თეგებით ძიება
05. 01. 2021 მსოფლიო

თურქეთში შექმნეს ნანოტექნოლოგიების მქონე მოწყობილობა, რომელსაც კოვიდ 19-ის დიაგნოსტირება 10 წამში შეუძლია

თურქეთში კორონავირუსის დიაგნოსტიკის ახალი სისტემა, სახელად “Diagnovir”-ი გამოიგონეს, რომელსაც 99 %-იანი სანდოობით შეუძლია კოვიდ ინფიცირების დადგენა 10 წამში. იგი გამორიცხავს ცხვირის ტამპონების საჭიროებას და ზუსტ ინფორმაციას ადგენს დაავადების პირველივე, საწყის ეტაპზეც კი. აღნიშნული დანადგარი მეცნიერების მიერ შეიქმნა ანკარაში არსებულ Bilknet-ის უნივერსიტეტში, რომელთაც შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს უკვე მიმართეს ნანო-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის დაპატენტებაზე, რომლის ფონზეც უკვე დაიწყებენ მუშაობას მასობრივ წარმოებაზე. ამის შესახებ წერს Dailysabah-ი.

„ეს გახლავთ ადგილობრივ დონეზე შექმნილი სისტემა და უნიკალური ტექნოლოგია. მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, სადაც განავითარეს აღნიშნული ტექნოლოგია“- განაცხადა ბილკნეტის უნივერსიტეტის რექტორმა, აბდულა ატალარმა.

„კორონავირუსი არის ვირუსული ნაწილაკი, რომლის დიამეტრი 150 ნანომეტრია, ჩვენ კი გვყავს მკვლევარები, რომლებიც ნანონაწილაკებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს მათი ცოდნის სფეროა. მათ მიერ შექმნილ მოწყობილობას ძალზე მალე შეუძლია კოვიდ ინფექციის დადგენა, თუმცა ნეგატიური პასუხის აღმოჩენას შედარებით მეტი დრო სჭირდება“- აღნიშნა ატალარმა.

ზემოხსენებულ პროექტზე მომუშავე პროფესორმა, ბიულენდ ორტაჩმა განაცხადა, რომ სისტემის მე-2 ფაზის კვლევებმა ძალზე ზუსტი შედეგები დაადგინა ვირუსის დიაგნოსტირებისას. „ეს არის ბიოსენსორის სისტემა-ის სწრაფი დიაგნოსტირების მოოწყობილობებისგან შედგება, რომელიც მუშაობს პირის ღრუდან აღებული ნაცხის ნიმუშის სპეც მოწყობილობაში მოთავსებით და მისი სპეციალურ ნაერთში გაზავებით. თუ PCR ტესტებს ზუსტი პასუხის დასადგენად 2-3 დღე სჭირდებათ, ჩვენი მოწყობილობა ამას რამდენიმე წამში აკეთებს“- განაცხადა ორტაჩმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თურქეთის ჯანდაცვის უწყებიდან მიიღებენ ნებართვას, 2 თვეში დაიწყება მასობრივი წარმოება.

„პათოგენის აღმომჩენი ჩიპი გამოიყენება ამ მოწყობილობაში, რომელიც მანათობელი სიგნალების გამოყენებით იძლევა ვირუსული ნაწილაკების რამდენიმე წამში აღმოჩენის შესაძლებლობას. პაციენტის პირის ღრუდან აღებული ნაცხის ნიმუშის შერევა ხდება სპეციალურ ხსნარში, რომელიც შემდეგ ნანოტექნოლოგიურ და მაღალი მგრძნობელობის ჩიპის ზედაპირზე თავსდება. ამის შემდეგ მისი ბიოსენსორები აფიქსირებენ პათოგენს რამდენიმე წამში. ვირუსის არსებობა, არ არსებობას ადასტურებს ნანოტექნოლოგიების მქონე ოპტიკური სისტემები. აღნიშნული ტექნოლოგია აბსოლიუტურად განსხვავებულია PCR ტესტებისგან, რომელიც კოვიდ ვირუსს ნაწილაკების გამრავლებით ადგენს, რასაც შესაბამისად დიდი დრო სჭირდება. “Diagnovir”- ში ვირუსის დასადგენად გამოიყენება ოპტიკური და ელექტრონული მოდულები და აგრეთვე მაღალი ხარისხის ბიოტექნოლოგია“ -განაცხადა პროექტში მონაწილე მეცნიერმა, ალი აიტეჩ სეიმანმა,

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა