თეგებით ძიება

რამდენად გიყვარს საკუთარი თავი - ტესტი ქალებისთვის

საკუთარი თავის შეცნობას და შესწავლას ადამიანი მიყავს საკუთარი თავის მიმღებლობასთან. რას ნიშნავს საკუთარი თავის მიმღებლობა?!

როდესაც საკუთარ თავს იღებ შენი სუსტი და ძლიერი მხარეებით, ნათელი, პოზიტიური და ნეგატიური ემოციებით, ჩვევებით და აცნობიერებ, თუ რა გიშლის ხელს გიყვარდეს და მიიღო შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ სინამდვილეში... რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია, ბოლოსდაბოლოს "შენ ხარ შენ“ და რადგან მოევლინე ამ ქვეყანას უკვე იმსახურებ შეიყვარო შენი თავი და შენი ცხოვრება.

მითუმეტეს ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უყვარდეს და იღებდეს საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს, რადგან საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება განაპირობებს მის ცხოვრების ხარისხს, მის თავდაჯერებულობის ხარისხს, წარმატებასა და საპირისპირო სქესის მხრიდან ინტერესესს.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე, ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ძალიან საინტერესო, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ "რამდენად გიყვარს საკუთარი თავი“

რამდენად გიყვარს საკუთარი თავი - ტესტი ქალებისთვის


აირჩიეთ ინტუიციურად ფოტო და პასუხები იხილეთ ნუმერაციის მიხედვით:

1. სრულყოფილების სურვილი
დიახ გიყვართ თქვენი თავი ნამდვილად, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც თქვენს სხეულთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ თქვენს სხეულთან, გამუდმებით მიილტვით მისი გაუმჯობესებისკენ, თითქოს რაღაც არ გაკმაყოფილებთ, შესაძლოა სპორტითაც ხართ დაკავებული,
თუ მიიღებთ თქვენი სულის ტაძარს - სხეულს ბოლომდე, ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის ბოლომდე მიღებაში.

2. უპირობო სიყვარული
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება საკუთარ შინაგან ბავშვთან- გოგონასთან. მშვენივრად გამოგდით მისი გახარება სასიამოვნო სიუპრიზებით, სინაზესა და დადებით ემოციებს ჩუქნით, აქედან გამომდინარე გულწრფელ ემოციებს განიცდით, აძლევთ საკუთარ თავს იტიროთ, გიხაროდეთ, იოცნებოთ და ჩუქნიდეთ უპირობო სიყვარულს საკუთარ თავსა და სხეულს.

3. სანახევროდ სიყვარული
საკუთარი თავის სიყვარულში ხელს გიშლით შიშები, ბოლომდე არ გესმით საკუთარი თავის, ეს ყოველივე კი მოდის ქვეცნობიერიდან დაუმუშავებელი ტრამვიდან გამომდინარე, ამიტომ პერიოდულად ეს ემოციები ამოტივტივდება ხოლმე, თუ იმუშავებთ ამ კუთხით თქვენ შეძლებთ არა სანახევროდ გიყვარდეთ არამედ სრულყოფილად მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი.

4. სიყვარულის გაცნობიერება
სულ ახლახან დაიწყეთ საკუთარი თავის შეყვარება და ამის გააზრება, ასე ვთქვათ პირველ ნაბიჯებს დგავთ საკუთარი თავის შესწავლისკენ და სიყვარულისკენ, რადგან მანამდე დაგღალათ საკუთარი თავთან ბრძოლამ და ზუსტად ამ მდგომარეობამ მოგცათ იმის გაცნობიერება, რომ დროა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ და თქვენ ნამდვილად გამოგდით, რადგან სიყვარული ლამობს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლას.

გისურვებთ გეპოვოთ და აღმოგეჩინოთ საკუთარ თავში უშრეტი უპირობო სიყვარული, რადგან მას ვისაც საკუთარი თავი უყვარს აქვს უნარი უყვარდეს ირგვლივმყოფები და მთლიანად მთელი სამყარო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა