„ნინოს საახალწლო ორცხობილები“ - საოცრად ფერადი განწყობა
„ნინოს საახალწლო ორცხობილების“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
მასალა:
250 გრ. ფქვილი
100 გრ. შაქრის პუდრი
125 გრ. კარაქი
1 ცალი კვერცხი
მომზადება:
ცომის მომზადებამდე კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურამდე. თასში მოვათავსოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად ავურიოთ მიქსერის დახმარებით. უნდა მივიღოთ ისეთი კონსისტენციის ცომი, რომ ხელზე გვეკვროდეს.
მიღებული მასა მოვათავსოთ საკონდიტრო ცელოფანში და „დავასვენოთ“ მაცივარში სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.
მაცივარიდან „დასვენებული“ ცომის გამოღების შემდეგ, იწყება ფქვილის დახმარებით ცომის გაბრტყელება შესაბამის სისქეზე. აი, აქ კი თქვენი სადღესასწაულო განწყობის საშუალებით ცომს ეძლევა სხვადასხვა ფორმა, იქნება ეს თქვენი პატარას საყვარელი მულტფილმის გმირი თუ პერსონაჟი... გაბრტყელებული ცომის ფორმა შეგვიძლია მივანდოთ თქვენს სასურველ საახალწლო ჩანაფიქრს...
მეტი ეფექტისათვის შეგიძლიათ მასას გადაურიოთ სხვადასხვა ფერის საკონდიტრო საღებავი...
გამოსაცხობ ჟარუნაზე შეგიძლიათ მოაფრქვიოთ მციროედნი ფქვილი ან გამოიყენოთ საცხობი ქაღალდი (ე.წ. „კალკა“).
ორცხობილები გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
გემრიელი, მრავალფერი და მარტივად მოსამზდებელი სადღესასწაულო ორცხობილები მზად არის, შეგიძლიათ გაახალისოთ საახალწლო სუფრა და გუნება-განწყობილება!
მომზადებულია სიყვარულით! ნინო მსხვილიძის მიერ.