29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს შეიძლება გაგაღიზიანონ ადამიანებმა, რომლებიც კონკრეტულს ვერაფერს გეუბნებიან. ცდილობენ სათქმელს შორიდან მოუარონ, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ იმის თქმა, რაც უნდათ. თუ გსურთ ზუსტად გაიგოთ რას ფიქრობენ ან რა უნდათ, პირდაპირ უნდა ჰკითხოთ. შეიძლება ძალიან გაუკვირდეთ თქვენი პირდაპირობა, მაგრამ აუცილებლად გაიხარდებათ, რომ მათ მოსასმენად მზად ხართ.
კურო
ამ დღეს ეცადეთ ფრთხილად იყოთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიღაც გეუხეშათ. გახსოვდეთ, რომ კონფლიქტი ურთიერთობის გარკვევის საუკეთესო გზა არაა. ეცადეთ საუბარში ხაზი გაუსვათ ურთიერთპატივისცემას და არა კონკურენციას. მალე დადგება დღე, როცა გულწრფელად შეძლებთ იმის თქმას, რაც გულში გაქვთ.
ტყუპები
ეცადეთ ამ დღეს ჩვეულებრივზე უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ბევრს მიაღწევთ თუ სწორ დროს სწორი აქცენტების დასმას ისწავლით. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს კითხვა გაგიჩნდათ,მისი დასმა არ უნდა შეგეშინდეთ. არ ინერვიულოთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე სხვებს. დიდი შანსია, რომ ისეთი რამით დაინტერესდით, რისი ცოდნაც სხვებსაც სურთ. რა თქმა უნდა, ამით მტრებს იჩენთ, მაგრამ წამყვან პოზიციას არავის დაუთმობთ.
კირჩხიბი
თქვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებით ისე ამაყობთ, რომ მთელ დღეს ტრაბახობთ და ეს ნორმალურია, მაგრამ ეცადეთ ეს იმ ადამიანების თანდასწრებით არ გააკეთოთ, რომლებმაც შეიძლება არასწორად გაგიგონ. ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენსავით წარმატებულები არ არიან და აჩვენეთ მათ სწორი გზა. ეს თქვენს ავტორიტეტს გაზრდის და უდავო ლიდერად გაქცევთ.
ლომი
ამ დღეს მარტოხელა ლომებს შეიძლება მოულოდნელი სიყვარული ეწვიოთ და რაც ყველაზე კარგია, გრძნობები ორმხრივი იქნება. სამსახურში შეიძლება დროის სიმცირემ პრობლემები შეგიქმნათ, მაგრამ ეცადეთ საქმე კოლეგებს გადაუნაწილოთ - უარს არავინ გეტყვით. ჯანმრთელობის მცირე პრობლემა თავის ტკივილს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული არაფერია, გირჩევთ ექიმთან შეხვედრა არ გადადოთ.
ქალწული
დღევანდელი ამინდი თქვენს განწყობაზე სრულად აისახება. ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოთ, დრო კი ძალიან ცოტა გაქვთ. მალე დადგება პერიოდი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, ახლა კი ფრთხილად უნდა იყოთ. საღამოს, სანამ მაღაზიებში, საყიდლებზე გახლავთ, სასურველი ნივთების სია შეადგინეთ, რომ ცდუნებამ არ გძლიოთ და ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. ახალ წელს თქვენს საჩუქრებს ბევრი ადამიანი ელის და არ გსურთ ვინმეს იმედი გაუცრუოთ, მაგრამ გონიერების ზღვარს ნუ გადახვალთ.
სასწორი
სავარაუდოდ, სამსახურსა და ოჯახში დაძაბულობა გაიზრდება. ეცადეთ სიმშვიდე არ დაკარგოთ და ვითარებაში გაერკვეთ. მოგვიანებით, შეიძლება ინანოთ, რაც თქვით ან გააკეთეთ ამ დღეს, თუმცა ხვალ უკეთესი დღე იქნება პრობლემებიდან თავის დაღწევას შეძლებთ.
მორიელი
ამ დღეს მუშაობაში ხელს არავინ და არაფერი შეგიშლით. კოლეგები ცდილობენ შეინარჩუნონ თქვენი ტემპი, მაგრამ ამან შეიძლება უსიამოვნო კამათი გამოიწვიოს. იყავით უფრო ყურადღებიანი იყოთ და კოლეგებს, ვისაც ეს სჭირდებათ დახმარება შესთავაზოთ.ეცადეთ შესაძლო კონფლიქტები დროულად მოაგვაროთ. არავის სურს დაძაბულობითა და პრობლემებით სავსე დღესასწაული. სახლში ყველაფერი კარგად იქნება თუ ახლობელ ადამიანებს აგრძნობინებთ რამდენად აფასებთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ეს საუკეთესო დღე არაა, რადგან ბევრი რამ აღიზიანებს. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორების, კოლეგების და უფროსის მხრიდან პრობლემებს და გაუგებრობას წააწყდეთ. თქვენთვის დამახასიათებელი თვითკრიტიკა გაიძულებთ, რომ უკმაყოფილო სხვებზე მეტად საკუთარი თავით იყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ძალები მოიკრიბოთ. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ არათუ სხვებს, საკუთარ თავსაც აჯობოთ.
თხის რქა
ისეთი განცდა გაქვთ, რომ ვიღაც დაგცინით და ყურადღების ღირსად არ გთვლით. ეს ძალზე გაღიზიანებთ, მაგრამ საკუთარი გრძნობების დამალვას ოსტატურად ახერხებთ. უფრო სწორად, მანამდე მოახერხებთ, სანამ ვიღაც მწყობრიდან არ გამოგიყვანთ. თუ ასე მოხდა, გარშემო მყოფები გაიგებენ, რომ თხის რქის რისხვა ისეთივე საშინელია, როგორც ატომური აფეთქება!
მერწყული
ამ დღეს თქვენი მიღწევები მეტწილად თქვენი დილის განწყობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ, ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. თქვენ გაქვთ კონცენტრაციის წარმოუდგენელი ძალა და მიზანს ადვილად აღწევთ.
თევზები
ამ დღეს თევზებთან დისციპლინასა და ორგანიზებულობაზე საუბარს აზრი არ აქვს. მათთვის ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ნაკლები ქაოსი და მეტი წესრიგი იყოს, მაგრამ სიტყვებს "მინდა" და "შემიძლია" შორის დიდი სხვაობაა.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი ისეთი მიიღოთ, როგორიც ხართ. მოდუნდით, უყურეთ ფილმს, მოუსმინეთ მუსიკას და გაატარეთ მთელი დღე საკუთარი თავის სიამოვნებისთვის.