თეგებით ძიება

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ვერძებმა უნდა გაიგონ, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ. ბოლოს და ბოლოს გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი თავად „თამაში" და მიღებული გამოცდილებაა.
ეცადეთ სიკეთე და გაგება გამოიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენსავით წარმატებული არაა. მოთმინება გამოიჩინეთ და არ ჩაერთოთ კონფლიქტებსა და მწვავე დისკუსიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ.

კურო
კუროები ცხოვრების ყველაზე ლამაზ და წარმატებულ პერიოდს გადიან. ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან სიყვარულით გარემოცული ხართ და ბედნიერი ხართ რომ ამ დღეს მათთან ერთად ატარებთ. მოიფიქრეთ საშუალება, რომ ყველა ერთად გაერთოთ. ეწვიეთ ნათესავებს, (მაგრამ ფრთხილად, ყველა წესის დაცვით) შემდეგ კი პარკში, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპები
ახალი წლის პირველივე დღის შემდეგ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. წადით სტუმრად, მეგობრებს ეწვიეთ, ერთად გაერთეთ და შესანიშნავი მომენტებით ისიამოვნეთ, მაგრამ უსაფრთხოების აუცილებელი წესების დაცვა არ დაგავიწყდეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენეთ, წიგნი წაიკითხეთ და ცხელი აბაზანა მიიღეთ. ეს მშვიდი და ლამაზი დღე იქნება.

კირჩხიბი
გირჩევთ დასვენების დღეები ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთიობისთვის გამოიყენოთ. აკონტროლეთ საუთარი ჯანმრთელობა. სავებისა და ალკოჰოლური სასმელისმიღების დროს ზომიერება გამოიჩინეთ, თორემ შეიძლება საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ახლობელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ, რომელიც ოპტიმიზმის დამატებით მუხტს მოგიტანთ.

ლომი
ყველაფერი ისე კარგადაა, რომ ამაზე საუბარიც ი გეშინიათ, რომ „თვალი არ გეცეთ“ და მომენტი არ გააფუჭოთ. ეცადეთ მოდუნდეთ და ყველანაირი შიში და ეჭვები მოიშოროთ. ეს უბრალოდ ძალიან კარგი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში და თქვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაიგეთ, რომ ძველი მეგობრები თქვენთან დაავშირებას ცდილობენ.

ქალწული
ქალწულს სურს, რომ მისი ბედნიერების შესახებ ყველამ გაიგოს. შეგიძლიათ გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ამასთან, ეცადეთ მოქმედების სტრატეგია მკვეთრად არ შეცვალოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურთ. როდესაც წარმატებას მიაღწევთ (ეს აუცილებლად მოხდება) გაუზიარეთ საუთარი ემოციები ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ამას იმსახურებს.

სასწორი
შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ, თუმცა წარსულის წარუმატებელი ურთიერთობების მოგონებებმა შეიძლება შეგაწუხოთ.
სიყვარული და იმედგაცრუება მეტ-ნაკლებად ყველას განუცდია, თუმცა ურთიერთობის დასაწყისში ძნელია იმის დადგენა, როგორი იქნება თქვენი ახალ მეგობარი. დამშვიდდით და რაც შეიძლება მეტი შეიტყვეთ ამ ადამიანის შესახებ. გირჩევთ ნაკლებად იფიქროთ რომანტიკაზე და მეტად რეალობაზე. არაფერზე ინერვიულოთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გადაწყვეტთ.

მორიელი
საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ახალი გეგმები გაქვს და შეგიძლიათ მათ განხორციელებას დღეიდანვე შეუდგეთ. ყოველი დღე ოცნებასთან გაახლოვებთ, ასე რომ შეგიძლიათ საუთარ ფანტაზიებს მეტი გასაქანი მისცეთ, თუმცა რეალობას არ უნდა მიწყდეთ.

მშვილდოსანი
ამ დღეს მარტოხელა მშვილდოსანს შესაძლებლობა ექნება ცხოვრების სიყვარული გაიცნოს, ამიტომ ეცადეთ სხვა პრობლემებზე დრო არ დაკარგოთ.
დიდი ალბათობით, ამ ადამიანს შემთხვევით შეხვდებით და ყველაფერს გააკეთებთ, რომ დაუახლოვდეთ. ფინანსური თვალსაზრისით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ.

თხის რქა
საახალწლო ორომტრიალის შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ. სავარაუდოდ, საჭმელ-სასმელის მირთმევაშიც გადააჭარბეთ, ამიტომ დღეს გირჩევთ განტვირთვის დღე მოიწყოთ და სალათებს და ბუნებრივ წვენებს დასჯერდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რთულ დისკუსიას ერიდოთ, რომელიც შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს.

მერწყული
ამ დღეს ყველაფრით უკმაყოფილო ხართ, რაც თქვენს თავს ხდება. ფრთხილად იყავით - ამ უარყოფითმა ენერგიამ შეიძლება თქვენი მდგომარეობა და სხვების მიმართ დამოკიდებულება მთლიანად შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ მაქსიმალურად შეეცადოთ, რომ დასვენების დღეებით დატკბეთ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რამაც შეიძლება გუნება გაგიფუჭოთ.

თევზები
მეოცნებე თევზები მთელ დღეს სამომავლო გეგმებს ადგენენ და ღრუბლებში დაფრინავენ. არ დაგავიწყდეთ, რომ მარტო მყოფს წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ საიმედო ადამიანები იპოვოთ, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მახე დაგიგოთ, უბრალოდ თქვენ უფრო თამამი და თავდაჯერებული უნდა გახდეთ, რომ ამის უფლება არავის მისცეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა