თეგებით ძიება

როდის და რას გვატყუებენ მამაკაცები? - 9 ყველაზე გავრცელებული ტყუილი

კვლევების თანახმად, მამაკაცები ქალებზე სამჯერ მეტად იტყუებიან. უფრო სწორად, ქალები დღეში დაახლოებით 3-ჯერ იტყუებიან, მამაკაცები კი 6-ჯერ.ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იტყუებიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

შესაძლოა, ასე ქალზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ ან არ მისი განაწყენება არ სურთ. ისინი იტყუებიან იმიტომ, რომ ქალი ლოგინში ჩაიწვინონ ან რაიმეს ეშინიათ.

1. არავინ მყავს
ვერც ერთი ქალი ვერ გაიგებს ამ ტყუილს. რატომ ამბობს, რომ დაქორწინებული არ არის ან შეყვარებული არ ჰყავს? მიუხედავად იმისა, ბედნიერია თუ არა მისი ურთიერთობა, კაცი საკუთარი ვალდებულებების შესახებ არ უნდა იტყუებოდეს. თუ ის მაინც იტყუება, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს ურთიერთობა და ვალდებულებები და თქვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდება. უსიამოვნოა იმის გაგება, რომ თქვენ ოსტატურად გამოგიყენეს.

2. არასდროს არაფერს დაგიშავებ
შეიძლება მას ნამდვილად საუკეთესო განზრახვები აქვს, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, ამიტომ ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ. დიახ, ამ სიტყვების მოსმენა სასიამოვნოა, რადგან ჩანს, რომ მამაკაცი თქვენზე ზრუნავს, მაგრამ ქალმა ასეთი სიტყვები არასოდეს უნდა დაიჯეროს. გამორიცხული არ არის, რომ ოდესმე გულს გატკენთ.

3. უბრალოდ ჩემი ყოფილი კლასელია!
ეს ჩვეულებრივი ტყუილია, რომელსაც მამაკაცი თქვენს დასამშვიდებლად ამბობს. შეიძლება მას ნამდვილად არაფერი აკავშირებს სხვა გოგონასთან, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ცოტა იეჭვიანო? სხვათა შორის, ასეთი რეაქცია ადასტურებს, რომ „უბრალოდ კლასელი“ იმაზე მეტად მოსწონს, ვიდრე სურს, რომ აღიაროს. ზოგადად, ქალისა და მამაკაცის მეგობრობის თემა ჯერ ისევ საკამათოა.

4. ის უბრალოდ, ჩემი კოლეგაა
იგივე სიტუაციაა, რაც წინა პუნქტში - მას მხოლოდ თქვენი დამშვიდება ან სიფხიზლის მოდუნება სურს. თავადაც იცით, რომ ზოგი ოჯახი სწორედ სამსახურეობრივი რომანის გამო ინგრევა. ისინი სამსახურში დიდ დროს ატარებენ ერთად, ამუშაო ადგილზე, ამიტომ ახლობელი ადამიანები ხდებიან. აღარაფერი ვიტყვით მივლინებებზე, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს ნებისმიერი ურთიერთობისთვის..

5. შენ პირველი ქალი ხარ, ვისთან ამას ვაკეთებ
სიმართლე გითხრათ, ეს უწყინარი ტყუილია. წარმოიდგინეთ, რომ ვახშამს ერთად ამზადებთ ან ერთად მოგზაურობთ. ამ დროს მხოლოდ თქვენ, საკუთარ მოგონებებს ქმნით და ამყარებს ურთიერთობას. ამიტომ, როდესაც ის ამბობს, რომ თქვენ პირველი და ერთადერთი ხართ, ვისთანაც ამას აკეთებს, შეგიძლიათ მხოლოდ გაიღიმოთ. ეს აღიარება ნიშნავს, რომ მამაკაცი ტკბება თქვენთან გატარებული დროით და სურს მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება.

6. მანქანა გამიფუჭდა და ვერ დავრეკე.
ჩვენ სმარტფონებისა და სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ნებისმიერი თავის მართლება, რომ ვერ შეძლო თქვენთან დაკავშირებას, ყალბად ჟღერს. გაფუჭებული მანქანა, დამჯდარი ტელეფონი, დაკარგული საფულე - ეს ძალიან გაცვეთილი საბაბია დამაჯერებელი ახსნა-განმარტებების ნაცვლად. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ სიმართლის თქმა აიძულოთ, მაგრამ მზად იყავით, რომ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს.

7. დიახ, შევხვდი, მაგრამ არაფერი გვქონდა
თუ მამაკაცმა არ გითხრათ, რომ ყოფილს შეხვდა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი საქციელის შეცდომას ხვდება და იცის, რომ იეჭვიანებთ. შემდეგ რა თქმა უნდა, ამბობს - დიახ, შევხვდი, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. თუ ასეა რატომ მალავდა და რატომ არ სურს ამაზე საუბარი? ასეთი ტყუილი შეიძლება გულწრფელობაზე უარესად იყოს აღქმული. მით უმეტეს, თუ ისინი ვიღაცამ ერთად დაინახა და ამის შესახებ გითხრათ.

8. დაგირეკავ
ეს მამაკაცებში ყველაზე პოპულარული ტყუილია. ამბობს, რომ დარეკავს, მაგრამ ასე არ იქცევა. შემდეგ მას ქუჩაში ან მაღაზიაში ხვდებით და ის მორიგ ტყუილს ამბობს, რომ თქვენი ტელეფონის ნომერი დაკარგა. სასიამოვნოა, რომ კაცს თქვენთვის ტკივილის მოყენება არ სურს, მაგრამ ყველაფერი ისედაც ცხადია - მას უბრალოდ არ აინტერესებთ. თუ მამაკაცს ქალი მოსწონს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაუკავშირდეს.

9. კარგად ვარ
ქალები კაცებზე იშვიათად, მაგრამ უკეთესად იტყუებიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ქალის უნიკალური უნარის შედეგია, აკონტროლოს დანაშაულთან დაკავშირებული ემოცია. ამასთან, არსებობს ტყუილი, რომელიც ორივესთვის უნივერსალურია. ეს არის ფრაზა - კარგად ვარ. ქალი ამ ფრაზას იმიტომ ამბობს, რომ მამაკაცმა თავად გამოიცნოს მისი ემოცია. მამაკაცი კი ამ ფრაზას იმიტომ ამბობს, რომ არაფერზე ლაპარაკი არ სურს ან არ უნდა თქვენი გაღიზიანება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა