თეგებით ძიება
30. 12. 2020 მსოფლიო

პანდემიის პერიოდში ოკეანეში 1,5 მილიარდზე მეტი პირბადე მოხვდა

კორონავირუსი პანდემიის ფონზე, მსოფლიო ოკეანეში 1,5 მილიარდზე მეტი სამედიცინო პირბადე მოხვდა.

როგორც ეკოლოგები განმარტავენ, პირბადეები პოლიპროპილენით არის დამზადებული, რომლის სრულ გახრწნას ნახევარი საუკუნე სჭირდება. დროთა განმავლობაში ის მცირე პლასტიკურ ნაწილაკებად იშლება, რაც ოკეანის ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Oceans Asia ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს რიცხვი ნიშნავს, რომ მსოფლიო ოკეანე დამატებით 4 680-6 240 ტონამდე პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა