თეგებით ძიება

კვირის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებისთვის საკმაოდ აქტიური კვირაა. მაღალია თქვენი ენერგეტიკა, მომთხოვნელობა და მიზანსწრაფულობა. ამ პერიოდში გაქვთ ბავშვურად აღტაცების უნარი, რაც გადამდებია და სახალისო.
პირადი ურთიერთობების კუთხით, თქვენს გარშემო ადამიანები აქტიურდებიან. უფრო მეტია კომუნიკაცია, ვიდრე ადრე. შესაძლოა მოისმინოთ ოდნავ გაზვიადებული და არაგულწრფელი კომპლიმენტები. ამდენად, ყველაფერს ნუ მიიღებთ ჭეშმარიტებად.
ფინანსებს და ზოგადად, კარიერულ საკითხებს რაც შეეხება, მყარი პერიოდი გაქვთ. საკუთარ ფინანსებს თავადვე განკარგავთ, ზუსტად და დანიშნულებისამებრ. ეცადეთ შეცდომაში არ შეგიყვანოთ შეცოდების გრძნობამ, რის გამოც თქვენი ქველმოქმედება შესაძლოა, უფრო დანაკარგს წააგავდეს.

კურო
კუროებისთვის ახლა სრული რელაქსისა და გართობის პერიოდია. თქვენი ენერგეტიკის აღდგენა სწორედ ასე ხდება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მიყევით განტვირთვას მეგობრულ საზოგადოებაში.
პირადი ურთიერთობების კუთხით, ამ პერიოდში თქვენი კომუნიკაცია ზედაპირულია და სიღრმეებს მოკლებული. ნურც ეცდებით რაიმეს გასერიოზულებას. ახლა ვერ მიიღებთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილბებს. გართობის დროა და თქვენც გაერთეთ.
ფინანსებს და ზოგადად, კარიერულ საკითხებს რაც შეეხება, ამ პერიოდში საქმეები და შემოთავაზებები არაფრის მომტანი არაა სამომავლოდ. ნუ განახორციელებთ ცვლილებებეს საქმესა და კარიერაში. სიახლეების დრო ჯერ არ დამდგარა.

ტყუპები
ტყუპებისთვის ტრანსფორმაციისა და გადაფასებების დროა. თქვენში მიმდინარეობს სრული წმენდა და განახლება როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ დონეზე. შედიხართ ცხოვრების ახალ ტალღაში.
პირადი ურთიერთობების კუთხით, შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, ან სპორტანური შეხვედრები უკვე დავიწყებულ ადამიანებთან. მოულოდნელობების სიუხვე არ გაძლევთ მოწყენის საშუალებას. ახლა ყველას ახსოვხართ და უყვარხართ.
რაც შეეხება ფინანსებს და კარიერულ საკითხებს, ენერგეტიკულად ისე ხართ გადაღლილი, ახლა საერთოდ არ გაღელვებთ ეს საკითხები. ბევრი თვენგანი საქმიან შეკვეთებზეც კი იტყვის უარს. ამჟამად თქვენ დასვენება და ძალების აღდგენა, გართობა და რელაქსი გჭირდებათ, დატვირთული წლის შემდგომ.

კირჩხიბი
ახლა კირჩხიბებისთვის შეხედულებების ცვლილებების პერიოდია. ახლა დიდი მნიშვნელობა დაერთმობა წარსულის გაანალიზებას, ზოგადად ფასეულობების გადაფასებებს. თავად გაგიკვირდებათ ისეთ სიღრმეებში ჩაიხედავთ და დაინახავთ ჭეშმარიტებს.
პირადი ურთიერთობების კუთხით, თაყვანისმცემლები ან მეგობრები გააქტიურდებიან. უხვად მოდის შემოთავაზებები, სიმპატიების გამოვლენა, მესიჯები თუ მოწვევები. თქვენი მიმზიდველობა და თავდაჯერებულობაც მაღალია, რაც ლიდერად გაქცევთ.
ფინანსებს რაც შეეხება, თანხების შემოდინების დროა. მიიღებთ კუთვნილ ანაზღაურებას, ბონუნებს, მცირე მატერიალურ საჩუქრებს. შესაძლოა, მომგებიანი შესყიდვების ან შემოსავლიანი გარიგებების განხორციელება.

ლომი
ლომებო, მაღალია თქვენი ენერგიულობა. ხართ ლიდერი. სავსე ხართ სიხარულითა და დადებითი ენერგეტიკით. ახლა ყურადღებას იპყრობთ მიმზიდველობითა და შარმით.
პირადი ურთიერთობების კუთხით, ყველა სახის კომუნიკაცია ვითარდება ნელა. მართალია გარშემომყოფები უყურადღებოდ არ გტოვებენ, მაგრამ მთლად კმაყოფილიც არ ხართ. შესაძლოა მეტ ყურადღებას ელით, ვიდრე იღებთ. ახლა ღრმა ურთიერთობები არ გამოგდით. ყველაფერი ზედაპირულია.
ფინანსებს რაც შეეხება, ამჟამად ასეთი საკითხების მოსაგვარებლად არააა შესაფერისი დრო. ჯობია ყველაფერი მიუშვათ თავის დინებაზე, რადგან თქვენი ძალისხმევა ამ ეტაპზე სიტუაციას ვერ შეცვლის. შეირგეთ ის რაც არის და დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.

ქალწული
ქალწულებო, ამ პერიოდში უძლიერესი ხართ ენერგეტიკულად. თავშეკავებული, მიზანსწრაფული, ლიდერი. თქვენი გეგმები და წამოწყებები განხორციელებადია. ყველა თქვენ გექვემდებარებათ. საუკეთესო დროა თქვენი გეგემების განსახორციელებლად.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თქვენ ხართ წარმმართველი. ყველა მოგყვებათ წამოწყებებში და სურვილებში. მიიღებთ ყველაფერს, რას გსურთ. ეცადეთ სწორად გამოიყენოთ ასეთი წარმატებული პერიოდი.
ფინანსური კუთხით, თქვენი გონივრული მიდგომებით, ხართ მყარად. თქვენი მოთხოვნები კმაყოფილდება. კარგი პერიოდია ხეირიანი ყიდვა-გაყიდვისათვის, ბიზნეს გარიგებებისათვის.იღებთ ყველაფერს, რაც გსურთ.

სასწორი
სასწორებო, ახლა უძლიერესი ხართ მენტალურად და ფიზიკურად. გაქვთ გონივრული იდეები და მოსაზრებები. კარგი პერიოდია რაციონალური გეგმებისათვის, ინფორმაციის მოსაძიებლად, იდეების განსახორციელებლად.
პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, თქვენს გარშემო ადამიანები აქტიურდებიან. შემოდის ახალი ნაცნობობა და ახალი ტიპის შემოთავაზებები. სოციუმში ხართ ლიდერი და თქვენს აზრს პატივისცემით ეკიდებიან. გამოიყენეთ ეს პერიოდი და მიიღთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების ყურადღება.
ახლა ფინანსების შემოდინების დროა. შესაძლოა მატერიალური საჩუქრების, ბონუსების, მოულოდნელი თანხების მიღება. დადებითი პერიოდია მსხვილი მატერიალური შენაძენების გასაკეებლად.

მორიელი
მორიელებისთვის სასიკეთო პერიოდია. ჩქარობს ყველანაირი სიახლე და შემოთავაზება. ახლა გაჩერებული თემებიც კი დაიძრება. თქვენი იდეები გადამდებია. ამ ეტაპზე უფრო მეტად გისმენენ, ვიდრე სხვა დროს.
პირად ურთიერთობებში ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები ხართ. მართლდება თქვენი იმედები და მოლოდინები. ამ პერიოდში შეგიძლიათ მიიღოთ ის ყურადღება, რაც ადრე გაკლდათ და გული გწყდებოდათ.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ახლა თქვენი ფინანასები ცოტა სადავოა და „ძალისმიერი“ მეთოდებით მოსაპოვებელი. მოგიწევთ კუთვნილი შემოსავლის ან მატერიალური ფასეულობების მისაღებად გააქტიურება.

მშვილდოსანი
მოლოდინის პერიოდი გაქვთ. ახლა ენერგეტიკულად არ ხართ დიდად აქტიური. აქტიურობას ამჯობინებთ მოლოდინის რეჟიმს, ელით რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ასეთ პასიური ენერგეტიკით ნებაყოფლობითი დასვენება ჯობია.
რაც შეეხება ურთიერთობებს, საზოგადოებასთან კომუნიკაცია ზედაპირულია, თუმცა სასიამოვმო. ახლა იმაზე ბევრ ხალხში გიწევთ ტრიალი, ვიდრე საერთოდ. ფლირტისათვის და ზერელე საუბრებისათვის შესაფერისი დროა, თუმცა უფრო სერიოზული თემების დრო ახლა არაა.
ფინანსური კუთხით, არის რაღაც მაცდუნებელი ან ნაკლებად კანონიერი, თქვენს გარშემო. ფრთხილად იყავით ყველა სახის გადაწყვეტილებასთან. მოერიდეთ სარისკო შემოთავაზებებს ან საჩუქრებს. ზედმეტად ჩაუკვირდით შემოსავლების წარმომავლობას.

თხის რქა
თქვენთვის ახლა ზოგადად მშვიდი პერიოდია. ოჯახსა და ახლობლებთან ხართ ახლო კონტაქტებში. ახლა ყველაზე კარგად ძალებს სწორედ ახლო სანათესავო გარემოში აღიდგენთ. უფრო მოლოდინის პერიოდია, ვიდრე აქტიურობის.
სასიყვარულო კუთხით, უმეტესად, ახლა არ ხართ ღრმა ურთიერთობების განწყობაზე. ხართ ძალიან ეჭვიანი და მომთხოვნი. ეცადეთ ნაკლებად გამოავლინოთ სიუხეშე და რაიმე ტიპის მომთხოვნელობა.
ფინანსებს რაც შეეხება, ძიების ეტაპია. სწორედ ახლა ცდილობთ დაგეგმოთ, მოიძიოთ, შეხვიდეთ ახალ თემებში. გამოიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, დაიწყოთ ახალი სამსახური, ან ძველ ადგილას მოინიშნოთ ახალი პოზიცია.

მერწყული
შედეგების მიღების დროა ყველა თემაში. მოიმკით ყველაფერს, რაც აქამდე დათესეთ. თქვენი შრომა დაფასდება და ანაზღაურდება. შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები, შემოთავაზებები.
პირად ურთიერთობებში ცოტა ცივი ხართ, ჩაკეტილი. თავს იკავებთ ემოციების გამოაშკარავებისგან. საკუთარ თავთან უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს ამ ეტაპზე. ამდენად, შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ თქვნდამი სითბოსა და სიყვარულის გამოვლინება.
ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, კარგი დროა. სიახლეები და შემოთავაზებები, ახალი გეგმები და იდეები თქვენსკენ მოიჩქარის. ახალი პროექტების დაგეგმვის დროა. ბიზნეს-პარტნიორები აქტიურდებიან. კარგი ეტაპია სიახლეების დასაწყებად.

თევზები
ახლა წარსულის დარდებთან, თავს მოხვეულ ფიქრებთან დამშვიდობების დროა. დასასრულებელია მძიმე ან გადადებული საქმეები. თქვენთვის ახალი ცხოვრებისეული ციკლი იწყება, სადაც წარსული მხოლოდ დაგამუხრუჭებთ.
ურთიერთობებში კომუნიკაცია ნაკლებია, უჩვეულოდ ჩაკეტილი ხართ და ამას განიცდით. თითქოს გაკლიათ გართობა და სილაღე. მარტოსულად გრძნობთ თავს. თუმცა ეს დროებითი. უბრალოდ იღდგენთ ძალებს ახალი ურთიერთობებისათვის.
რაც შეეხება ფინანსებს, გაქვთ გარკვეული შფოთი და გაზვიადებული შიში. შესაძლოა ეს წინათგრძნობაც კი იყოს. თავი აარიდეთ რისკებსა და ცდუნებებს, დიდ ხარჯებსა და სესხებს. იკმარეთ იმდენი, რამდენიც გაქვთ.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა