12 რამ, რაც მამაკაცს ქალში ყველაზე მეტად აღიზიანებს
ბუნებამ ქალი იმისთვის შექმნა, რომ მამაკაცი თავისი სილამაზით მოხიბლოს და მორჩილ „კნუტად“ აქციოს, რომელიც მზადაა თავისი ქალღმერთისთვის „მთები გადადგას“. თუმცა, ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ ხდება. ყველა ქალს არ შეუძლია მამაკაცი თავისი სილამაზითა და პიროვნული თვისებებით მოხიბლოს.
არც თუ იშვიათად, ასეთები შურით უყურებენ სასიყვარულო ასპარეზზე უფრო წარმატებულ მეგობრებს და ვერ ხვდებიან, რას აკეთებენ არასწორად და რაშია მათი წარუმატებლობის საიდუმლო.
ხანდახან ქალი ლამაზიცაა, ჭკვიანიც, სამზარეულოშიც სასწაულებს ახდენს და იდეალურობამდე არაფერი უკლია, მაგრამ კაცები მისკენ არ იხედებიან.
მაინც რა აშინებთ ასე მამაკაცებს ასე? თურმე ეშმაკი იმ პატარა დეტალებში იმალება, რომლებიც მამაკაცებზე უარყოფითად მოქმედებს. ვნახოთ15 მიზეზი, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ხელს უშლის.
1. თვალს არიდებთ. მამაკაცებს მოსწონთ ქალის უძირო თვალებში ყურება და ასეთი სიხარული უნდა სწაართვათ. უყურეთ თვალებში ნაზად, თითქოს ეძახით, რომ მოაჯადოვოთ.
2. მკვეთრი წითელი პომადა. უცნაურია, მაგრამ მამაკაცებს პომადის ეს ფერი საერთოდ არ მოწონთ. მათ ურჩევნიათ დახვეწილი ტუჩის ოდნავ შესამჩნევი პრიალი. ასე ტუჩები მიმზიდველი და ძალიან სექსუალური ჩანს.
3. ზედმეტად მოხატული თვალები. ძლიერი სქესს არც თვალის ჩრდილების ინტენსიური ფერი ხიბლავს. ეს განსაკუთრებით ლურჯ, მწვანე და ვარდისფერ ჩრდილებს ეხება, რომელიც ახალგაზრდა გოგონას მოხუც ბუღალტრად აქცევს.
4. თვალების გადატრიალების ჩვევა. ჯერ ერთი, ეს ძალიან სასიამოვნოდ არ გამოიყურება და მეორეც, ეს იმის ნიშანია, რომ დაიღალეთ და ყველაფერი მოგბეზრდათ. ან უბრალოდ ცდილობთ თავი განებივრებულ და პრეტენზიულ გოგოდ წარმოაჩინოთ.
5. ხრინწიანი და უხეში ხმა. ასეთი ხმა ყურს ტკენს. მამაკაცებს ხრინწიანი ხმის ქალბატონები არ მოსწონთ და ცდილობენ, ასეთი ხმის პატრონთან საუბარი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ.
6. ბინძური ფეხსაცმელი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ. ფეხსაცმლით შეიძლება ადამიანი შეაფასოთ. თუ ქალი თავს უფლებას აძლევს ტალახიანი ჩექმები ატაროს, სახლში უწესრიგობა და ქაოსი ექნება.
7. ყვითელი კბილები, არაჯანსაღი სუნთქვა. არცერთ ნორმალურ მამაკაცს არ მოუნდება ასეთ ქალს. თუ დასახელებული პრობლემები გაწუხებთ, სასწრაფოდ კბილების გათეთრება და პირის ღრუში ცუდი სუნის მიზეზების დადგენა გჭირდებათ.
8. შეუსაბამო ტანსაცმელი. ზოგჯერ გამხდარ ქალებს ზედმეტად თავისუფალიდა ფართხუნა სამოსის ტარება მოწონთ, ხოლო პიტკუნა ქალბატონები ცდილობენ ტანზე ზედმეტად მომდგარ ტანსაცმელში გამოეწყონ. როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქალები კომიკურად გამოიყურებიან. ისინი სიცილს იწვევს და არა მათი გაცნობის სურვილს.
9. უადგილო სიცილი. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. გოგონა, რომელიც გამუდმებით იცინის, სულელის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ყურადღების მიპყრობას ცდილობს. კაცები სიამოვნებთ, როდესაც მათ ხუმრობებზე იცინიან, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
10. სწრაფი სიარული. ქალები ხშირად სიარულის ნაცვლად, დარბიან. ნაცნობობა ასეთ მაღალ სიჩქარეზე თითქმის შეუძლებელია. მამაკაცს თქვენთან შეხვედრის შანსი რომ დაუტოვოთ, ტემპი ცოტათი უნდა შეანელოთ.
11. ძვირადღირებული რესტორანი, ძვირფასი საჩუქრები და მოგზაურობა - ეს ყველაფერი კაცისგან უნდა მოდიოდეს. ქალები, რომლებიც საჩუქრებს ითხოვენ, ძალიან საცოდავად გამოიყურებიან.
12. სურვილი ნებისმიერ ფასად გათხოვდე - ამის დამალვა შეუძლებელია. მამაკაცები ასეთ ქალებს სადღაც ქვეცნობიერის დონეზე ცნობენ და თავს არიდებენ მათ.
იმისათვის, რომ ოცნების მამაკაცს შეხვდეთ, უნდა ეცადოთ საკუთარ თავს მოერიოთ და თავი და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. თქვენი პრობლემების მკაფიო გაცნობიერება მათგანგათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ამის შემდეგ კი პირად ცხოვრებაში სასურველ ცვლილებებს ვერაფერი შეაჩერებს.