თეგებით ძიება

5 რამ, რაც 2021 წელს სამზარეულოდან უნდა მოაცილოთ

შეიძლება ამაზე წარმოდგენა არ გაქვთ, მაგრამ თქვენს სამზარეულოში შეიძლება იყოს ხუთი რამ, რასაც წლის ბოლომდე სინანულის გარეშე უნდა გამოეთხოვოთ.

მოდა ერთ ადგილზე არ დგას. ის, რაც გუშინ აქტუალური იყო, ახალი წლის დაწყებისთანავე უინტერესო და ზედმეტი ხდება. დიახ, ცვლილებები არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიაზე, არამედ ინტერიერის დიზაინზეც გავლენას ახდენს.

არაფუნქციური საგნები
არც თუ ისე შორეულ წარსულში, როდესაც სამზარეულო განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ვერ დაიკვეხნიდა, თვითგამოხატვის ძირითად საშუალებას სხვადასხვა აქსესუარები წარმოადგენდნენ: ბროლი (რომელიც არასოდეს გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ, რადგან მყიფე და არაპრაქტიკული იყო), იატაკის ნათურები, სხვადასხვა ფიგურები, საწოლის მაგიდები და ლარნაკები. ახლა იმისთვის, რომ გამორჩეულიყო, ეს ყველაფერი საჭირო აღარ არის. ამიტომ, უმჯობესია ყველა არაფუნქციურ ნივთს დაემშვიდობოთ, რომელთა „სარგებელი“ მხოლოდ მტვრის შეკრებაში მდგომარეობს. თუ ამ ნივთების ნაწილი განსაკუთრებით გიყვართ და ვერ ელევით, ჯობია კარადაში შეინახოთ ან ავეჯის ჟალუზების მიღმა დამალოთ.

მკვეთრი, „მყვირალა“ ფერები
კაშკაშა მწვანე ჭურჭლის ნაკრები ან ვარდისფერი, „სტვენია“ ჩაიდანი ძალიან ლამაზად და მხიარულად გამოიყურება, მაგრამ არა 2021 წელს. ბოლო წლების ფერების პალიტრა ბუნებრივმა, პასტელურმა ტონებმა დაიპყრო და სწორედ ეს ფერები დაამატებენ მიანიჭებენ თქვენს სამზარეულოს ელეგანტურ აქცენტებს.

ოქროს ავეჯის სახელურები
რა თქმა უნდა, სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ ისინი მართლაც ოქროთია დაფარული. როცა ასეთი „მდიდრული“ აქსესუარი დაპრესილი ნახერხისგან დამზადებულ ავეჯზეა დამაგრებული, ის აუცილებლად თავიდან უნდა მოიცილოთ. უპირატესობა თითბერს, ბრინჯაოს ან სპილენძს მიანიჭეთ. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გადაწყვეტილება იქნება ფასადები სახელურების გარეშე - ისინი ელეგანტურად გამოიყურებიან, ადვილად იწმინდებიან და სრულიად უსაფრთხოა.
მნივნელოვანია, რომ მინიმალისტური ფასადები ხშირი გამოყენებით არ ზიანდებიან. მაშინაც კი, თუ გამუდმებით სველი ხელით აღებთ კარს და გამუდმებით საწმენდი საშუალებებით წმენდთ. კარგი ფასადი, განსაკუთრებით თუ აკრილისგანაა დამზადებული, პირვანდელ სახეს მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

პლასტმასის საჭრელი დაფები
მათ არაფერი სჭირთ, უბრალოდ გვინდა, რომ სამზარეულო უფრო თანამედროვე გავხადოთ. ასე, რომ დაემშვიდობეთ პლასტმასის დაფებს და შეარჩიეთ ნატურალური ხისგან დამზადებული დაფები. სასურველია ისეთი ხის ჯიშები შეარჩიოთ, როგორიცაა მუხა, წიფელი, აკაცია, ბამბუკი. მათ წყლის არ ეშინიათ და საკვების სუნს არ იწოვენ, მაგრამ მთავარია, რომ ხის დაფებს ბუნებრივი ნოტები შეაქვთ სამზარეულოში, და სახლს გაცილებით მყუდროდ აქცევენ.

მძიმე ფარდები
თუ სამზარეულოში დაძინების მოყვარული არ ხართ, უმჯობესია სქელი ფარდები აგარაკზე წაიღოთ ან სკივრში შეინახოთ, სანამ მოდაში დაბრუნდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა