4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
გრძნობთ, რომ ცვლილებების დროა და ამისთვის მზად ხართ. ნუ შეშინდებით, შედეგები სწორედ ისეთი იქნება, როგორსაც ელით. გახსოვდეთ, რომ თქვენი მბრძანებლობა ყველას არ მოსწონთ. განსაკუთრებით,როცა თქვენს გარშემო ყველამ იცის, რომ სინამდვილეში, ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე ხართ. ისარგებლეთ შესაძლებლობით და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ სასეირნოდ ოჯახის ის წევრიც უნდა წაიყვანოთ, რომელიც წინა სეირნობის დროს დაგავიწყდათ.
კურო
სავარაუდოდ, ამ დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ყველაფერს გაარკვევთ და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება. თქვენდა საბედნიეროდ, გარშემო მხოლოდ კარგი ადამიანები გახვევიან, რომლებიც ზრუნვას და სიყვარულს არ გაკლებენ. თავს ყურადღების ცენტრში გრნობთ. შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ თქვენი რაციონალური აზროვნების დახმარებით ყველაფერი მალე მოგვარდება.
ტყუპები
თქვენი აზრი გარშემომყოფთა პოზიციისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ ეცადეთ ზოგი წინადადება მაინც გაიზიაროთ. ეს ისევ თქვენთვის იქნება სასარგებლო. მაქსიმალურად ცდილობთ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ პრობლემებისგან გაქცევა მათ გადაჭრას არ ნიშნავს.
დღის პირველი ნახევარში საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით. დღეს ტყუპების განწყობას ვერაფერი გააფუჭებს, მოსალოდნელია მხოლოდ ჯანმრთელობის მცირე პრობლემა. გირჩევთ მენიუ უფრო ჯანსაღი პროდუქტებით შჭეადინოთ და ყველაფერი ნკარგად იქნება.
კირჩხიბი
თუ საინტერესო ადამიანისგან შეხვედრის, გასეირნების ან მცირე მოგზაურობის შეთავაზება მიიღეთ, ნუ უგულებელყოფთ. სამსახურში თქვენი ბოლოდროინდელი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამიტომ შეგიძლიათ ხელფასის მომატებას ელოდოთ. ეცადეთ მუშაობა იგივე ეფექტურობით გააგრძელოთ და თქვენი ყველა იმედი გამართლდება.
ლომი
მიეცით საკუთარ თავს მეტი დრო დასვენებისთვის და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან ბოლო დღეების მანძილზე დაგროვილი დაღლილობა საახალწლო განწყობით ტკბობაში ხელს შეგიშლით. მზად იყავით ახალი და ლამაზი ემოციებისთვის. ლომისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფინანსური მხარეა და შეიძლება ამ მიმართულებით ძალიან გაგიმართლოთ. ეს დღე სავსეა სხვადასხვა სახის საქმიანობით, რაც დაღლილობის ნაცვლად, სიამოვნებას მოგიტანთ.
ქალწული
ახლობელ ადამიანებთან რამდენიმე უსიამოვნო საუბარი გელით. იქნებ ამ კავშირების დასრულებაზე იფიქროთ, თუ მათ სიმშვიდის ნაცვლად პრობპემები მოაქვთ? პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანისგან კომპლიმენტების ზღვა და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. დღის ბოლოს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც შეიძლება თქვენს უახლოეს მომავალზე იმოქმედონ.
სასწორი
ამ დღეს მოსალოდნელია გასეირნება და ულამაზესი ადგილების მონახულება, მაგრამ უსაფრთხოების ზომები არ დაგავიწყდეთ. დღის პირველ ნახევარში პარტნიორთან რთული საუბარი გელით, თუმცა საღამოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს.
მორიელი
მოიცილეთ ყველაფერი, რაც დისკომფორტს გიქმნით და მეტი იფიქრეთ თქვენს საჭიროებებზე. თავს შესანიშნავად იგრძნობთ, თუ საკუთარ მოთხოვნილებებს პირველ ადგილზე დააყენებთ. ამჟამად თქვენი გონება მხოლოდ შემოსავლის გაზრდაზე ფიქრობს. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ჯერ გაურკვეველია, როდის შეიძლება იღბალმა გაგიღიმოთ. მიეცით დროს საშუალება, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს.
მშვილდოსანი
ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა, როცა შეიძლება თქვენი ბევრი გეგმის განხორციელდეს. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობებს, მხოლოდ ფრთხილად იყავით. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მშვილდოსნის ბედნიერებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს თვისება ძალიან გამოადგებათ ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს. დღეს შეიძლება მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ, რომელიც იმედს გაგიცრუებთ. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობის პრობლემებს და ექიმს დროულად მიმართეთ.
თხის რქა
მოულოდნელი სიურპრიზებისთ სავსე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ პროფესიონალური საქმიანობის სფეროში კარგი ვარიანტები შემოგთავაზონ.
უსიამოვნო სიტუაცია, წყობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ პრობლემას სწრაფად და ღირსეულად მოაგვარებთ. დღეს თქვენ გაქვთ განცდა, რომ რაღაც მოხდება. მოლოდინი ყოველთვის დამღლელია, ამიტომ ამაზე ნუ იიქრებთ. ყველაფერი კარგად იქნება.
მერწყული
შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ადრე ურთიერთობა გაწყვიტეთ. თქვენ შეძლებთ რამდენიმე გაურკვეველი საკითხზე შეთანხმების მიღწევას და ლამაზი წუთების ერთად გატარებაც კი. მერწყულს ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევის და დღეს შეიძლება ეს საჭირო გახდეს. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების პრობლემებზე იზრუნოთ. ეცადეთ ცოტაოდენი დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ.
თევზები
მიტევების, სიყვარულისა და ჰარმონიის დღეა. დღის უმეტესი ნაწილი შეგიძლიათ პირად საქმეებს დაუთმოთ, რაც სულიერ ძალას მოითხოვს. ბოლოდროინდელი კონფლიქტების შემდეგ ამ დღეს შეიძლება დაზავების დღე ეწოდოს. ეცადეთ ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ და უსამართლობა დაივიწყოთ. ამის შედეგად, თუმცა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლებთ იპოვოთ საერთო ენა თქვენს მეორე ნახევართან.