5 პროდუქტი, რომლის გათბობაც კატეგორიულად აკრძალულია
ბევრი ჩვენგანი წინასწარ მომზადებულ სადილს ან ვახშამს გამოყენებამდე რამდენჯერმე ათბობს და ვერ ხვდება, რამხელა საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. საქმე ის გახლავთ, რომ განსაკუთრებული მოლეკულური სტრუქტურის გამო, განმეორებითი გათბობის შემდეგ პროდუქტების ნაწილი ნამდვილ შხამად იქცევა!
სამწუხაროდ, ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. დიახ, ზოგი პროდუქტი გათბობისას კვებით ღირებულებას კარგავს, მაგრამ ეს ხუთი პროდუქტი საწამლავად გარდაიქმნება.
1. ჭარხალი
ჭარხალი ადამიანის რაციონში შეუცვლელი პროდუქტია! ჭარხლის კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები განპირობებულია, პირველ რიგში, ელემენტთა უნიკალური ნაკრებით, რომელიც სხვა არც ერთ პროდუქტში არგვხვდება. ამას ემატება დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების არსებობა, რომლებიც არ იშლება თერმული დამუშავების შემდეგაც კი. აქედან გამომდინარე, მოხარშული ჭარხალიც ისევე სასარგებლოა, როგორც უმი, მაგრამ მისი გათბობა ორჯერ ან მეტჯერ დაუშვებელია, თუ გსურთ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.
2. კარტოფილი
კარტოფილი არა მარტო გემრიელი არამედ სასარგებლო პროდუქტიცაა. ის შეიცავს 20%-მდე ნახშირწყლებს, ფრუქტოზასა და გლუკოზას, ბევრ უჯრედისს. 300 გ კარტოფილი შეიცავს ვიტამინური დღეღამური ნორმის ნახევარს, მაგრამ რამდენჯერმე გაცხელების შემდეგ ის კარგავს სამკურნალო თვისებებს და კვებით ღირებულებას და იქცევა შხამად, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობა დააზიანოს.
3. კვერცხი
მოხარშული კვერცხი ბევრი ადამიანის საყვარელი საჭმელია. ამ გემრიელ პროდუქტში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებები. ის მდიდარია ლუტეინითა და ზეაქსანტინით. განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკში მყოფი ადამიანებისთვის, რადგან კვერცხი მნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტას რისკს. ეს პროდუქტი დ ვიტამინის წყაროა. კვერცხი ჯანსაღი, ლამაზი თმისა და და ფრჩხილების საწინდარია. ძლიერი ანტიოქსიდანტია და შესაბამისად, ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. კვერცხი შეიცავს ქოლინს, რომლის წყალობითაც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას.
კვერცხში დიდი რაოდენობით ცილაა. მისი წყალობით კი ორგანიზმი ენერგიით ივსება. კვერცხი შეიცავს 70 კალორიას და შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროს ან წონის შესანარჩუნებლად. სასარგებლო საკვები კუნთის მასას ზრდის, აძლიერებს მას. ზემოთ თქმულის მიუხედავად, ეს სასარგებლო პროდუქტი რამდენჯერმე გაცხელების შემდეგ შეიძლება ძალიან საშიში გახდეს. კვერცხის ხელმეორედ გათბობადა გაცხელება დაუშვებელია.
4. ქათამი
ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლოა პროდუქტია. მასში დიდი რაოდენობითაა ცილები, ვიტამინები, ამინომჟავები და მინერალური ნივთიერებები. ადამიანის ორგანიზმი მას უფრო მარტივად ითვისებს, რის გამოც შეგიძლიათ უფრო მეტი სიხშირით მიირთვათ, მაგრამ მომზადებისთანავე. მომდევნო დღეს ქათმის გათბობით შეცვლით ცილის სტრუქტურას, რაც თავის მხრივ საჭმლის მონელების პრობლემებს იწვევს. ქათამი უფრო მეტ პროტეინს შეიცავს, ვიდრე წითელი ხორცი და მისი მიღება სასურველია ცივად.
5. სოკო
მსოფლიოში სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50 სახეობა. უძველესი დროიდან სოკო შეუცვლელი იყო ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე, განსაკუთრებით მარხვის დროს. სოკო შეიცავს ძალიან ბევრ ცილას. საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო ბ ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს, კალიუმს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს. ზემოთჩამოთვლილი სიკეთეების მიუხედავად, გაცხელებულ სოკოს შეუძლია ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს. სოკოში შემავალი ლიპოიდები, ფოსფატიდები და ეთერზეთები, ხელმეორედ გაცხელების შემთხვევაში, გულისა და ნაწლავებისთვის ნამდვილ შხამად იქცევა. გირჩევთ, რომ სოკო მომზადებისთანავე მიირთვათ. თუ სოკოს დაგემოვნება მოგვიანებით მოგინდათ, გაცხელების გარეშე მიირთვით. ამით გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ თავიდან.