თეგებით ძიება
04. 01. 2021 მსოფლიო

"კოვიდ 19-ის ახალი შტამი ვაქცინებმა შესაძლოა ვერ დაძლიონ" - ბრიტანელი მეცნიერები

ბრიტანეთში შიშობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კოვიდ 19-ის ახალი შტამის შესაჩერებლად ვაქცინების გამოყენება უშედეგო იქნება. ამის შესახებ ბრიტანული სატელევიზიო არხ ITV-ის პოლიტიკურმა რედაქტორმა განაცხადა. მისი თქმით, მას ეს ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველისგან აქვს.

ორშაბათს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა დიდი მწუხარება გამოთქვა კორონავირუსის ახალი შტამის წარმოქმნის გამო.

„მთავრობის ერთ-ერთი სამეცნიერო მრჩევლის ინფორმაციის, აგრეთვე ჰენკოკის შეშფოთების თანახმად არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ ვაქცინები სამხრეთ აფრიკულ კოვიდ 19-ის მიმართ ეფექტური იქნება“ - განაცხადა ITV-ის პოლიტიკურმა რედაქტორმა, რობერტ პესტონმა. ამის შესახებ წერს ებრაული გამოცემა, Jpost-ი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები გასულ თვეს იქნა აღმოჩენილი. მეცნიერთა თქმით, სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს, რაც უფრო აძლიერებს ვირუსს ადამიანის უჯრედების დასაინფიცირებლად, რის ფონზეც დიდია ალბათობა, რომ ორგანიზმში ახალი შტამის შეღწევის შემთხვევაში უფრო მეტი ვირუსული ნაწილაკი გავრცელდეს.

OXFORD-ის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, არ არსებობს გარანტიები იმის შესახებ, რომ დღეს არსებულმა ვაქცინების გამოყენება პროდუქტიული იქნება სამხრეთ აფრიკული კოვიდ 19-ის შტამის დამარცხებაში. მისი განცხადებით, თუ ზემოხსენებულის მსგავსად წარიმართა მოვლენები, ახალი ვაქცინის მისაღებად საჭირო იქნება 1 თვე ან მაქსიმუმ 6 კვირა.

ნუ გადახვალთ ნემსებზე და ნუ დაიზიანებთ სახსრებს! ტკივილი გაქრება 14 დღეში!
წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა