რატომ ეშინია ბავშვს? - ხშირად მიზეზი მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობა ან სტრესია
ბავშვის შიშების მიზეზები:
ჰიპერაქტიური მზრუნველობა (დედები და ბებიები ბავშვებს ხშირად აფრთხილებენ ფრაზებით: "ფრთხილად იყავი, თუ არა დაეცემი, ფეხს მოიტეხ, იტკენ ძალიან“. ამ ფრაზებიდან ბავშვი, როგორც წესი, აღიქვამს მხოლოდ მეორე ნაწილს. ის ბოლომდე ვერ იაზრებს, რისგან აფრთხილებენ და იცავენ, მაგრამ ამასობაში ივსება შფოთვებით, რაც შესაძლოა გადაიზარდოს მუდმივ შიშებში. მშფოთვარე მშობლები გაუცნობიერებლად უნერგავენ ბავშვს ტვინში შემდეგ დებულებებს: ეს სამყარო სავსეა საფრთხეებით, შენ არ შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე მათ, სულ ჩვენთან იყავი და ჩვენ დაგიცავთ. ამ ყველაფრით განსაკუთრებით იტანჯებიან დედისერთა ბავშვები. ასაკსაც დიდი მნიშვნელობა
აქვს, რაც უფრო დიდი ასაკის არიან, მშობლები მით უფრო დიდ შფოთვას გამოხატავენ ბავშვის ჯანმრთელობაზე და ცხოვრებაზე).
არაჯანსაღი გარემო
სტრესული გამოცდილება
ფიზიკურა დასჯა
გაჯეტებთან გატარებული დიდი დრო
მშობლების ემოციური სიცივე
როგორ დავეხმაროთ ბავშვს დაძლიოს ღამის კოშმარები?
არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხოთ და არ შეარცხვინოთ ბავშვი თავისი კაპრიზული ქცევის გამო და იმის გამო, რომ მარტო დაძინება არ სურს. ჩამოუჯექით გვერდით, დაამშვიდეთ, თავზე მოეფერეთ, დაელოდეთ, სანამ არ ჩაიძინებს.
დღისით ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა ჰაერზე, დაკავდეს რამე აქტივობით, დაიტვირთოს, ითამაშოს.
ძილის წინ 2-3 საათით ადრე:
ბავშვს არ უნდა ჰქონდეს:
კომპიუტერული თამაშები;
მულტფილმები და ზღაპრები საშიში პერსონაჟებით;
ოჯახში ჩხუბი და ურთიერთობების გარკვევა;
მძიმე საკვები;
ოთახში უჰაერობა;
მჭიდრო, არასასიამოვნო საძილე ტანსაცმელი.
დაძინების დრო ერთი და იგივე უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, ეს არის სამუშაო დღე თუ შაბათ-კვირა.
ბავშვის გამოღვიძება არ უნდა იყოს მკვეთრი. უმჯობესია გამოიყენოთ არა მაღვიძარა, არამედ დედის შეხება და ხმა.
გააძლიერეთ თქვენი შვილის სხეული. სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი იქნება საუკეთესო პრევენცია ღამის შიშებისა.
რეკომენდაციები ზოგადად შიშების დაძლევისთვის:
ბავშვთა შიშების დაძლევას ეხმარება ზრდასრულებთან და თანატოლებთან ერთობლივი საქმიანობები: თამაში, გასეირნება, თოჯინების თეატრში წასვლა, კინოში წასვლა, სპორტული ღონისძიებები. რაც უფრო მრავალფეროვნებით და ინტერესებითაა სავსე ბავშვის ცხოვრება, მით უფრო ნაკლებად აქცენტირდება თავის შიშებზე და შფოთვებზე.
აქტიური მონაწილეობა მიიღეთ ბავშვის ცხოვრებაში, მაგრამ ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. ბავშვი უნდა გენდობოდეთ... შექმენით კომფორტული, მშვიდი ატმოსფერო სახლში, სადაც თქვენი შვილი თავს სასურველად და დაცულად იგრძნობს.
არავითარ შემთხვევაში არ შეაშინოთ ბავშვი ზღაპრული პერსონაჟებით დისციპლინის გამოსწორების მიზნით (თუ არ დამიჯერებ, ბაბაიაგა წაგიყვანს, თუ არ შეჭამ, გუდიანი კაცი მოვა...), ან იმის გამო, რომ საჭმელი ჭამოს ("ჭამე, თორემ გუდიანი კაცი მოვა").
არ განიხილოთ ბავშვთან კატასტროფები, უბედური შემთხვევები, ამბები მოჩვენებებზე და იმქვეყნიურ სამყაროზე. ბავშვები ამით ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევიან და დიდხანს რჩება მათ გონებაში. ბევრ ზრდასრულს დღემდე ახსოვს ის, რასაც უყვებოდნენ ბავშვობაში და რითიც აშინებდნენ.
შეამცირეთ გაჯეტებთან გატარებული დრო.
ნუ დასცინით ბავშვის შიშის გამო, ნუ ეცდებით აუხსნათ მას, რომ შიში არაფერია. უკეთესად თქვი "მე შენთან ვარ, მესმის, რომ გეშინია".
იყავით მომთმენნი. ბევრი შიში ასაკთან ერთად გადადის. მთავარია არ მოწამლოთ ამ შიშებით ბავშვის ფსიქიკა და არ ჩამოუყალიბოთ პათოლოგიად.
ბავშვთა შიშის ფსიქოლოგია ისეთია, რომ მათი უმეტესობა ოჯახში იბადება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. თუ თქვენ თვითონ ხართ ბუნებრივად შეშფოთებული და მოუსვენარი, შეეცადეთ არ გადასცეთ ეს გრძნობები თქვენს შვილს.
ნუ უგულებელყოფთ თქვენი ბავშვის შიშებს. თუ არ იცით, რა უნდა გააკეთოთ და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, რჩევისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს.
MSHOBLEBI.GE