თეგებით ძიება

„მთავრობამ შეზღუდოს ადამიანი ქვეყნიდან გასვლაზე, ეს არის საბჭოთა კავშირი“ - ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ახალ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას განსაზღვრავს ქართველი მესაზღვრე.

ბოკერიას თქმით, ადამიანის თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება და მისი შეზღუდვა საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმაა.

„ეს არის სახიფათო, სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური და საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვიზები გჭირდებოდა საბჭოთა კავშირში, რომ გასულიყავი შენი ქვეყნიდან. თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რაც შეეხება იმ წუხილს, რომელიც აქვთ ჩვენ პარტნიორებს ზოგიერთი საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის ბოროტად გამოყენებაზე, ამ პრობლემაზე პასუხის გაცემა შეიძლებოდა სხვა ფორმით, მაგალითად პარტნიორების ინფორმირებით იმ პირთან მიმართებაში, სადაც რისკს ხედავ შენ, რომ იცოდნენ თუ ვინ შეიძლება გამოიყენოს ბოროტად.

თუმცა, არცერთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით და ასეთი დისკრეციის მინიჭებით ნებისმიერი მთავრობისათის, ეს დამახასითებელია საბჭოთა კავშირისათვის და პოსტ საბჭოთა ავტორიტარული ქვეყნებისათვის, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის შენი ქვეყნის მთავრობის ან ვინმეს ნებართვა გჭირდებოდეს, “ - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, პირველი იანვრიდან შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებისთვის დამატებითი შემოწმება დაინერგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა