5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს ვერძი ნამდვილი ლიდერია. ის ადვილად შეძლებს თანამოაზრეთა შეკრებას, მათ მოტივაციას და საუთარი იდეების და პრინციპების დანერგვას.
გასაკვირი არ არის, რომ ყველა ცდილობს შრომისმოყვარეობითა და ენთუზიაზმით თავი მოგაწონოთ, თუმცა, როგორც წესი, ახალი წლის შემდეგი დღეები განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევიან.
კურო
ეს დღე პირადი ურთიერთობების პრობლემების მოგვარებისთვის არახელსაყრელია. ამის ნაცვლად, ბევრად უფრო ეფექტური იქნება საკუთარი ქცევის ანალიზი, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ განმეორდეს. დროთა განმავლობაში ნათელი გახდება ვინ, სად და როდის დაუშვა შეცდომა. თქვენი გონიერება და წინდახედულება თქვენც და გარშემომყოფებსაც სარგებელს მოგიტანთ.
ტყუპები
შესაძლოა, ტყუპები უხერხეულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაც სავარაუდოდ, პირად ურთიერთობებში ნდობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ერთგულება და თავშეკავება ყველა ადამიანის ფასეულოიბას არ წარმოადგენს. დროთა განმავლობაში, ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ - შესაძლოა, ცოტა დაბნეული, მაგრამ ძვირფასი ცხოვრებისეული გაკვეთილით დაბრძენებული.
კირჩხიბი
ვიღაცის დასარწმუნებლად, რომ თქვენი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს, ფსიქოლოგიური ხრიკების გამოიყენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს სწორი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზანი საშუალებას ამართლებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროულად შეჩერდეთ და ფსიქოლოგიის ცოდნა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და არავითარ შემთხვევაში პირად ურთიერთობებში არ გამოიყენოთ. ეს რა თქმა უნდა, სასურველის მიღების ყველაზე მარტივი გზაა, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე არასწორი.
ლომი
მთელი დღე წვრილმანი საქმეებით იქნებით დაკავებული. გამორიცხული არაა, რომ სევდა ან დეპრესიის გრძნობა დაგეუფლოთ, ამიტომ გირჩევთ სახლიდან გახვიდეთ და ის ადგილები მოინახულოთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ. გახსოვდეთ, რომ მრავალფეროვანმა მენიუმ და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს!
ქალწული
ამ ასტრალური ნიშნის წარმომადგენლებისთვის შესანიშნავი დღეა. შეგიძლიათ სახლთან დაკავშირებული უამრავი საქმე გააკეთოთ, საჭირო ნივთები შეიძინოთ ან იმოგზაუროთ. ეორე ნახევარში ცხოვრების პარტნიორთან სედრიოზულ თემაზე საუბარი მოგიწევთ. თქვენ სხვადასხვა საკითხების მოგვარებას შეძლებთ და საღამოს მშვიდად გაატარებთ.
სასწორი
ამ დღეს სასარგებლოდ გამოიყენებთ და ყველა მნიშვნელოვან დავალებას გაუმკლავდებით. რა თქმა უნდა, თქვენი შრომა დაუფასებელი არ დარჩება და წარმატებას მოგიტანთ. ამ დღეს სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა ან საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და ლამაზი რომანი დაიწყოს.
მორიელი
ამ დღეს ექსტრავაგანტული ქცვებისკენ ხართ განწყობილი. შესაძლოა, უჩვეულო სამოსი შეიძინოთ ან საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნათ. ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ, როდესაც საქმე წლის დასაწყისში ფულის ხარჯვას ეხება. ნუ ჩადებთ ფულს პროექტებში, რომლებიც დიდ მოგებას გპირდებათ, რადგან როგორც წესი, ასე არ ხდება.
მშვილდოსანი
მთელ დღეს ოცნებებში გაატარებთ. როგორც ჩვეულებრივ ხდება, საახალწლო არდადეგების შემდეგ სამუშაო რიტმში დაბრუნება ძალიან რთულია. ილუზიები ნუ გექნებათ, რომ ეს დღე წარმატებულიდა ნაყოფიერი იქნება. ვარსკვლავებიგირჩევენ, რომ სიყვარულში თამამი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით თუ ურთიერთობის დასაწყისში ხართ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში უფრო ხისტი და უხეში იყოთ, ვიდრე სხვა დროს. ეცადეთ სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ ზამთრის ცივ დღეებში გაციებისა და რესპირატორული დაავადებებისგან თავი მაქსიმალურად დაიზღვიოთ.
მერწყული
ეს დღე როგორც სამსახურში, ისე სახლში ძალიან სასიამოვნო ვითარებაში ჩაივლის. საკუთარ თავზე და საკუთარ პრობლემებზე ზრუნვისთვის უფრო მეტი დრო და საშუალება გექნებათ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეცადეთ იმპულსურ და ნერვიულ ადამიანებთან კონტაქტი თავიდან აიცილოთ. გირჩევთ სუთა ჰაერზე სეირნობისთვის დრო გამონახოთ. ეს ხელს იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ! მარტოხელა მერწყულებს რომანტიკული თავგადასავალი ელით.
თევზები
ამ დღეს სამსახურში შთამბეჭდავ შედეგებსარ უნდა ელოდოთ. სხვა მხრივ, მშვიდი და პოზიტიური დღეა. თქვენ შეძლებთ სიმშვიდით დატკბეთ და თქვენი ვალდებულებები სტრესის გარეშე შეასრულოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება მოგიწევთ.