თეგებით ძიება

საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა

„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა. სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო.

„ჩემი სურვილია, საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება, მინდა, სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა