თეგებით ძიება
28. 12. 2020 მსოფლიო

არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა- ქალაქი პომპეის ნანგრევებზე ანტიკური ეპოქის რომაული სწრაფი კვების ობიექტი იპოვეს

იტალიაში, არქეოლოგები კუნძულ ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩამარხული უძველესი რომაული ქალაქის, პომპეის ნანგრევების ტერიტორიაზე უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ- მათ იპოვეს რომაული ფრესკებით მოხატული ცხელი საჭმლებისა და სასმელების ანტიკური ეპოქისთვის დამახასიათებელი ე.წ სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც ზემოხსენებული ქალაქის მაცხოვრებლებს ემსახურებოდა. ამის შესახებ წერს CNN-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უძველესი ცხელი სასმელებისა და საკვების ე.წ რომაული დახლი არქეოლოგიური პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომელიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე დახურულია. არქეოლოგთა განცხადებით, დაკვირვებისა და ექსპერტული შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ზემოხსენებული ჯიხურის კერამიკის 2000 წლის წინანდელ ჭურჭელში აღმოაჩინეს ცხელი საკვების კვალი.

მაღაზიაში დახლის წინა მხარე მორთული ფერადი ფრესკებით- მათზე გამოსახულნი იყვნენ ის ცხოველები (იხვები და ქათმები), რომლებიც წარმოადგენდნენ ერთგვარ ინგრედიენტებს იმ საკვებისა, რაც ჯიხურში იყიდებოდა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მოხატული და მორთული ბრინჯაოს თასიც, რომელსაც პატერას უწოდებდნენ. მათ აგრეთვე იპოვეს კერამიკული დოქებიც, სადაც ამზადებდნენ სუფებს და შუშავდნენ ხორცს.

შეგახსენებთ, რომ პომპეი ნეაპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კმ-ზე მდებარებოდა, სადაც 13 000-მდე ადამიანი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ცოცხლად ჩაიმარხა ფერფლში 79 წელს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა