რა ემოციები ჭარბობს თქვენში - ტესტი
ემოციები იმდენად მნიშვნელოვანია, ამის გაცნობიერება აუცილებელიცაა, რადგან ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, თუ როგორ ვურთიერთობთ, ვქმნით თუ ვყიდით, საერთო ჯამში ყოველივე დაფუძნებულია ჩვენს ემოციებზე.
გაუაზრებლად თუ გააზრებულად, ადამიანებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ემოციების მიღება, მზად არიან იყიდონ კონცერტის ბილეთები, გადაიღონ და უყურონ ძვირადღირებულ ფილმებს, გასართობ - ცენტრებს ეწვიონ, იყიდონ ტანისამოსი, რაც ძალიან მოსწონთ და შთააგონებს, იყიდონ ძვირადღირებული მანქანა, სახლი და ასე შემდეგ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამით სიხარულის განცდა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე... რადგან ხშირად ადამიანი ფიქრობს, "აი მექნება სახლი, ბიზნესი, კარგი ანაზღაურებით სამსახური და შინაგან სიმშვიდესა, ჰარმონიას და ბედნიერებას მოვიპოვებ“, მაგრამ ესე არ ხდება...
რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენს შინაგან მდგომარეობას საგნებით ვერ ამოავსებ, ეს არის დამოუკიდებელი სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გარე ფაქტორებზე არც უნდა იყოს დამოკიდებული და ზუსტად ეს მდგომარეობა აყალიბებს ადამიანში შინაგან ძალასა და საყრდენს!
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე, ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა ემოციები ჭარბობს თქვენში.
ინტუიციურად აირჩიეთ ფოტო და შემდეგ ნუმერაციის მიხედვით იხილეთ პასუხები:
1. თქვნი ემოცია არის მიმტევებლობა.
ეს ემოცია ადამიანს ეხმარება მიმართოს ღმერთს დახმარებისთვის, რადგან მას ვისაც შეუძლია იყოს მიმტევებელი, ღმერთთან ყველაზე ახლოს არის. ეს ემოცია ეხმარება ადამიანს იყოს სუფთა და უკეთესი, რომელიც ავსებს ნათელი ენერგიით. მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლია პატიება, ამიტომ ვინც სწავლობს პატიებას ის ადამიანი ძლიერი ხდება. ესეთ ადამიანს კი ღმერთი ყველაფერში ეხმარება, ნებისმიერ მოქმედებაში და ქცევაში, მასთან მოდის დროულად - დროული ინფორმაცია და ყოველთვის საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდება ხოლმე.
2. თქვენი ემოცია არის სიმშვიდე
როდესაც ადამიანი შინაგან შფოთვას, შიშს, ეჭვებს განიცდის, რათქმაუნდა ეს ემოციები მის ცხოვრების ხარისხზე აისახება, რადგან ეს ემოციები იწვევს ენერგიის გადინებას და შესაბამისად ფოკუსირება დადებით მოვლენებზე ადამიანს უჭირს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნო სიმშვიდე ყველა სიტუაციაში, რადგან მშვიდი გონებით ადამიანი ქმნის ნათელ ხვალინდელ დღეს და მომავალს. სიშმვიდე ეს არის თავდაჯერებულობის საწინდარი, რადგან მშვიდი გონებით და მდგომარეობით ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, დღევანდელი სწორ გადაწყვეტილებას კი მოაქვს სწორი ნაბიჯები, რაც ეხმარება ადამიანს სასურველი ცხოვრების შექმნაში.
3. თქვენი ემოცია არის შექმნა
ეს ემოცია ადამიანს აძლევს უნარს იფიქროს გენიალურად და შექმნას გენიალური. როდესაც ღამე იღვიძებს ადამიანი და ფიქრობს რა შექმნას ისეთი, რითაც სხვა ადამიანებსაც დაეხმარება. ეს არის იმდენად სავსე ემოციური მდგომაორეობა, როდესაც ხვდები, რომ ადამიანად დაიბადე და უნდა იცხოვრო ისე, რომ შენი კვალი დატოვო სამყაროს გაუმჯობესებაში. ასეთ ადამიანს დრო არ აქვს განცდებისთვის და გაუბედაობისთვის, ის მხოლოდ მოტივირებულია, რომ ის ინფორმაცია რაც მისი გენიალური იდეებიდან დაიბადა, ისეთი სისტემური გახადოს, რომ ირგვლივმყოფები გააოცოს სასიამოვნოდ და მისი ღირებულება ამ სამყაროში კიდევ უფრო გაზარდოს.
4. თქვენი ემოცია არის სიჩქარე
ხშირად ადამიანი თვითონ ამუხრუჭებს საკუთარი ცხოვრების რითმს, რადგან არ ყოფნის ენერგია და ძალა, გაიხსნას სწრაფი რითმისთვის. როდესაც ცხოვრების ნაკადშია და მოდის მოვლენები და სიტუაციები ერთმანეთის მიყოლებით, ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი ანელებს ამ ტემპს.
თუმცა თქვენი ტემპი ელვასავით არის, როდესაც ცხოვრების ამ ტემპით სიამოვნებას იღებთ, რაკეტასავით მაღლა და წინ მიიწევთ და საწვავის მაგივრად კი საკუთარი ენერგია და ძალა გაქვთ.
5. თქვენი ემოცია არის სიყვარული
სიყვარულით სავსე ხართ, სიყვარული კი გეხმარებათ იყოთ მსუბუქი, რადგან ფრთებს გასხავთ და ფრენის უნარს გაძლევთ.
სიყვარული - ცხოვრების მიმართ
სიყვარული - ადამიანების და ღმერთის მიმართ
საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარული, გიყვართ და გიხარიათ ყოველი დღე, როდესაც ხვდებით, რომ ამ ქვეყნად მოხვედით იმისათვის, რომ ჩაეხუტოთ მთელ სამყაროს და უთხრათ თუ როგორ გიყვართ და ყოველივე გახარებთ.
ზუსტად ეს სიხარული სასწაულებს ახდენს თქვენს ყოველდღიურობაში, რადგან თქვენ ხართ სიყვარულის წყარო, ასეთი ადამიანი კი მაგნიტივით იზიდავს ბედნიერებას.
6. თქვენი ემოცია არის სიკეთე
სიკეთე თქვენთვის სიძლიერეა, რადგან ხვდებით, რომ არ გაშინებთ ბოროტება და ტკივილი და ღრმად გწამთ, რომ ,,სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს“
ასეც არის, რადგან როდესაც თქვენი კეთილი გულით და საქციელით სხვას ახარებთ, ამით სხვა ადამიანს უმყარებთ რწმენას სიკეთის ფასეულობაზე, სხვა ადამიანი აუცილებლად წავა და მოყვება თქვენს გმირობაზე და კიდევ ბევრ სხვა ადამიანს გაუმყარებს ადამიანებისა და ღმერთის მიმართ რწმენას.
სიკეთე ეს არის ის ემოცია, როდესაც ადამიანს იმდენი აქვს გამუდმებით უზიარებს სხვებს და სიკეთე კი გადამდებია, ამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული ხართ თქვენ სამყაროსთვის.
7. თქვემი ემოცია არის ემპათია, გაგება და თანაგრძნობა.
არ პასუხობთ ბოროტებას ბოროტებაზე, მაგრამ თქვენ გაქვთ უნარი დაიცვათ საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები.
პატივს სცემთ ადამიანის თავისუფლებასა და მის ნებას, გრძნობთ სხვას რა აწუხებს და ტკივა, თქვენ ხართ ადამიანური და მგრძნობიარე, მაგრამ სხვის ტკივილში არ იყვინთებით, რადგან გააზრებული გაქვთ, რომ ამით სხვას ვერ დაეხმარებით, მხოლოდ მოქმედებებით და ქცევით შეგიძლიათ უბიძგოთ ადამიანს გადავიდეს ცხოვრების ახალ ეტაპზე, თქვენი მხარდაჭერით ამას იოლად ახერხებთ.
8. თქვენი ემოცია არის სიხარული.
აუცილებელია ადამიანმა ისწავლოს მიზეზის გარეშე სიხარული, რადგან სიხარული ეს არის ემოცია, როდესაც უმიზეზო სიხარულს ბევრი მიზეზი ეძლევა, რადგან თვითონ მდგომარეობა იზიდავს სასიხარულო მოვლენებს, თქვენში კი არის ეს ემოცია "წყნარი სიხარული“ როდესაც უყურებ შენს თავს, ოჯახს, მეგობრებს და გიხარია. გახარებს ყოველი დღე და ხარ უდარდელი, როგორც ბავშვობაში, როდესაც სერიოზული საქმეები და საზრუნავი არ გღლიდა და ბავშვური სიხალისე და წყნარი სიხარული გაძლევს ენერგიას და სტიმულს შექმნა მეტი შენს ცხოვრებაში და ირგვლივ მყოფებსაც გაუზიარო ეს პოზიტივი.
ამიტომ გიხაროდეთ და ყოველთვის შეინარჩუნეთ ბავშვური სიხალისე.
9. თქვენი ემოცია არის ჰარმონია - ძლიერი სული
თქვენში ზუსტად ეს მდგომარეობა წარმოქნის სიძლიერესა და სიმყარეს, რომელიც შინაგანად ანათებს, უყურებ ამ დროს ადამიანს და ფიქრობ ,,ღმერთო როგორ ანათებს“ ასეთ ადამიანში ოდნავ სიბნელეც თუ გამოჩნდა, მაშინვე შეამჩნევენ, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ძლიერი სულის დახმარებით ყოველივეს ნათელ ენერგიად გარდაქმნა და ტრანსფორმაცია. ეს უნარი მოგეცათ ღმერთისგან, რადგან სამყარომ ჩაგიფიქრათ ,,როგორც მანათობელი სული“ რომელიც სხვა ადამიანებისთვისაც გზისმაჩვენებელია.