როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას დილაობით ცივი შხაპის მიღება?
ყინულივით ცივი შხაპის მიღება ადვილი არაა და ყველა ვერ დაიტრაბახებს, რომ ამის გაკეთება შეუძლია. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რა საჭიროა კომფორტით სავსე თანამედროვე სამყაროში ცივ წყალში ჭყუმპალაობა, მაგრამ ცივი შხაპის სარგებლობა დისკომფორტს ბევრად აღემატება.
წონაში დაკლება გსურთ? კანის მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ? თმა გცვივათ? შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება და ცივი შხაპი მიიღეთ.
ჟურნალში Medical Hypotheses გამოქვეყნდა კვლევა, რომ ცივი შხაპი საუკეთესო დამხმარეა თუნდაც მძიმე დეპრესიის დროს. შხაპის შემდეგ ყურადღების კონცენტრაცია და სამუშაოების პროდუქტიულობა იზრდება. ისევ აქ ხართ? სასწრაფოდ შხაპი მიიღეთ.
კონცენტრაცია
ცივი შხაპის პირველად მიღება ფაქტობრივად, მიწაზე დაგაგდებთ. თქვენ იძაბებით და ელით, როდის დასრულდება ეს წამება. ამ დროს ცივი შხაპის გარდა, სხვა რამეზე ფიქრი შეუძლებელია. პირველი 15 წამი უსასრულობამდე გრძელდება. შემდეგ კი რაღაც საინტერესო იწყება: ყურადღება სპეციფიკურ შეგრძნებებზე გადადის, სიცივე აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, ნელ-ნელა ნორმალური სუნთქვა აღდგება და კუნთები დუნდება. თავში აზრების არარსებობა იმის გაგებაში დაგეხმარებათ, სინამდვილეში რას გრძნობს სხეული. ეს მდგომარეობა შხაპის შემდეგაც რჩება - შვიდდღიანი მარათონის ბოლოს, წყლიდან დამშვიდებული გამოხვალთ.
მოტივაცია
თბილი შხაპი ადუნებს, ცივი - აფხიზლებს. დღის ამგვარი დაწყების შემდეგ, დანარჩენი წვრილმანად აღიქმება. ყველაზე რთული ეტაპი დასრულდა და ეს, მომავალი გმირობისკენ გიბიძგებთ. ურთულეს გამოწვევასთან გამკლავების შემდეგ ადვილად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც თვეების მანძილზე დაგროვდა.
ნებისყოფა
მეორე დღე დაახლოებით იგივე წამება იქნება, როგორც პირველი, მაგრამ ცივ წყლში შესვლა გაცილებით რთულია. სხეულმა უკვე იცის რა ელის და ეწინააღმდეგება. ამ შემხვევაში ნებისყოფა დაძაბვა დაგჭირდებათ - თუ თქვენი პრობლემა სწორედ უნებისმყოფობაა, მაშინ დილაობით ცივი შხაპი შეიძლება ერთგვარი ვარჯიში გახდეს.
ცუდი განწყობა
დეპრესიას ხშირად სტრესის ფიზიოლოგიური ფაქტორების გარეშე არსებული ცხოვრების წესი იწვევს. ადამიანის სხეული არ არის შექმნილი თბილი საწოლისა და ზეიმებისთვის. ჩვენ სხეულს საკმარისი დატვირთვა არ აქვს.
სპორტული შედეგები
იდეალურია ცივი შხაპის შერწყმა სპორტულ დატვირთვასთან. ამერიკის ფიზიოლოგიისა და მედიცინის საზოგადოების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცივი წყალი კუნთებსდატვირთვასთან გამკლავებაში ეხმარება. უფრო მეტიც, ცივი შხაპი დაგეხმარებათ დატვირთული კუნთების რეაბილიტაციაში დაგეხმარებათ.