როგორ უნდა გამოაზამთროთ გლოქსინია, რომ გაზაფხულზე დიდებულად აყვავილდეს
ზოგი ფიგურებს, მარკებს ან მაგნიტებს აგროვებს. მე კი, სახლში ყვავილის ქოთნები მომაქვს. მალე ჩვენი სახლი ნამდვილ ბაღს დაემსგავსება. სამაგიეროდ, ძალიან ლამაზად ყვავილობენ და სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ. მცენარემ მთელი წელი რომ გაგახაროთ, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. დღეს გიამბობთ, როგორ იზრუნოთ გლოქსინიაზე.
ლამაზი ოთახის მცენარე ზრუნვის სანაცვლოდ უზარმაზარი ყვავილი–გრამოფონით დაგაჯილდოებთ. ძალების მოსაკრეფად ზამთარში სიმშვიდის ფაზაში გადადის. თუ ყვავილი შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ვერ დაისვენებს, გაზაფხულზე ლამაზი კვირტების გამოსაღებად ძალა არ ექნება. სწორედ ამიტომ, ზამთრისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ვიზრუნოთ გლოქსინიაზე სწორად
ყვავილობის პერიოდში
როგორც კი ნანატრი მომენტი დადგება, გამოკვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. გირჩევთ თხევადი, კომპლექსური მინერალური სასუქი გამოიყენოთ. შემადგენლობაში ბევრი ფოსფორი და კალიუმი უნდა იყოს, კიდევ უკეთესი – დამატებითი მიკროელემენტები.
გლოქსინია შეგიძლიათ სასუქის რეკომენდაციების მიხედვით გამოკვებოთ. თუმცა კიდევ ერთი გზა არსებობს – „ბულიონი“. სასუქი ყოველი მორწყვის დროს უნდა მიაწოდოთ. ამისთვის სუსტი ხსნარი დაგჭირდებათ, კონცენტრაცია 10–ჯერ შეამცირეთ. ზუსტად 1 მლ პრეპარატი 1 ლ სუფთა, დაყენებულ წყალში გახსენით. ყვავილობამდე და შემდეგ კალიუმის მონოფოსფატი მიაწოდეთ.
გლოქსინიას სიმშვიდის ფაზის განსაკუთრებულობა
თუ შეამჩნიეთ, რომ გლოქსინიამ ჭკნობა დაიწყო, მცენარის ჩამოწერა არ იჩქაროთ. ბევრი ფიქრობს, რომ ყვავილმა თავისი დრო მოჭამა და აგდებს. ეს უბრალოდ სიგნალია, რომ დროა სიმშვიდის ფაზაში გადავიდეს. ფოთლების პირველი ჭკნობა უკვე შემოდგომის დასაწყისში იწყება. სასწრაფოდ გამოკვება შეწყვიტეთ და მორწყვა შეამცირეთ.
ზუსტად 2-3 კვირაში ფოთლები მთლიანად გახმება. ფოთლები ფრთხილად მოაჭერით და ყვავილების ქოთანი ბნელ ადგილას 2 კვირა გააჩერეთ. ეს აუცილებელი არაა, ბოლქვი შეგიძლიათ იმწამსვე ამოთხაროთ. ახლა ზამთარში ყვავილის შესანახად შესაფერისი მეთოდი იპოვეთ.
გლოქსინიას შენახვა ზამთარში
ფლორისტები გირჩევენ, რომ ყვავილის ბოლქვი მშრალ და გრილ ადგილას (8-17 გრადუსი) შეინახოთ. ყველაზე მარტივია, ყვავილი ქოთანში დატოვოთ და საკუჭნაოში ან აივანზე შეინახოთ. თუმცა ასეთ პირობებში შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმის უზრუნველყოფა რთულია. მაცივარში კი ქოთანს ვერ შეინახავთ.
ამასთან, მცენარეს გადარგვა მაინც სჭირდება. ძველ ქოთანში ეს მომენტი შეიძლება გამოგრჩეთ. თუ ბოლქვი გაფესვიანდება, მისი დაზიანების რისკი იზრდება. ეს კი ყვავილისთვის სტრესია. ასევე დიდი ალბათობით გაზაფხულზე დიდი ბოლქვი რამდენიმე აღმონაცენს გამოიღებს. ამ დროს უნდა დაყოთ და ახალი გლოქსინიები მიიღოთ.
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, 2 უფრო მოქმედ მეთოდს ვიყენებ. პირველი – მუყაოს ყუთი. დიდ ყუთში ერთდროულად რამდენიმე ბოლქვის შენახვა შეგიძლიათ. ასე ყვავილებს ჰაერთან თავისუფალი წვდომა აქვთ. თან ადვილად დასაკეცია, თუ რამდენიმე მსგავსი ყუთი გაქვთ.
მეორე – პაკეტები შეძენილი ბოლქვებიდან. ნამდვილ მებაღეს ექნება. დიდი ხვრელები ჰაერის მოძრაობის საშუალებას იძლევა. კარგი ვენტილაცია კი ლპობას თავიდან აგაცილებთ.
პაკეტებში ცოტა შესანახი სუბსტრატი დაამატეთ. ჩვეულებრივი ხის ნახერხი, პერლიტი, ვერმიკულიტი და ტორფი გამოგადგებათ. შეფუთული გლოქსინია მაცივარში ბოსტნეულის განყოფილებაში შეინახეთ. ზამთრის ბოლოს ბოლქვი კვირაში ერთხელ შეამოწმეთ. როგორც კი გაიღვიძებს, ქოთანში ჩარგეთ.
ცოტა მოთმინება და თქვენი გლოქსინია სახლს ლამაზი ყვავილებით კვლავ დაამშვენებს. მენდეთ, გაწეული ძალისხმევა პროცენტებით დაგიბრუნდებათ. სწორი მიდგომა ჩვეულებრივ მცენარეს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. განა ასეთი სილამაზე ყურადღებას არ იმსახურებს?
ALLTIME.GE