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას ან სასწრაფოდ სადმე წასვლა მოგიწიოთ. მომავალი დღეები სავსე იქნება სხვადასხვა მოულოდნელობებით.