ტესტი: რა გელით 2021 წელს?!
თითოეული ადამიანი აზრობრივად იდეის დონეზე აყალიბებს მიზანს ცნობიერში, რომელიც ინთება ნათურასავით და იწყებს გზის გაკვლევას, რათა რეალურად რეალიზდეს ცხოვრებაში.
იმისათვის, რომ ადამიანის ცხოვრებაში მიზნები და სურვილები განხორციელდეს, მხოლოდ ფიქრები და იდეები არაა საკმარისი, ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებელი მოქმედებები, რომელიც მიმართული იქნება მიზნისკენ და შედეგისკენ.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, თუ რა გელით 2021 წელს.
ჩემო ძვირფასებო იმოქმედეთ და თუ შეხედავთ, რომ თქვენი მოქმედებები მიზნისკენ არ მიდის, დაფიქრდით, გაიაზრეთ და შეცვალეთ არა თვით მიზანი, არამედ მოქმედებები, რათა იოლად და მსუბუქად მიხვიდეთ სასურველი მიზნისკენ და სურვილისკენ!
გთავაზობთ ტესტს, დააკვირდით და აირჩიეთ ინტუიციურად სასურველი ფოტო, აქვე იხილავთ პასუხებს ნუმერაციის მიხედვით:
1. დიდება და გავლენა
ვინც ვარსკვლავი აირჩია, მას ახალ 2021 წელს ელოდება ნამდვილი აღიარება და სახელის მოხვეჭა, თქვენი საქმიანობა მოგიტანთ პოპულარობას და სიყვარულს სოციუმის მხრიდან. რადგან თქვენ გულწრფელად და სიყვარულით აკეთებთ ყოველივეს და ადამიანები ამას უფრო ნათლად დაინახავენ და შეგიყვარებენ. ამ პოზიციით კი თქვენი გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მეტი სიბრძნე გმართებთ ამ პოზიციების შენარჩუნებისთვის და გამყარებისთვის.
2. ფინანსური წარმატება
2021 წელს თქვენ გელოდებათ ფინანსური ნაკადის გაზრდა, რაც იშრომეთ 2020 წელს და რაღაც მომენტში ფიქრობდით, რომ უფრო მეტ რესურსს დებდით თქვენს ფინანსურ განვითარებაში, ვიდრე ღებულობდით, ცდებით, რადგან ეხლა მოვიდა ის ეტაპი, როდესაც მოსავალი უნდა მოიმკათ. გილოცავთ, თქვენ სამყაროს გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ, ამიტომაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
3. მოულოდნელი საჩუქრები
თქვენ 2020 წელს ბევრ სიკეთეს გაცემდით ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე ზრუნვით, ახარებდით, როგორც კეთილი თოვლის ბაბუა და უსრულედბით ირგვლივ ყველას სურვილებს, ამიტომ სამყარო თქვენს მიერ გაცემულ საჩუქრებს სხვდასხვა წყაროებიდან დაგიბრუნებთ,
,,ბუმერანგის კანონზე“ გსმენიათ, ალბათ?! ზუსტად ეს კანონი ამოქმედდება თქვენს სასიკეთოდ, რაც ჩაიფიქრეთ, მოულოდნელად ეს სურვილი რეალიზდება თქვენს ცხოვრებაში, რადგან რაც ისურვეთ სამყარომ შეისმინა და მოულოდნელად გაგახარებთ.
4. ახალი პერსპექტივები
2021 წელს თქვენი კარიერული ზრდის პერიოდია, რადგან მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდით და შედეგიც მაქსიმუმი დადეთ, საუკეთესოდ და ხარისხიანად გამოგივიდათ პროექტიც და თანამშრომლობაც, ეს ნიშანი იყო სამყაროსთვის, რომ მეტი შეგიძლიათ, ამიტომ 2021 წელს გაიხნსება თქვენთვის ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები და პროექტები, რაც საგრძნობლად გაზრდის თქვენს კარიერულ წარმატებას.
5. ოჯახური ბედნიერება და სიმყუდროვე
2021 წელი დაგასაჩუქრებთ თბილი ოჯახური იდილიით. ამ წელს განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს მიიღებთ თქვენი ოჯახის წევრებისგან, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას შეგმატებთ, იმისათვის, რომ თქვენი ოჯახის კეთილდღეობა გაამრავლოთ, რადგან თქვენი ძალა ოჯახის თითოეულ წევრს აძლიერებს და შთააგონებს შექმნან მეტი და გაზარდონ სიუხვე ოჯახში.
6. გარდასახვა და ახალი წარმატება
2020 წელს რთული პერიოდი გაიარეთ, თუმცა ამან კიდევ მეტად გაგაძლიერათ და შეგმატათ ძალა, გარდასახვისთვის, შეგახედათ ცხოვრებას სხვა კუთხით და ყველაფრის გადახარისხება მოგიხდათ, ამიტომ მოხდა თქვენი ხელახლა დაბადება, გარდასახვა, თქვენში აკომულირებული ძალა ზედაპირზეა და ეხლა ზუსტად ეს ახალი ენერგია მოგცემთ ბიძგს შექმნათ ახალი წარმატება, რომელიც დაფუძნებული იქნება თქვენს ინტერესებზე და ამჯერად პრიორიტეტებს სწორედ განალაგებთ, რაც აუცილებლად მოგიტანთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
7. სასიყვარულო ურთიერთობა
2021 წელს გელით ხანგრძლივი და რომანტიული სასიყვარულო ურთიერთობა. ნახავთ თქვენს ადამიანს და შექმნით თქვენს საოცნებო ურთიერთობას, სადაც თქვენ და თქვენი მეწყვილე სიყვარულის გაზიარებასთან ერთად ერთმანეთს გაუზიარებთ იმ რესურსებს, რაც ორივეს კარიერულ ზრდაში დაეხმარება, რადგან სიყვარულის ძალა შთააგონებს ადამიანებს საოცარ იდეებზე, რომლის რეალიზება და განხორციელება იოლად ხდება.
არ დაგავიწყდეთ, თქვენი ბედნიერების და პოზიტივის მუხტის გაზიარება, რადგან რასაც აზიარებთ ის უფრო კიდევ მრავლდება!
არ დაგავიწყდეთ, თქვენი ბედნიერების და პოზიტივის მუხტის გაზიარება, რადგან რასაც აზიარებთ ის უფრო კიდევ მრავლდება!