გახდომა 40 წლის შემდეგ: 6 ჩვევა, რაც წონის დაკლებაში ხელს გვიშლის
ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ, რომ 40 წლის შემდეგ მოხდენილი ფორმები შეინარჩუნოთ – ნივთიერებათა ცვლის მხარდაჭერა.
40 წლის შემდეგ ბევრის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ნელდება, რაც სხეულის ფორმებსა და განწყობაზე გავლენას ახდენს. თუმცა პროცესი შექცევადია და შეგიძლიათ მეტაბოლიზმი დააჩქაროთ, თუ ორგანიზმს მშვიდ პოზაში მაქსიმალური რაოდენობის კალორიების დაწვაში დაეხმარებით. დღეს გიამბობთ, რომელ ჩვევებზე უნდა თქვათ უარი, რომ სწრაფი ნივთიერებათა ცვლა შეინარჩუნოთ.
გვიან საუზმობა
საუკეთესო დრო პირველი კერძის მისაღებად – გაღვიძებიდან პირველი საათის განმავლობაში, სჯობს პირველ 15 წუთში. სწორედ ნაადრევი საუზმე დაგეხმარებათ კალორიების ენერგიად გარდაქმნაში. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ნივთიერებათა ცვლა „ნელი“ იქნება თუ აქტიური.
დილით ნახშირწყლების მიღება
მთელი მარცვლეულის ფაფა შესანიშნავი ვარიანტია, მაგრამ თუ ნივთიერებათა ცვლის გახურება გსურთ, კვერცხი შეჭამეთ. საუზმეზე მიღებული ცილა სადილობამდე დაგანაყრებთ, ასევე სხეულს დამატებით სტიმულს მისცემს. ცილების მოსანელებლად ორგანიზმს უფრო მეტი კალორია სჭირდება, ვიდრე ცხიმების ან ნახშირწყლების გარდასაქმნელად.
ყავაზე უარის თქმა
ყავა შესანიშნავი სასმელია, ხოლო დილით ფინჯანი ყავა სწორედ ისაა, რაც სწრაფი ნივთიერებათა ცვლისთვის გვჭირდება. ნივთიერება ცვლა კოფეინის წყალობით იზრდება, რომელიც გულის შეკუმშვის სიხშირეს ზრდის: სხეულს უფრო მეტი ენერგია სჭირდება და ის რეზერვს სიხარულით იყენებს. ოღონდ, შავი ყავა დალიეთ და შესაძლებლობის მიხედვით უშაქრო!
ნაკლები წყლის მიღება
ყველა უჯრედულ პროცესს წყალი სჭირდება. სწორედ ამიტომ, თუ საკმარის სითხეს არ იღებთ, ნივთიერებათა ცვლა ან ნელდება ან ჩერდება. ბევრი წყალი დალიეთ და ორგანიზმს ენერგიის გამომუშავება და ზედმეტი ცხიმის დაწვა გაუადვილდება. ყველაფერი მარტივია.
ძალოვან ვარჯიშზე უარის თქმა
კუნთების განვითარებისთვის ორგანიზმს უფრო მეტი ენერგია სჭირდება. თუ გსურთ, რომ ნივთიერებათა ცვლა ნამდვილად აჩქარდეს, უბრალოდ კარდიო ვარჯიშებს ძალოვანი ვარჯიშებიც დაუმატეთ.
შიმშილობა ან მკაცრი დიეტის დაცვა
ფიქრობთ, რაც უფრო ნაკლებს ჭამთ, მით უფრო სწრაფად იკლებთ? ძალიან დიდი შეცდომა! პირიქით, თუ ორგანიზმი მუდმივ სტრესს განიცდის, საპირისპირო შედეგს მიიღებთ: სხეული დაგროვებული ცხიმის დაზოგვას მთელი ძალით ეცდება და ყოველი მიღებული კალორია არა ენერგიას, არამედ ახალი ცხიმის მომარაგებას მოხმარდება. ასე არ გააკეთოთ, ბევრი და ხშირად ჭამეთ!