6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს პოზიტიური ენერგით ხართ სავსე. თუ ასე გააგრძელებთ, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას მარტივად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. ზოგჯერ გაურკვევლობა დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებას იწვევს, მაგრამ ამ დღეს მარტოობა სასურველი არაა. ზოგადად, ქანცგაწყვეტამდე მუშაობისკენ ხართ მიდრეკილი რამაც შეიძლება გაღიზიანება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ფიზიკური აქტივობები და ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.
კურო
ახალი გეგმა გაქვთ თუ მზად ხართ ახალ პროექტში მონაწილეობით მიზანს მიუახლოვდეთ. ასე იყოს, დღეს შესანიშნავი დღეა იმ საქმისთვის, რისი გაკეთებაც გადაწყვიტეთ. კუროს თანდაყოლილი სიჯიუტე, დღეს არ გამოგადგებათ, ამიტომ ეცადეთ რჩევები გაითვალისწინოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ ოჯახის ყველა წევრზე იზრუნოთ. შესაძლოა, დღეს მოულოდნელი ამბები გაიგოთ. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავის მონახულებაგახდეს საჭირო.
ტყუპები
ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს, სანამ დაწყებულ საქმეში წარმატებას არ მიაღწევთ. ამაში ენერგიისა და ენთუზიაზმის გარდა, ვარსკვლავების მხარდაჭერაც დაგეხმარებათ. შთაბეჭდილება, რომელსაც გარშემო მყოფებზე ტოვებთ, კმაყოფილებით აგავსებთ. ეცადეთ საუთარ ქცევაში არაფერი შეცვალოთ. დღეს მთელ დღეს სასწრაფო და აუცილებელი საქმეების მოგვარებაში გაატარებთ და ოჯახისთვის დრო აღარ დსაგრჩებათ. ეცადეთ მომავალში ეს შეცდომა გამოასწოროთ.
კირჩხიბი
გარკვეული ახსნა-განმარტების მიცემა მოგიწევთ, მაგრამ ეს თქვენთვისვე იქნება სასარგებლო, რადგან დაგროვილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. დროა, თქვენი ელემენტები პოზიტიური ენერგიით დამუხტოთ. კირჩხიბს მუდმივად აქვს სიყვარულის მოთხოვნილება, მაშინაც, თუ საპასუხო გრძნობას ვერ ხედავს.
მთელ დღეს სახლში, ოჯახთან ერთად გაატარებთ, გამონაკლისი შესაძლებელია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში.
ლომი
მთელ დღეს წვრილმანი საქმეებით იქნებით დაკავებული. არსებობს საფრთხე, რომ სევდამ ან დეპრესიამაც კი შეგიპყროთ, ამიტომ თავს უკეთ იგრძნობთ, თუ სახლიდან გახვალთ და ისეთ ადგილებს მოინახულებთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ. გახსოვდეთ, რომ მდიდარი საახალწლო მენიუ და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ბევრ პრობლემებს შეგიქმნით. განსაუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ ხარჯებს!
ქალწული
ამ ასტრალური ნიშნის წარმომადგენლებს შესანიშნავი დღე ელით. თქვენ უამრავ სააქმეს მოასწსრებთ, რაც სახლს, შეძენას ან მოგზაურობას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ცხოვრების პარტნიორთან სერიოზული საუბარი გქონდეთ. საკამათო საითხებზე შეთანხმების შემდეგ შეძლებთ საღამო მშვიდად გაატაროთ.
სასწორი
სასწორი ამ მათ დღეს სასარგებლოდ გამოიყენებს. თქვენ წარმატებით გაუმკლავდებით ყველა მნიშვნელოვან დავალებას, რომელიც ყურადღების დიდ კონცენტრაციას მოითხოვს. სასურველია სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან საინტერესო ღონისძიება მოინახულოთ. თუ მოვალეობები არ გაქვთ და თქვენი გული სიყვარულს ეძებს, შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და ლამაზი რომანი დაიწყოს.
მორიელი
ამ დღეს ექსტრავაგანტული ქცევებისკენ ხართ მიდრეკილი. შეიძლება უჩვეულო სამოსი შეიძინოთ ან საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნათ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ვარსკვლავები წლის დასაწყისში ფინანსურ ხარჯებთან სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. ნუ ჩადებთ ფულს პროექტებში, რომლებიც დიდ მოგებას გპირდებიან, რადგან, როგორც წესი, ეს ასე არ ხდება.
მშვილდოსანი
ამ დღეს იმედებით და ოცნებებით სავსე ხართ. როგორც მოსალოდნელი იყო, შესვენების შემდეგ მუშაობის ნორმალურ რიტმთან დაბრუნება ძალიან რთულია. ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებულ შედეგებს და წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, სიყვარულში თამამ ნაბიჯებს ერიდოთ, მით უმეტეს, თუ ურთიერთობის დასაწყისში ხართ. შეიძლება მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდით და იმედგაცრუებული დარჩეთ.
თხის რქა
ამ დღეს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში, შეიძლება იმაზე უფრო მკვეთრი და უხეში იყოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. გირჩევთ სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ, რადგან უხეშობა არც სამსახურში და არც პირად ურთიერთობებში გამოგადგებათ. ფრთხილად იყავით და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ეცადეთ მაქსიმალურად დაიცვათ თავი ზამთრის ცივ დღეებში.
მერწყული
ეს დღე მერწყულს როგორც სამსახურში, ასევე სახლში სასიამოვნო ემოციებს აჩუქებს. იმაზე მეტი დრო გექნებათ საკუთარ თავზე და პრობლემებზე ზრუნვისთვის ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის მიუხედავად, იმპულსურ და ნერვიულ ადამიანებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ - ეს თქვენს სხეულს და იმუნურ სისტემას ძალიან დაეხმარება! მარტოხელა მერწყულებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.
თევზები
ამ დღეს სამსახურში შთამბეჭდავი შედეგების იმედი არ უნდა გქონდეთ, სამაგიეროდ, სიმშვიდეს ვერავინ დაგირღვევთ და დავალებებს სტრესის გარეშე შეასრულებთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით აგავსებთ, რაც უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში დაგეხმარებათ.