თეგებით ძიება

კვირის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებო, შედიხართ სრულიად ახალ ციკლში, სადაც მიმდინარეობს ყველაფერი ძველის გაანალიზება. ამის შედეგად კი ხდება ან ვადაგასული თემების დასრულება, ან მათი ახალ ლეველზე გადაყვანა.
პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, მეტნაკლებად დაძაბული პერიოდია. თქვენს გარშემო მაღალია აგრესიული აურა. მოერიდეთ კონფლიქტებსა და საქმის გარჩევას.
ფინანსურ-კარიერული საკითხების კუთხით, ახლა თქვენთვის მოულოდნელობების პერიოდია. სიახლეები იმპულსურად შემოდის. თუმცა, ფუნდამენტური წინადადებები აქ არ ჩანს. არ იჩქაროთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში საკმაოდ ინერტული ხართ და ვლინდება გარკვეული სიზარმაცე თქვენს ბუნებაში. შესაძლოა ისიც კი არ გაინტერესებთ, რაც ახლო წარსულში მნიშვნელოვანი იყო.
პირადი ურთიერთობების კუთხით, თქვენთვის ახლა გართობისა და რელაქსის დროა. ყველა სახის კომუნიკაციას მოაქვს სიხარული და ახალი ენერგია. მიყევით ამ განწყობას.
ფინანსურ-კარიერული საკითხებში ყველაფერი ბალანსშია. თქვენი გონიერებითა და ლიდერული უნარების გამოყენებით, ახერხებთ ყველაფრის მოწესრიგებას.

ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენს გარშემო არაჯანსაღი ენერგია ტრიალებს. მაღალია თქვენი მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ალბათობა. იყავით ფრთხილი და გამჭრიახი.
პირადი ურთიერთობები: ადამიანები თქვენს გარშემო აქტიურდებიან. ნელნელა დაიძრება შეჩერებული ურთიერთობები. გამოგეხმაურებიან თქვენთვის საინტერესო ადამიანები.
ფინანსური-კარიერული საკითხები: ყველაფერი მყარია და გაწონასწორებული. შემოსავალი და გასავალი ერთმანეთის ტოლფარდია.

კირჩხიბი
კირჩხიბებო, თქვენთვის ახლა წინსვლის პერიოდია. ნელა, მაგრამ მყარად მიყვებით თქვენთვის საინტერესო გეგმების განხორციელებას.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, სიფრთხილე გმართებთ საკუთარ ქმედებებსა და გამოთქმებთან. მაღალია დანაკარგების ალბათობა. მოერიდეთ ყველანაირ დავას.
ფინანსური-კარიერული საკითხები: თქვენი შემოსავლები ფართოვდება. საფუძველი ეყრება ახალ ბიზნესს ან წინ მიდიხართ კარიერულად. სწორედ ახლაა დრო საკუთარი ჩარჩოების გასაფართოვებლად.

ლომი
ლომებო, ამ პერიოდში ძალიან ძლიერი და მიზანსწრაფული ხართ. ყველაფრის მოპოვება შეგიძლიათ რასაც მოინდომებთ. ეცადეთ ცოტა შეარბილოთ თქვენი მომთხოვნელობა.
პირადი ურთიერთობების კუთხით, საკმაოდ რთული პერიოდია. მაღალია ურთიერთობებიდან გასვლის ალბათობა. შესაძლოა მოგინდეთ დროებითი ტაიმაუტის აღება, რათა ჩამოყალიბდეთ საკუთარ სურვილებში.
რაც შეეხება ფინანსურ-კარიერულ საკითხებს, მაღალია წარმატებების ტენდენცია. შესაძლოა დაწინაურება, განსაკუთრებით თუ მოღვაწეობთ სასწავლო დაწესებულებებში. კარგი პერიოდია ბიზნესპროექტების განსახორციელებლად.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: დაძაბული პერიოდი გაქვთ. ყველა მხრიდან გთხოვენ დახმარებას, შრომას, რაღაცის მოსწრებას. და შესაძლოა ამას ყველაფერს ცოტა დამძალებლური ხასიათიც კი ჰქონდეს. დაიცავით საკუთარი ინტერესები.
პირადი ურთიერთობები: ეცადეთ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ. ახლა გაღიზიანებული ხართ და შესაძლოა, გარშემოყოფების ყველა სიტყვაზე და ქმედებაზე გქონდეთ მძაფრი რეაქცია, რაც კონფლიქტებს გამოიწვევს.
ფინანსური-კარიერული საკითხები: სიახლეებისა და წამოწყებების ეტაპი გაქვთ. შესაძლოა ძველი საქმეების პარალელურად, დაიწყოთ ახალ მიმართულებებზე და გეგმებზე ფიქრი.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში თქვენი გონება არაა აქტიური და შრომისუნარიანი. შესაძლოა, ზედმეტად გაგირძელდეთ საზეიმო მდგომარეობა, მისი თანმდევი ალკოჰოლური თრობითა და პასიურობით.
პირადი ურთიერთობები: მაღალია კონფლიქტების ალბათობა. თუმცა, სერიოზული უსიამოვნებები ნამდვილად არ გელით. ეცადეთ არ გააღიზიანოთ პარტნიორები თქვენი საქციელით.
ფინანსური-კარიერული საკითხები: ამ ეტაპზე სტაგნაციის პერიოდი გაქვთ. დროებით შეჩერებულია ყველაფერი. ეცადეთ ეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ფასეულობების გადაფასებას.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ ეტაპზე გამოხატულია ემოციონალური გადაღლა და ფიზიკური უენერგიობა. ეცადეთ გათიშოთ გონება და მაქსიმალურად დაისვენოთ.
ურთიერთობებს რაც შეეხება, ყველაფერი მშვიდად ვითარდება. ჰარმონიაში ხართ ყველა სახის კომუნიკაციაში. ოჯახურ გარემოში ყოფნა თქვენთვის ახლა რელაქსია.
ფინანსური-კარიერული საკითხები: არც თუ ისე დადებითი პერიოდია ამ კუთხით. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სამუშაო ადგილის დატოვება, ან ფინანსების გადინება.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მოულოდნელობებით, იმპულსებით, უეცარი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდია თქვენთვის. შესაძლოა დაუგეგმავად და გაუთვალისწინებლად ამოყოთ თავი ყველაზე მოულოდნელ ვითარებებში.
პირადი ურთიერთობები: ძალიან მაღალია თქვენი მიმზიდველობა და ხალისი. ასხივებთ სიყვარულსა და სითბოს, რის გამოც ხართ ცენტრალური ფიგურა. ახლა ყველაფერი თქვენს ხელთაა.
ფინანსური-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდია. მეტნაკლებად კმაყოფილი ხართ. ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ ზოგადად კარგად ყოფნისათვის.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა თქვენთვის მოლოდინების ასრულების, სწორი არჩევანის გაკეთების დროა. შემოდის ახალი შემოთავაზებები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
პირადი ურთიერთობები: თქვენი მხრიდან ვლინდება გარკვეული სიზარმაცე და უენერგიობა. თავად არ ხართ აქტიური და უფრო სხვებისგან ელით სტიმულს, რაც იწვევს სტაგნაციას.
ფინანსური-კარიერული საკითხები: შესაძლოა დადგეთ მაცდუნებელი გადაწყვეტილების მიღების წინაშე. ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ „ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრჭყვიალებს“.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა გადაადგილების დროა. ბევრი თქვენგანი შეიცვლის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილს, თუნდაც სამეგობრო წრეს. სწორედ ახლა უნდა გაეცალოთ ყველაფერ იმას, რაც აღარ გაკმაყოფილებთ.
პირადი (ზოგადად) ურთიერთობები: ყველა სახის ურთიერთობაში თქვენი გამარჯვების დროა. სწორედ ახლა ხართ ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და მომხიბვლელი.
ფინანსური-კარიერული საკითხები: ამ პერიოდში გაქვთ გარკვეული შეფერხებები. ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ეცადეთ მშვიდად დაელოდოთ უკეთეს პერიოდს.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: დასვენებისა და განცხრომის პერიოდი გაქვთ. გეგმები და საქმეები დროში გადაიწევს. მიყევით აღნიშნულ ტენდენციას. მშვიდად დაისვენეთ.
პირადი ურთიერთობები: ყველაფერი ბალანსშია. ახლა თქვენთვის მშვიდობისა და ჰარმონიის დროა. კარგი პერიოდია წარსულიდან გადმოყოლილი კონფლიქტების ან გაუგებრობების მოსაგვარებლად.
ფინანსური-კარიერული საკითხები: თქვენს გარშემო ცდუნებები ჩნდებიან. ფრთხილად იყავით ყველანაირ ხარჯებთან, შესყიდვებთან, ბიზნეს-შემოთავაზებებთან. „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა