3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს ვერძს ლიდერად ქცევის განსაკუთრებული შესაძლებლობა ექნება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიტუაციაში ბოლომდე გაერკვეთ, რადგან პრობლემება ბევრია და გუნდის მართვა ადვილი არაა. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი, რომ ადამიანები იდეის გარშემო გააერთიანოთ და აუცილებლად სასურველ შედეგს მიაღწევთ.
კურო
კურომ, რომელიც ამჟამად ემოციურ სირთულეებს განიცდის, სიმტკიცე უნდა გამოავლინონ. გაითვალისწინეთ, რომ კამათი ხშირად სულაც არ ასოცირდება ურთიერთობების პრობლემასთან.ის შეიძლება ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებისთვის იყოს საჭირო, რაც წყვილებში აუცილებლად გროვდება. ეცადეთ ვითარებას „გვერდიდან“ შეხედოთ და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.ქარმა რამდენიც არ უნდა იქროლოს, საბოლოოდ, მისი ძალა არ ქრება.
ტყუპები
თავს დათრგუნულად გრძნობთ იმ მოვლენების გამო, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. გახსოვდეთ, როდესაც არაფერი გამოდის, იმის ნაცვლად, რომ თავი კედელს ურტყათ, მეორე შანსს უნდა დაელოდოთ. თუ შესაძლებელია, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ პრობლემებზე და ნუ დაივიწყებთ ახლობლებს, რადგან რთული პერიოდის გადალახვას მხოლოდ ერთად შეძლებთ.
კირჩხიბი
თქვენ იმაზე ბევრად ძლიერი ხართ, ვიდრე ფიქრობთ, თუმცა ამ დღეს განწყობას ვერც საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება გაგიფუჭებთ. თქვენს ცხოვრებაში ნებისმიერი წვრილმანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით თუ ეს ოჯახს, შვილებს და ახლობელ ადამიანებს ეხება. ისიამოვნეთ ამ სიმშვიდით, რადგან შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს. გაითვალისწინეთ, რომ შესანიშნავი დღეა ახალი მეგობრების შესაძენად, რომლებიც რთული პერიოდების გადალახვაში დაგეხმარებიან.
ლომი
თქვენთვის დეჟავიუს გრძნობა კარგად ნაცნობია, როდესაც მთელი დღე ფიქრობთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, უკვე მოხდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც რაღაცას მოუთმენლად ელით და ლოდინი გაჭიანურდა. მალე მიხვდებით, რომ რასაც ელოდით, არ მოხდება, ამიტომ შეიძლება გულში წყენა იგრძნოთ. გირჩევთ ყურადღება რაიმე ღირებულზე გადაიტანოთ და ღრუბლებთან მიწაზე დაეშვათ.
ქალწული
თავს შესანიშნავად გრძნობთ და გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში ხართ. ახლობელი ადამიანები აღფრთოვანებულები არიან როლით, რომელსაც საკუთარ თავზე აიღებთ. საჭირო დროს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ მხარდაჭერას. შესაძლოა ეს თქვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება იყოს ან სხვა რამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ახლა განსაკუთრებით გჭირდებათ.
სასწორი
ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ და იმდენად რომანტიკული იქნებით, რომ საყვარელ ადამიანს ეჭვებსაც კი აღუძრავთ.
ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ სიყვარული დაამტკიცოთ და ეს დღე თქვენი გეგმების შესაბამისად წარიმართება.
მორიელი
დღესასწაული სრულდება, დროა, სამსახურში, ახალი წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იფიქროთ. აუცილებელი არაა სადღესასწაულო განწყობას შეელიოთ. შეგიძლიათ უბრალოდ, სასიამოვნო და სავალდებულო შეახამოთ. გირჩევთ თავისუფალი დრო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. სავარაუდოდ, მარტოხელა მორიელები საინტერესო ადამიანს შეხვდებიან და მოსაწყენ საღამოებს თავს დააღწევენ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში უნიკალური შანსი გაჩნდება და ეცადეთ სხვა საქმით გართულს არ გამოგეპაროთ. ვინც ამ მომენტს გამოიყენებს, შეძლებს ვარსკვლავების შეთავაზებული საჩუქრით სრულად ისარგებლოს. პირად და პროფესიულ ცხოვრებაში პრობლემები მოსალოდნელი არაა, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მაინც ფრთხილად უნდა იყოთ.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქები გადაწყვეტენ განშორებით გამოწვეულ სევდას წერტილი დაუსვან და ოცნებებითა და მოგონებებით აღარ იცხოვრონ. შესაძლოა, უბრალოდ გარეთ გასვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, გართობა და სიახლეები მოგენატრათ. მარტოხელა თხის რქებს ეს დღე უნიკალური ადამიანის გაცნობის შანსს სთავაზობს. გამორიცხული არ არის თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ.
მერწყული
ცოდნის მიღების, ჭეშმარიტებაში წვდომისა და სულიერი განწმენდის დღეა. თუ ამ დღეს თუნდაც ერთი მავნე ჩვევისგან გათავისუფლდით, ეს საკუთარ თავზე გამარჯვებას და სრულყოფილებისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებები გელით.
თევზი
ამ დღეს თევზებს შეუძლიათ თავი გამოავლინონ, როგორც ნიჭიერმა რედაქტორებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა. ისინი აკონტროლებენ სიტუაციას სამსახურში და ზუსტად გრძნობენ ქვეშევრდომთა განწყობას. საახალწლო არდადეგების დამთავრების შემდეგ ეს თვისებები ძალიან გამოგადგებათ.