ახალ წელს მინდა მაჩუქო შენი უსასრულო სიყვარული
ახალ წელს მინდა მაჩუქო-უსასრულო სიყვარული შენი. მე გჩუქნი შენ მას!
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გჩუქნით სიხარულს, სიყვარულს და გისურვებთ ბედნიერებას.
აჩუქეთ ერთმანეთს ბედნიერება.
მე მინდა მაჩუქო ერთად სიცილი, ისეთი სიცილი, ამ ბედნიერებით რომ სამყარო ჩვენი მეგონება!
მინდა მაჩუქო ვარსკვლავი ცაზე... ჰო, მითხრა, უბრალოდ მითხრა, რომ ეს შენია და მე შენ გჩუქნი მას..
ყოველ ღამე ცაზე ახედვისას ვიცოდე რომ ეს ვარსკვლავი ჩემია“ ჩემმა ბიჭმა“ მაჩუქა იგი..
მინდა თითებს მითბობდე შენს ძლიერ ხელის მტევნებში... მინდა ზამთარში პალტოს მიკრავდე...
მინდა მაჩუქო შენი ის მზერა, სადაც მე ყველაზე სასურველად ვიგრძნობ თავს... მინდა მაჩუქო რწმენა, რწმენა იმისა რომ სიყვარული უკვდავია... მინდა გათენდეს და დაღამდეს შენთან ერთად...
და ამ დღე და ღამის ბრუნვა თამაშში, მინდა შენ იყო უსასრულოდ...
ერთად ვიცინოთ, ვიაროთ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ, ერთად ვუყუროთ სამყაროს ჩვენი თვალებით, თვალებით რომლებიც უსასრულოდ აირეკლავს ჩვენს სიყვარულს და ბედნიერებას!
მინდა ამ ახალ წელს მაჩუქო ყველაფერი რაც არ იყიდება... მინდა მაჩუქო უსასრულო სიყვარული და ბედნიერება. მე შენ გჩუქნი მას!