რატომ უნდა შეიკავოთ თავი სოდისა და ძმრის შეზავებისგან?
ნამცხვარი რომ ფაფუკი გამოვიდეს, დიასახლისები ცომის მომზადების პროცესში ხშირად სოდისა და ძმრის კომბინაციას იყენებენ. თუმცა, თანამედროვე კულინარები ირწმუნებიან, რომ ასეთი მეთოდი უკვე მოძველებულდა და მისი გამოყენება არ ღირს.
ჩვენს სტატიაში განვიხილავთ რატომ და როგორ უნდა შევცვალოთ ეს ინგრედიენტი.
1. რატომ ვაზავებთ სოდას და ძმარს?
სოდა ცომში გამაფხვიერებლის როლს ასრულებს, თუმცა, დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია, ამიტომ ძმრით აზავებენ. ამ დროს ხდება ნატრიუმის ბიკარბონატისა და ძმარმჟავას ურთიერთქმედება, რის შედეგადაც გაზები წარმოქმნება. სწორედ ამის დახმარებით, ნამცხვარი იღებს დელიკატურ და ჰაეროვან ტექსტურას, თუმცა ძმართან შეზავების გარეშე სოდას არანაირი ეფექტი არ ექნება.
ბევრი დიასახლისი სოდას და ძმარს პირდაპირ კოვზზე აზავებს და ცომში ურევს, რაც არასწორია - ძმრის გაზი ორთქლდება და ცომი მკვრივი ხდება. არსებობს მრავალი სხვა, უფრო ეფექტური საშუალება, რომელიც ცომის აფუებასა და დარბილებას ეხმარება.
1. ლიმონის წვენი ან მჟავა
ეს პროდუქტები ყველა დიასახლისისთვის ხელმისაწვდომია, სოდასთან შეზავების პრინციპი კი საკმაოდ მარტივია - შეურიეთ 30 გრ ლიმონმჟავა 1 ჭიქა წყალთან. მეორე ჭიქაში ½ ჩ.კ. სოდა გახსენით ცოტაოდენ წყალთან. შემდეგი კი ორივე ჭიქა გააერთიანეთ და მიღებული ნაზავის საჭირო რაოდენობა ცომს დაასხით.
კიდევ ერთი ვარიანტია ლიმონის წვენის გამოყენება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ნამცხვარს ციტრუსის დელიკატური არომატი ექნება. შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდა და 9 ს.კ. ლიმონის წვენი, ჩაასხით ცომში და კარგად აურიეთ. ლიმონის ჩანაცვლება შესაძლებელია ლაიმის ან სხვა მჟავე ხილის წვენით.
მნიშვნელოვანია სოდის ნაზავის დამატების შემდეგ ცომი კარგად მოზილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოდის კრისტალებმა შეიძლება ნამცხვრის გემო გააფუჭოს.
2. მჟავე რძის პროდუქტები
თუ მაცივარში ცოტაოდენი მაწონი, კეფირი ან იოგურტი გაქვთ, შეგიძლიათ სოდა შეაზავოთ. ერთი ჭიქა მჟავე რძის პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე გაათბეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. სოდა, აურიეთ, ჩაასხით ნარევი ცომში და კარგად ათქვიფეთ.
3. მდუღარე წყალი
მდუღარე წყალთან გაზავებული სოდა შესაფერისია კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რადგან მჟავე კომპონენტებს გამორიცხავს. შეურიეთ ფქვილი და სოდა რეცეპტის მიხედვით. დაამატეთ მდუღარე წყალი მშრალ ნარევს და ენერგიულად მოურიეთ.
თუ რეცეპტში კვერცხი შედის, მხოლოდ ცომის გაცივების შემდეგ დაამატეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტი შეიძლება მოიხარშოს ან აიჭრას, რაც მთელ პროცესს გაფუჭებს.
4. თაფლი
ეს ვარიანტი იმ რეცეპტისთვის გამოდგება, რომელშიც თაფლი შედის. ამ შემთხვევაში, თაფლი თავისით შეზავდება სოდასთან, დამატებითი ინგრედიენტების გამოყენების გარეშე. გაათბეთ თაფლის საჭირო რაოდენობა წყლის აბაზანაში და დაამატეთ მას ½ ჩ / კ. სოდა. კარგად აურიეთ ნარევი, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება და ცომში ჩაასხით.
5. ალტერნატიული ვარიანტები
კონიაკი და რომი არა მხოლოდ აფუებს ცომს, არამედ სასიამოვნო არომატსაც ანიჭებს. ასე რომ ცომეული რომ ფუმფულა და რბილი იყოს, აუცილებელი არ არის სოდის გამოყენება.
1. დაამატეთ ცომს რომი ან კონიაკი. ალკოჰოლი ხელს შეუწყობს ცომის გაფხვიერებას და სინაზეს მიანიჭებს. დამატებითი პლუსი - ცომეული სასიამოვნო არომატს შეიძენს.
2. ცომში შეიძლება გაზიანი წყალი გამოიყენოთ. ცოტაოდენი მინერალური წყლის დამატების შედეგად ცომი ჰაეროვანი და რბილი გამოვა. ასე, რომ თავი შეიკავეთ სოდის ძმრით გაზავებისგან, რადგან უკეთესი შედეგის მიღება ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით შეგიძლიათ.