თეგებით ძიება

30 დეკემბრის ასტროლოგური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ვერძები მნიშვნელოვან საიდუმლოს გაიგებენ, მაგრამ ამის გამჟღავნება შეიძლება მოგებიანიც იყოს და საზიანოც. ფრთხილად შეაფასეთ გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც აპირებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია უშუალოდ თქვენ არ გეხებათ. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება საყვარელი ადამიანის ავტორიტეტზე გავლენა მოახდინოს. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ დუმილი ოქროზე ძვირფასია.

კურო
თქვენ ყოველთვის ძალიან უფრთხილდებოდით საკუთარ ავტორიტეტს,ამიტომ თქვენი შინაგანი ბუნება არასწორად მოქცევის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც ვიღაც ცდილობდეს ამისკენ გიბიძგოთ. თუ რთულ სიტუაციასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ, უმჯობესია, ეს აღიაროთ და ახლობლებისგან დახმარება ითხოვო.
არაფერია საგანგაშო იმაში, რომ ყოვლისშემძლე არ ხართ, საყვარელი ადამიანი აუცილებლად გამოგიწვდის დახმარების ხელს.

ტყუპები
ტყუპებს უყვართ ოჯახისა და საყვარელი ადამიანის კომპანიაში დროის გატარება. ამის მიუხედავად, არ უნდა დაივიწყოთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები. ამ დღეს მოსალოდნელია საინტერესო შესაძლებლობა და ის ხელიდან არ უნდა გაუშვა. საღამოს შეიძლება ძველი ნაცნობი გესტუმროთ, რომელსაც დიდი ხანი არ გინახავთ. ერთად გატარებული დრო კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ და სასიამოვნო განწყობა დიდხანს გაგყვებათ.

კირჩხიბი
ბოლო დღეების განმავლობაში, ინტუიცია გკარნახობთ, რომ თავიდან აიცილოთ ყოველგვარი მკვეთრი და იმპულსური მოქმედების ნებისმიერი მცდელობა.
რა თქმა უნდა, ინტუიცია არ გღალატობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად მშვიდი და მომთმენი იყოთ. თქვენ შეიძლება რთული საკითხების გარკვევაში ჩაერთოთ, სადაც ამიტომ თქვენი როლი შუამავლობა იქნება. სავარაუდოდ, კონფლიქტის მოგვარება და ოჯახში მშვიდობისაღდგენა დაგევალებათ.

ლომი
შეიძლება ნოსტალგიამ შეგიპყროთ. ამ დღეს განვლილი ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე მეტს ფიქრობთ, ვიდრე მომავალზე. კარგი ამბავი ისაა, რომ წარსულის გამოცდილებიდან შეიძლება საიმედო მომავალი შექმნათ. მაშინაც კი, თუ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტთ, საუკეთესო ადამიანები თქვენთან დარჩებიან, ისევე როგორც თქვენი ყველა წარმატება.

ქალწული
ქალწული იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან, ვისაც შეუძლია რომანტიკულ ფანტაზიებს მიეცეს თუ გრძელვადიანი, მომგებიანი გეგმა არ აქვს.
შეიძლება, დღეს კარგ ადამიანს შეხვდეთ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი წინასწარ უნდა გათვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობების მართვა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ არის შესაძლებელი.

სასწორი
პიროვნული მომხიბლაობა და დისციპლინა სასწორების ძლიერი მხარეა. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ სასურველს საკუთარი სიმტკიცითა და მომხიბვლელობით მიაღწიოთ და ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ. ამ დღეს, თქვენი პიროვნული თვისებების დამსახურებით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ვარსკვლავების მხარდაჭერა გექნებათ.

მორიელი
თუ ვინმემ ზუსტად იცის, ვის უნდა ენდოს და ვის არა, ეს მორიელია. თქვენ ძალიან გამჭრიახი ადამიანი ხართ და თქვენი მოტყუება ძალიან რთულია.
მატყუარა ადამიანის ამოცნობა კილომეტრიდან შეგიძლიათ, ხოლო „ტყუილის სუნს“ უფრო შოროდანაცგრძნობთ. დღეს თქვენ იქნებით ადამიანი, ვინც ზუსტად იცის, ვის უნდა მიმართოს და ვისთან ურთიერთობას თავი აარიდოს. თუ რჩევას და მხარდაჭერას ისეთი ადამიანი შემოგთავაზებთ, რომელსაც არ ენდობით, მისი წინადადება ნებისმიერი გზით უნდა უარყოთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს მთელი ყურადღება ჯანმრთელობასთან დაავშირებული პრობლემების გადაჭრისკენ გაქვთ მიმართული. იმუნური სისტემა სახარბიელო მდგომარეობაში არ გაქვთ, ამასთან თქვენზე ბოლო რამდენიმე დღის სტრესიც აისახება. ეცადეთ საკუთარ თავზე უკეთესად იზრუნოთ და ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დააყენოთ. ეცადეთ ქუჩაში ამინდის შესაფერისად ჩაიცვათ, დაიცავით სოციალური დისტანცია და ატარეთ ნიღაბი. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით დაუცველი ხართ.

თხის რქა
ამ დღეს თხის რქებს შანსი აქვთ, რომ განსაკუთრებული პიროვნება გაიცნონ. მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტთ ერთად უდადარჩეთ თუ არა, მთავარია, გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. ფინანსური თვალსაზრისით, საქმე არც ისე სახარბიელოდ გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავებს თქვენთვის სასიხარულო ამბები აქვთ. ძალიან მალე, მოულოდნელ თანხას მიიღებთ და თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

მერწყული
გირჩევთ ამ დღეს პრიორიტეტების ჩამონათვალი და ახალი წლის გეგმები შეადგინოთ. 2021 წელს ბევრი ცვლილება გელით, ამიტომ უნდა მოიფიქროთ როგორი ცხოვრება გსურთ. გირჩევთ, სიფხიზლე შეინარჩუნოთ და გადაწყვეტილება მხოლოდ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით მიიღოთ. ასჯერუნდა გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით. შეეცადეთ გარშემო შეიკრიბოთ ადამიანები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

თევზები
საკმაოდ დამღლელი დღე გელით, რომლის განმავლობაში დაგროვილი ოჯახური საქმეების კეთება მოგიწევთ. ამან შეიძლება პროფესიული საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვანი საკითხების შესრულება გაართულოს. ეცადეთ, ახალი წლის წინა დღეს კარგი განწყობა არ გაიფუჭოთ. პირად ცხოვრებაში, ეს მშვიდი და ჰარმონიული დღე იქნება, როდესაც დაპირისპირების და კონფლიქტების ალბათობა ძალიან მცირეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა