თეგებით ძიება

როცა სტილისტი მანიაკია - მამაკაცის შოკისმომგვრელი ვარცხნილობები

სილამაზის სალონებში ვიზიტი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება - ჯერ სტილისტს გულმოდგინედ და დეტალურად უნდა აუხსნათ რა და როგორ გსურთ, შემდეგ კი სარკეში საკუთარი ვარცხნილობის დანახვისას უნდა გადაწყვიტოთ, უნდა იცინოთ თუ უნდა იტიროთ.

მსგავსს სიტუაციაში ალბათ, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ჩავარდნილა, ამიტომ გაფრთხილებთ, თუ მოულოდნელად გაუგებრობის ან სადავო მოდის ტენდენციების მსხვერპლი გახდით, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და რეალობას თვალი გაუსწოროთ.

ბოლოს და ბოლოს, ამ მამაკაცებს თქვენზე ნაკლებად გაუმართლათ.

კლივლენდელი სტომატოლოგი დინო დიჯიანტანტონიო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული სარეკლამო ფოტოს წყალობით, მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდა.

როცა სტილისტი მანიაკია - მამაკაცის შოკისმომგვრელი ვარცხნილობები


ამ ადამიანს უბრალოდ გვინდა ვკითხოთ: „მეგობარო, პარიკმახერს სთხოვე, რომ შენი ცხოვრება ერთიანად გაეფუჭებინა?"



ისტორია დუმს იმაზე, თუ რაში დასჭირდა ამ კაცს თავზე თმისგან გაკეთებული გულები. შეიძლება საპარიკმახეროში ძალიან მთვრალი მივიდა ან უბრალოდ, ნიძლავი წააგო.



ულვაშების შუბლზე ატანა თუ გსურთ, პარიკმახერისმისამართი ამ ბიჭს ჰკითხეთ.



ანანასი თავზე? რატომაც არა.



Windows XP– ის საუკეთესო გულშემატკივართა ასპარეზობა რომ გაიმართოს, ეს ბიჭი აუცილებლად გაიმარჯვებდა.



ამ კაცს სავარაუდოდ, პარკში ძილი უყვარს, სადაც ძაღლებ ასეირნებენ.



ასე ვთქვათ, თვალსაწიერი გაიფართოვა.



მომენტი, როდესაც ჩაიში რძეს ამატებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა