თეგებით ძიება

1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღის ასტრალური ენერგია საკომუნიკაციო შესაძლებლობებს და ცოდნისადმი ლტოლვას გააძლიერებს. უამრავ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, რაც წარსულის გამოცდილებას გაგახსენებთ. ალბათ ეს თქვენი ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილი იყო, რომელმაც ბევრი რამ გასწავლათ. ამ დღის ამოცანაა ემოციების კონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება.

კურო
წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა გონების ფილტრს გაივლის და თქვენ გადაწყვეტთ გამოიყენოთ იგი ყველაფერში, რასაც ახლა აკეთებთ და მომავალში გააკეთებთ. ჯერ წარსულს არ დამშვიდობებიხართ, რომ , ახალი შესაძლებლობები უკვე არზე გიკაკუნებთ. შესაძლოა, ამ დღეს ზოგიერთ პრინციპსა და ურთიერთობას გადახედოთ. ახალი ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიგოთ, ვის უნდა ენდოთ და ვის ერიდოთ.

ტყუპები
სხვადასხვა ასტრალურმა მოვლენამ თქვენზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ხვდებით, რომ საფუძვლიანი ცოდნის გარდა, რომელსაც ფლობთ, გარშემო მყოფებთან კავშირიც აუცილებელია. ტყუპებისთვის იანვარი შეუცნობის კვლევის დასაწყისს ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ან უახლოეს მომავალში საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ და თქვენი პირადი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალოს.

კირჩხიბი
კიბოს წარმომადგენლებს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, არამატერიალური სამყაროდან განსხვავებული შეტყობინებები ექნებათ. მთავარია მათი სწორად გაგება შეძლოთ. ასეთ შემთხვევაში რთული ასტრალური კონტექსტის მიუხედავად, სწორი გზის პოვნას შეძლებთ. ამ დღეს თქვენმა იმპულსურობამ და საკუთარი აზრის სხვებისთვის თასვზე მოხვევის სურვილმა შეიძლება ყველაფერი გაართულოს. ეცადეთ ცხოვრება არც საკუთარ თავს და არც სხვებს გაურთულოთ.

ლომი
ეცადეთ გაიგოთ, რომ თქვენს გარშემო არიან წესიერი ადამიანები, თქვენი ცხოვრების თანამგზავრები, მეგობრები ან პარტნიორები, რომელთაც გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ გარკვეული ამოცანების შესრულება და თქვენი დახმარება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი სიყვარულისა და თქვენი გზები ისევ გადაიკვეთოს, რაც სერიოზულად აისახება თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაზე ან მთლიანად, სულიერ სიმშვიდეზე.

ქალწული
რაციონალური ანალიზი ამ ნიშნის წარმომადგენელთა დიდი ნიჭია და მისი დახმარებით მათ საშუალება აქვთ შეცვალონ ძველი ჩვევები და შეაფასონ ახალი შესაძლებლობები. ამ დღეს საკუთარ თავს ნება დართეთ დაისვენოს და ყველა საქმე გადადო. ერიდეთ საკუთარი თავისა და სხვების კრიტიკას. მაშინ ეს მშვენიერი დღე მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს დატოვებს.

სასწორი
თუ აქამდე საკუთარ პრინციპებს და მკაცრად შემუშავებულ გეგმებს მიჰყვებოდით და ოჯახზე ზრუნავდით, ახლა რაღაც ახალის შექმნას დაიწყებთ. ეს და მომდევნო დღეები თქვენს ცხოვრებაში ახალ ფერენს შემოიტანენ. განსაკუთრებით, ახლო ურთიერთობებში. შესაძლოა, საუთარ პრინციპებსა და ურთიერთობებს გადახედოთ. 2021 წელი თქვენს ცხოვრებაში უამრავ სიახლეს და რაც მთავარია, ახალ, საინტერესო ადამიანს შემოიყვანს.

მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი პრინციპების დაცვა მოგიწიოთ. ამასთან, გარკვეული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებით, განსაკუთრებით იქ, სადაც საუთარი გადაწყვეტილებების მნიშვნელობას იგრძნობთ. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ერთგვარი თვითცენზურა დაგჭირდებათ. თქვენ ხომ არ გინდათ, რომ კამათით ასეთი კარგი დღე გააფუჭოთ?

მშვილდოსანი
თავს გარკვეული წესებითა და აკრძალვებით შეზღუდულად იგრძნობთ, რასაც არ იღებთ და არ ეთანხმებით. ეს უამრავ პრობლემას შექმნის, მაგრამ მონდოიმების შემთხვევაში, მათი გადაჭრა შესაძლებელია. სავარაუდოდ, ამ დღეს საინტერესო თავგადასავალი გელით, რომელიც ახალ ურთიერთობას უკავშირდება. გირჩევთ მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ - წინ კიდევ ბევრი ახალი შესაძლებლობაა.

თხის რქა
თხის რქების ხედვის სფეროში სულიერი და მატერიალური ფასეულობები თანაბრად მნიშვნელოვანია, ეს მათი პიროვნული თვისებაა. ამ დღეს საუთარი მომავლისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ. ახალი იდეები ცხოვრების ყველა სფეროსთან ასოცირდებიან.

მერწყული
სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს გონებრივ და ფიზიკურ წინსვლას იგრძნობთ. მერწყული პერსპექტიული ხედვისა და იდეების მქონე ადამიანია, რომელიც თავისი პროფესიული საქმიანობიდან დაწყებული, საოჯახო საქმეებით და პირადი ცხოვრებით მომავლისკენ იყურება. ამ დღეს თქვენი სურვილები შეიძლება ასრულდნენ და თქვენი იმედები რეალობადიქცნენ. ენდეთ საუთარ გულს და ინტუიციას.

თევზები
საშუალება გაქვთ, რომ ნაბიჯი წინ გადადგათ და იგრძნოთ, იღბალი თქვენს ცხოვრებაში როგორ ბრუნდება. ეს დღე პირად ცხოვრებაში ურთიერთგაგებას და ჰარმონიასა მოგიტანთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და ბედნიერება მოიპოვონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა