თეგებით ძიება

საჭიროა თუ არა ბედნიერებისთვის ფული – როგორია დასავლური და აღმოსავლური ფორმულა

ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების აზრი ბედნიერების პოვნაა. ზოგადად, ბედნიერება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კმაყოფილია ყველაფრით, რაც მის ცხოვრებაში ხდება. თუმცა ზოგიერთისთვის ბედნიერება ფულშია, ზოგი კი თავს ბედნიერად მაშინ გრძნობს, როდესაც ისინი და მათი ახლობლები ჯანმრთელები არიან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები ბედნიერებას განსხვავებულად აღიქვამენ, რადგანაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში დაიბადნენ. ყველა ერს აქვს თავისი კულტურა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ადამიანი ცდილობს რაიმე ღირებული შექმნას.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები ჟურნალ PLOS One- ში გამოქვეყნდა. მათი აზრით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ბედნიერებას ეგოცენტრისტრული გადმოსახედიდან უყურებენ. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანისთვის ბედნიერების პოვნა პირდაპირ კავშირშია შრომასთან, რომელსაც მატერიალური სიმდიდრე მოაქვს. უმეტესობა ჩვენგანი ბედნიერებას, როგორც გარკვეულ “ამერიკულ ოცნებას” ისე უყურებს.

ითვლება, რომ თუ ადამიანი წარმატებულ კარიერას აიწყობს, ჰყავს ოჯახი და შეუძლია ჰქონდეს ყველაფერი ის, რაც სურს – მაშინ ბედნიერია. მაგრამ სინამდვილეში ბედნიერებას შეიძლება სხვა მხრიდანაც შევხედოთ.


სამეცნიერო ნაშრომების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აღმოსავლურ კულტურაში ბედნიერებას სხვაგვარად უყურებენ. ისინი უპირველეს ყოვლისა ფიქრობენ არა საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზე. ეს მათი ფილოსოფიური და რელიგიური სწავლებები საფუძველია.


წყარო:primetime.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა