30 დეკემბრის სავსემთვარეობა - შიშის დაძლევის დღე
2020 წელს უხილავ მტერთან ბრძოლით ყველა დაიღალა. სუფთა ჰაერი და თავისუფლება ისაა, რაც ახლა ადამიანებს ყველაზე მეტად სურთ, მაგრამ ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოდუნების და შეცდომების დაშვების დრო არაა.
„ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ვიღაცამ უკვე იგრძნო ცვლილებების ქარი და რა თქმა უნდა, თავისუფლება მოუნდა. ეს თავისუფლება არც ისე შორსაა, მაგრამ მანამდე მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ ”, - ამბობს ასტროლოგი ეველინა სობოლევა.
წლის ბოლომდე, 30 დეკემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა - სავსემთვარეობა გველის. ეს იქნება ბოლო სავსე მთვარე 2020 წელს და კიბო-თხის რქის ღერძის გასწვრივ გაივლის. თხის რქა გარეგან დღესასწაულს განასახიერებს, კირჩხიბი კი შინაგან წყენას ნიშნავს. ასტროლოგის აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სანამ დღესასწაულისთვის მზადება მიმდინარეობს, ბევრი ყურადღებას ძველ წყენებსა და არასაფუძვლიან შიშებზე ამახვილებს. ასტროლოგმა ზოდიაქოს ნიშნებს ახალი წლის წინა დღეს შიშის წინააღმდეგ ბრძოლა ურჩია.
ასტროლოგის აზრით, შიშები და სტერეოტიპული აზროვნება ადამიანებს სიმშვიდის გრძნობას ართმევს. ყველა ჩვენთაგანს ეშინია, მაგრამ შიშებს, რომლებიც ამ სავსემთვარეობისას გამოვლინდება, პირისპირ უნდა შევხვდეთ და თვალებში ჩავხედოთ - ამბობს ასტროლოგი. ის გვთავაზობს წარმოვიდგინოთ, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში რა მოხდება. სავსებით შესაძლებელია, რომ შიშების უმეტესობა წარმოსახვითი აღმოჩნდეს და სწორედ ამ სავსემთვარეობაზე გახდება ნათელი, თუ რამდენად ზედმეტი იყო ამაზე წუხილი. სავსე მთვარეზე თქვენ უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავს და თქვენს ემოციებს, დაასკვნა ასტროლოგმა.