თეგებით ძიება

არამოსაწყენი სექსი ახალი წლის ღამეს - თამაშები დიდებისთვის

მოგბეზრდათ ხანგრძლივი დღესასწაული და ცისფერი განათება ახალი წლის ღამეს? დაიღალეთ ბანალური სადღეგრძელოებით და მოსაწყენი სტუმრებით? თუ თქვენ გიყვართ და ოცნებობთ რომანტიულ - ეროტიულ საახალწლო ღამეზე, sexart.ge გაძლევთ რამდენიმე რჩევას ინტიმური დღესასწაულის ორგანიზებისათვის.
მაშ ასე, ეროტიული, ინტიმური ახალი წლის ღამე. გეტყვით პირდაპირ: მოგიწევთ გადაწყვიტოთ რთული ამოცანა - იპოვოთ ის ,,ოქროს შუალედი,, რომელიც ყოფს ვულგარულობას და თვალთმაქცობას. თუ იცით რა გსურთ, ყველაფერი თქვენს ხელშია.
მოაწყოთ კაშკაშა და დასამახსოვრებელი დღესასწაული არცთუ ისე რთულია. არ არის საჭირო საათობით იდგეთ გაზქურასთან, და დრო დახარჯოთ მრავალფეროვანი კერძების მზადებაში. ზედმეტი იქნება სახლის დაწკრიალება ახალი წლის წინ და ჭურჭლის ყურადღებით ამორჩევა. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ - განტვირთვა და საკუთარი თავის რწმენაა.
არსებობს ბევრი საახალწლო ეროტიული სცენარი. კონკრეტულად აქ, თქვენ თვითონ ხართ რეჟისორიც, სცენარისტიც და მსახიობიც.
გაიხსენეთ, ბავშვობაში თქვენ სწერდით წერილებს თოვლის ბაბუას და სთხოვდით საჩუქრებს? მოდით, თქვენმა მამაკაცმა ჩაიცვას სანტას კოსტუმი (ჩვენ დროში, მისი შოვნა არ წარმოადგენს დაბრკოლებას) და ერთი ღამით გადაიქცეს თქვენი სურვილების შემსრულებლად.
თოვლის ბაბუას შეგიძლიათ სთხოვოთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ: დაწყებული სტრიპტიზით დამთავრებული თქვენი ყველაზე ფარული სურვილის შესრულებით. გახსოვდეთ, ახალი წლის ღამეს სრულდებიან ყველა ოცნებები, ყველაზე გიჟური და ფანტასტიური ოცნებებიც კი.
გინდათ აღმოჩნდეთ საწოლში უცხო ადამიანთან ერთად? დასაჯოთ ცუდი მოქცევისათვის? ,,გაროზგოთ,, თოვლის ბაბუა იმისთვის, რომ ყოველთვის არ მოჰქონდა თქვენთან საჩუქრები, რომელიც გინდოდათ? ყოველივე ეს და სხვა მრავალი, რა თქმა უნდა შესაძლებელია ახალი წლის ღამეს.
მთავარია, თავშივე ყველაფერი გაარკვიოთ პარტნიორთან, გაიგოთ ზღვარი რასაც ვერ გადახვალთ. ანუ, თუ თქვენ მოისურვებთ თოვლის ბაბუის დასჯას, არ ღირს ამ დროს ჯოხის აქტიურად ქნევა.
ოთახში დატოვეთ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი სივრცე - თუ თამაშის დროს თქვენ ძალიან გაერთობით, ეს დაგიცავთ ზედმეტი დაზიანებებისგან.
მთავარია შეხვიდეთ როლში. თქვენ აქ თამაშობთ, პატარა ჭირვეულ გოგონას, რომელიც ელოდება დიდი ხნის ნანატრ საჩუქარს თოვლის ბაბუისგან, თქვენი ქმარი კი ზუსტად ის, კეთილისმსურველი თოვლის ბაბუაა, რომელიც თქვენ ბედნიერებას და სიხარულს მოგიტანთ. თავიდანვე ნუ დაგეგმავთ მთელ სცენარს.
მოდით, პასუხი, სანტას შეკითხვაზე, მოგიტანათ თუ არა საჩუქარი, იყოს ექსპრომტი. თუ ის იტყვის, რომ ცუდი გოგონები საჩუქრებს არ ღებულობენ, მაშინ მოგიწევთ სთხოვოთ მას პატიება, ჰკითხეთ - როგორ შეგიძლიათ გამოისყიდოთ დანაშაული. მაშინ ნუ შეიზღუდებით და გადაეშვით ფანტაზიების ზღვაში.
მაშ ასე, წარმოიდგინეთ: ზარებმა ჩამოკრეს თორმეტჯერ, თქვენ მარტო ზიხართ ოთახში და უცბად ვიღაც რეკავს ზარს კარზე. თქვენ აღებთ კარებს, ზღურბლთან კი დგას ნამდვილი თოვლის ბაბუა. ენით აღუწერელი სიხარული აღიბეჭდება თქვენს სახეზე და თქვენ, ბავშვური გულუბრყვილობით წარმოთქვამთ დავიწყებულ ფრაზებს ,,გამარჯობა, თოვლის ბაბუა! რა მომიტანეთ საჩუქრად?,,.
სერიოზული გამომეტყველებით გაივლის და გამოივლის ოთახში თოვლის ბაბუა და გაშლის თავის ხალათს, რომლის ქვეშაც არაფერი არ არის, ,,სანტა,, ამბობს, რომ თქვენ იქცეოდით ცუდად და არანაირი საჩუქარი არ გეკუთვნით. მაგრამ, თქვენ გაქვთ შანსი, რომ გამოასწოროთ სიტუაცია, თუ მას მიანიჭებთ სიამოვნებას. ან პირიქით, ის მზადაა შეასრულოს თქვენი ნებისმიერი სურვილი, რადგან თქვენ მთელი წელი იქცეოდით შეუდარებლად და დაიმსახურეთ ნებისმიერი ეროტიული საჩუქარი.
შეგიძლიათ სცადოთ სხვა თამაშებიც. თქვენ თავადაც შეგიძლიათ ითამაშოთ სანტას ან სნეგურაჩკას როლი, რომელიც თამამად აცდუნებს თავმდაბალ, მარტოხელა მამაკაცს. ან, მაგალითად, საახალწლო ვარიანტი ,,წითელქუდა,, იმისათვის, რომ დაიხსნას ბებია რუხი მგელის მუცლიდან, იძულებული იქნება შეასრულოს ავხორცი მგელის ყველა სურვილი. ან, თქვენმა ქმარმა ითამაშოს კაის როლი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს გერდას გადასარჩენად და ყველა დავალებას შეასრულებს რასაც ყინულის დედოფალი უბრძანებს, რაც არ უნდა რთული იტყოს.
კიდევ ერთი საინტერესო თამაში - სტუდენტი და პროფესორი. იგი მოვიდა კიდევ, რომ მიიღოს ბოლო ჩათვლა ახალი წლის წინა დღეს. ვერ ისწავლა ჩასაბარებელი მასალა, გოგონა სთავაზობს ალტერნატივას ,,სამაგიეროს გადახდით,,. შესაძლებელია როლების გაცვლაც, გამოსცადეთ თავი უმაღლები მათემატიკის მკაცრი მასწავლებლის როლში.

სასარგებლო რჩევები

განურჩევლად თამაშის ტიპისა, ის შეიძლება როგორც გააფუჭოთ, ასევე გააცოცხლოთ.
დაიმახსოვრეთ: - თავშეკავებულობა და მორცხვობა
- უხეშობა პარტნიორის მიმართ
- ხმამაღალი სიცილი და აბუჩად აგდება
- მწვავე კრიტიკა ერთმანეთის მიმართ
- ზედმეტი ანტურაჟი და საკუთარი როლის თამაშის უუნარობა
გახდის თქვენს ახალ წელს მოსაბეზრებელს, შესაძლებელია თქვენი გრძნობების გაცივებაც,
ამასთანავე: - ფანტაზია და ცოტათი წინდაუხედაობა
- სიმსუბუქე და არასერიოზული მიდგომა
- სითამამე და თავდაჯერებულობა
- სწრაფად გარდაქმნის უნარი
გახდის საახალწლო ღამეს გაცილებით მრავალფეროვანს, ან შექმნის ახალ საოჯახო ტრადიციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა