გოზინაყის ნაძვის ხე - საახალწლო ნუგბარი
გოზინაყის "ნაძვის ხე" ზიზი ბერაიასგან:
ინგრედიენტები:
ნიგოზი- 1 კგ
თაფლი- 480 გრ
შაქარი- 2- 3 ს/ კ
მომზადება:
თაფლი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და შევდგათ დაბალ ცეცხლზე,მუდმივი მორევით გავაცხელოთ,შემდეგ კი გადმოვდგათ და შევაგრილოთ,ასე გავიმეოროთ 3-ჯერ. ბოლო ჯერზე დავამატოთ შაქარი,ისევ გავაცხელოთ,(შარაქი უნდა გაიხსნას სრულად,მოხდეს მისი კარამელიზაცია) და ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი,გამუდმებით ვურიოთ და გავაჩეროთ 3-4 წთ ასე. შემდეგ გადმოვდგათ წყლით დასველებულ ხის დაფაზე და ცომის საბრტყელებლით გავაბრტყელოთ სასურველ სისქეზე.მოვასვენოთ 10 წთ და შემდეგ დავჭრათ.