თეგებით ძიება

სავსემთვარეობა და ფინანსური რიტუალი - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან

2020 წლის ბოლო სავსემთვარეობას თავისი მაგიური ძალა გააჩნია, ხშირად ისმის კითხვა მსმენელებისგან, თუ რატომ აქვს მთვარის ენერგიას ესეთი დიდი გავლენა დედამიწაზე და ადამიანის ენერგტიკაზე?!

მთვარე არის, როგორც კატალიზატორი, მისი ვიბრაციები ძალიან სწრაფად აღწევს დედამიწაზე და თითოეული ადამიანის ენერგეტიკაზე, რომელიც თავისმხრივ აისახება ენერგიის ნაკლებობაზე ან მატებაზე.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ სავსემთვარეობას გასაკეთებელ რიტუალებს, რომელიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

სავსე მთვარე ხასიათდება მაქსიმალური ენერგიის პიკად, რომელიც ვრცელდება ადამიანის თითოეულ ცხოვრების სფეროზე, ამ კუთხით ადამიანს შეუძლია მოახდინოს ტრანსფორმაცია, გასუფთავება, სურვილებზე მუშაობა, შესაძლებელია სხვადასხვა სახის რიტუალის ჩატარება, თუმცა დღეს ვისაუბრებ ფინანსური რიტუალის შესახებ, რადგან ძველი წელი, სადაც არის მიილევა და ამ სავსემთვარეობას კიდევ ავღნიშნავ, რომ მაგიური ძალა გააჩნია, რადგან გარდამავალი პერიოდია, ამ დროს ძველი და ახალი წლის ენერგიები ერთმანეთში რითმულად გადადის.

დედამიწა და ადამიანები ემზადებიან ახალი ენერგიების მისაღებად, ზუსტად ამიტომაც ძალიან შედეგიანია დღეს და ხვალ რიტუალის გაკეთება.

სანამ რიტუალს დაიწყებდეთ, მანამდე ჩამოწერეთ აუცილებლად რისი და ვისი მადლიერი ხართ 2020 წელს, რა გასწავლათ, რა შეგმატათ.

ფოკუსირდით მხოლოდ დადებითზე, რაც მთელი წლის განმავლობაში შემოვიდა და გახარებდათ, ეს შეიძლება ეხებოდეს ადამიანებს, სიტუაციებს, პროექტებს, ურთიერთობას, დაფიქრდით და გაიზრეთ რისი გადატანა და გაუმჯობესება გსურთ მომავალ წელს:

რეკომენდაციები:
• მოერიდეთ კონფლიქტებს
• მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს, უარი თქვით ცუდ ჩვევებზე, რომელიც თქვენც გავნებთ და თქვენს ირგვლივ სხვა ადამიანებსაც...
• ტექნიკა ამ დროს შესაძლოა ცუდად მუშაობდეს და მოერიდეთ მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამუშაო პროექტებს...
• მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დღეს ყველაზე აქტიურები არიან, ეცადეთ არ გადაიწვათ, რელაქსაციას დაუთმეთ დრო, მიიღეთ მარილიანი თბილი აბაზანა და იფიქრეთ რომელი ნეგატიური ემოციებისგან გსურთ გათავისუფლება, რადგან ნეგატიური ფიქრები და ემოციები ადამიანის ფინანსურ ნაკადზე ცუდად აისახება.

ახლა კი გთავაზობთ ფინანსური ნაკადის გაზრდის რიტუალს და ძალიან ეფექტურ მინიმედიტაციას:

განეწყვეთ რიტუალისთვის, შეხედეთ მთვარეს და მისი ენერგიის სისავსე გადმოიტანეთ საკუთარ ენერგეტიკაში, სასიამოვნო ჟრუანტელივით, როდესაც დაგივლით სხეულში ესე იგი უკვე განეწყვეთ რიტუალისთვის და ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი ენერგია გაიხსნა მთვარის ენერგიასთან შესარწყმელად, ასე ვთქვათ ერთ ტალღაზე ხართ:
ჩასუნთქვა და ამბობთ თქვენთვის: "მე ჩავისუნთქავ ახალ ენერგიებს“
ამოსუნთქვა: "მე ვთავისუფლდები ძველი წყენებისგან (ჩამოთვალეთ ვის მიმართ რა წყენებსაც დრო და დრო გახსნებეთ გონება და ემოციები)
წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ძველ წელთან ერთად მიდის და შეიგრძენით სიმსუბუქე, თავისუფლება და შვება.

რიტუალისთვის მოამზადეთ ფულის კუპიურა, ფურცელი და ფერადი ფანქარი: (წითელი, იასამნისფერი ან მწვანე)
როდესაც უკვე თქვენს ენერგეტიკულ ნაკადში ხართ, დამშვიდებული გონებით, ემოციებით და ენერგეტიკით ამ დროს უყურებთ ან წარმოიდგენთ სავსემთვარეს და ფულის კუპიურას მოაქცევთ ხელის გულებში და საკუთარი ენერგიით მუხტავთ.

ფურცლის ერთ გვერდზე დაწერთ "სიმდიდრე, სიუხვე", მეორე გვერდზე "ფული მოდის ჩემთან იოლად, მუდმივად, ეკოლოგიურად და სხვადასხვა წყაროებიდან“

შემდეგ ფულის კუპიურა დატოვეთ ფანჯრის რაფაზე, ისე, რომ მთვარის შუქი მუხტავდეს მთელი ღამის განმავლობაში. შემდეგ საახალწლო ნაძვის ხესთან დადებთ, რომ ახალი წლის ენერგიამაც დამუხტოს. დატოვეთ ნაძვის ხესთან ძველით ახალ წლამდე და შემდეგ ჩაიდეთ საფულეში. კუპიურა შეგიძლიათ შეინახოთ ან დახარჯოთ შემდეგ თვემდე.

ეს ფულის კუპიურა თქვენი ფინანსური თილისმაა, რომელიც მოიზიდავს ფულის ენერგიას!

გილოცავთ დამდეგ 2021 წელს!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა