ახალი წლის 15 ჯადოსნური დღე - როგორ გაატაროთ საახალწლო დღეები
გილოცავთ 2021 წელს ძვირფასო მკითხველებო!
იმისათვის, რომ საუკეთესო წელი გქონდეთ, ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ რეკომენდაციებს და რჩევებს, თუ როგორ გაატაროთ საახალწლო პერიოდის 15 ჯადოსნური დღე, ისე, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
ახალი წლის პირველი თხუთმეტი დღე აუცილებლად საზეიმოდ გაატარეთ, ოპტიმიზმით სავსედ, იბრწყინეთ შინაგანად და გარეგნულად.
აუცილებელია დაიკვებოთ რწმენა, სიყვარული, ბედნიერება, მადლიერება, სიმამაცე, სიხალისე, სიამოვნება...
თქვენი საახალწლო სურვილები და ოცნებები რათქმაუნდა გამომდინარეობს "მსურს და მინდასგან“.
ეს სურვილი და მინდა რომ რეალიზდეს ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ ყოველივე გააზრებულად და ეფექტურად იმოქმედოთ, გადადგათ თქვენი მიზნებისკენ შესაბამისი თამამი ნაბიჯები, ხოლო ამაში დაგეხმარებათ ზუსტად ზევით ჩამოთვლილი ენერგიები; რაც გიყვართ და გსურთ იმის მისაღებად აუცილებელია სიყვარულით, რწმენით, სიამოვნებით, იმოქმედოთ და იყოთ მამაცები, ასევე ხალისიანები, რომ ოპტიმიზმი ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნოთ და სიტუაცია თუ მოვლენა თქვენს სასიკეთოდ შემოაბრუნოთ.
მოგეხსნებათ, რომ ჩვენი ცხოვრება შედგება სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროებისგან, რომელიც ცხოვრებას ერთ მთლიანს ქმნის, ესენია:
ჯანრთელობა-სილამაზე;
ოჯახი, სასიყვარულო ურთიერთობა;
ახლობლები, მეგობრები, გარემოცვა;
კარიერა, სამსახური;
ფინანსური განვითარება;
პიროვნული განვითარება;
ჰობი, შემოქმედება, მოგზაურობა და ასე შემდეგ...
ჩვენი ცხოვრების ხარისხი კი დაფუძნებულია იმაზე, თუ როგორ საძირკველზე ვაშენებთ ჩვენს ცხოვრებას, რა შეხედულებები გვაქვს ჩვენს საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე, ღმერთზე...
ეს შეხედულებები ქმნიან ცხოვრებისეულ პროგრამებს, რომელიც ხდება ადამიანისთვის, როგორც სახელმძღვანელო, ამიტომ, თუ რამე არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში ესე იგი ნეგატიურად მუშაობს ეგრეთწოდებული "ცხოვრებისეული რწმუნებულებები და პროგრამები“ და სამყაროს ზუსტად ამ ყოველივეს ანარეკლს გვანახებს.
ამიტომ გთავაზობთ პოზიტიურ აფირმაციებს, რომელიც ქმნის პოზიტიურ რწმუნებულებს და შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნეგატიური რწუმენებულებები პოზიტიურით და თქვენი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ.
ახლა კი ამისთვის შესანიშნავი პერიოდი გვაქვს ახალი წლის 15 ჯადოსნური დღე, რომელიც დაგეხმარებათ სურვილების და მიზნების განხორციელებაში;
• მე ვარ სრულიად ჯანმრთელი და ენერგიული.
• მე ღვთიური სილამაზის და სიყვარულის განსახიერება ვარ.
• მე ვცხოვრობ სიყვარულში და ბედნიერებაში; მე იდეალური ბედნიერი, სიყვარულით სავსე პირადი ურთიერთობა მაქვს; ჩემს ოჯახში სრული იდილიაა;
• მე ჰარმონიული ურთიერთობები მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ირგვლივმყოფებთან.
• რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ჩემთვის წარმატება მოაქვს.
• მე სულიერად, მენტალურად და ფინანსურად დღითიდღე ვმდიდრდები.
• მე მადლიერი ვარ გულუხვი სამყაროსი.
• მე ვუხმობ უშრეტი სიმდიდრის წყაროს, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროშია.
• მე ვღებულობ ღვთიურ საჩუქრებს, ეს არის გზა ჩემს უსაზღვრო რესურსებთან.
• ჩემი ოცნებები და სურვილები მისრულდება იოლად და ჩემს საკეთილდღეოდ.
• ჩემს შემოქმედებას ჩემთვის მოაქვს სიამოვნება, ბედნიერება და ფინანსური წარმატება.
• მე მიყვარს ადამიანები და ადამიანებსაც ვუყვარვარ.
• ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ჩემს სასიკეთოდ და უკეთესობისთვის ხდება.