ფახლავა
ფახლავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები ცომისთვის:
ფქვილი-300გრ
წყალი-140მლ
ზეთი-30მლ
ვანილი
გამაფხვიერებელი-1/2ჩ/კ
მწიკვი მარილი
ფენებს შორის წასასმელად:
მარგარინი-100გრ
გულსართისთვის:
ნიგოზი-150გრ
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი,ვანილი,მარილი,ზეთი,წყალი და მოვზილოთ ცომი. ხელით დავამუშაოთ მინიმუმ 5 წთ.ჩავდოთ პარკში და მოვასვენოთ 20წთ. შემდეგ კი გავყოთ 8 ნაწილად და თითოეული გავაბრტყელოთ ზეთწასმულ ზედაპირზე. 22 სმ დიამეტრის ფორმას წაუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ ერთი ფენა, წაუსვათ დამდნარი მარგარინი და ასე გავიმეოროთ ყველა ფენაზე. მეოთხე ფენის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავფაროთ ისევ ცომით, ისევ წავუსვათ ცხიმი და ასე ბოლომდე. ანუ ნიგოზს ვაყრით მხოლოდ 4 ფენა ცომის შემდეგ.ზემოდანაც წაუსვათ მარგარინი, დავჭრათ პორციებად და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
სიროფისთვის:
შაქარი-150გრ
თაფლი-1 1/2 ს/კ
ლიმონის წვენი-1ს/კ
წყალი-100მლ
სიროფი:
შაქარს დავამატოთ თაფლი,წყალი და შევდგათ ცეცხლზე. მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ კი ვხარშოთ 7 წთ. ბოლოს ჩავამატოთ ლიმონის წვენი.
მზა, ცხელ ფახლავას მოვასხათ მდუღარე სიროფი, შუაგულში და გვერდებზე მოვაყაროთ ნიგოზი.
რეცეპტის ავტორი ზიზი ბერაია.