9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. თუ გადაწყვეტილება მიიღეთ, ნუ შეჩერდებით და არაფერმა დაგაეჭვოთ - პირველი ვარიანტი ყველაზე სწორი აღმოჩნდება. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და გაუმართლებელ ხარჯებს მოერიდოთ. ერიდეთ უცხო ადამიანებს - მათი მხრიდან მოსალოდნელია აგრესია.
კურო
მზად იყავით ფორსმაჟორული სიტუაციებისათვის, რომლებიც თქვენგან სასწრაფო მოქმედებებს მოითხოვს. ერიდეთ ავტომობილით მგზავრობას,რადგან გამორიცხული არ არის გაუთვალისწინებელი ავარიული სიტუაციები და შეფერხებები.
ტყუპები
ყოველ დღე უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ თუ ზედმეტად რთულ ამოცანებს არ დაისახავთ. ვარსკვლავები გირჩევენ აქტიურად გააფართოვოთ ნაცნობების წრე, უარი არ თქვათ დაპატიჟებაზე და მეგობრულ წვეულებებზე, სადაც შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.
კირჩხიბი
ფულის გამომუშავების ახალ შესაძლებლობებს სიფრთხილით მოეკიდეთ - შესაძლოა, პირიქით მოხდეს და ყველაფერი დაკარგოთ. ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას იმ ადამიანებთან, რომლებიც გიყვართ. შესანიშნავი დროა მეგობრული ურთიერთობებისთვის. ამ დღეებში გაძლიერდება ოჯახური კავშირები, რომლებშიც მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
ლომი
შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, მომავალში ადვილად განხორციელდება. დღის მეორე ნახევარში გარიგების დადბასთან დაკავშირებული სარისკო სიტუაცია გელით, რომელიც აუცილებლად თავიდან უნდა აიცილოთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რაღაც უფრო ლამაზში და რომანტიკულში გადაიზარდოს.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია მცირე კამათი და ოჯახური პრობლემები. გირჩევთ თქვენს საქმეებზე უცხო ადამიანებთან ნაკლები ისაუბროთ, რადგან შეიძლება ვიღაცამ თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. სამსახურში მოსალოდნელია ხელფასის მომატება. საღამო ხელსაყრელია ოჯახური საქმეების მოგვარებისა და სახლის კეთილმოწყობისთვის.
სასწორი
გირჩევთ ეს დღე წვრილმანი საოჯახო და სამსახურეობრივი საქმეების მოგვარებას დაუთმოთ, რომლებიც დიდი ხანია, თაროზე გაქვთ შემოდებული. თუ შვებულებაში წასვლას აპირებთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობებისთვის, მაგრამ რემონტის დაწყება ჯერ არ ღირს. მეუღლესთან მნიშვნელოვან თემაზე საუბრის შემდეგ თქვენი ურთიერთობა გამყარდება.
მორიელი
საკუთარ თავზე ძალიან ბევრ ვალდებულებას ნუ აიღებთ, თორემ პირველივე ნახევარში გამოიფიტებით და საქმის დასრულებისთვის ენერგია აღარ გეყოფათ. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როცა ადამიანებთან საერთო ენას ვერ იპოვით. ამ დროს ეცადეთ კომპრომისი მონახოთ. მგზავრობის დროს გამორიცხული არ არის შეფერხებები.
მშვილდოსანი
ბევრ მშვილდოსანს სხვისი საკეთებელი საქმეებისკეთება და სხვისი მოვალეობების შესრულება მოუწევს. რა თქმა უნდა, კოლეგას შეიძლება დაეხმაროთ, მაგრამ თქვენი გამოყენების უფლება არავის უნდა მისცეთ. საღამოს შეიძლება ერთ – ერთ ახლობელს თქვენთან ურთიერთობის გარკვევის სურვილი გაუჩნდეს. პროვოკაციას ნუ აჰყვებით. ეს დღე კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და რომანტიკული ნაცნობობისთვის.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ მეტი ყურადღება მიაქციოთ უკვე არსებული პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას და ახალი ურთიერთობების შექმნას. ამ დღეს თქვენი ყურადღება მთლიანად ფინანსურ საქმეებზე და სამსახურეობრივ ავტორიტეტზეა გადატანილი. მათ, ვინც დამატებით სამუშაოს ეძებს, ყურადღება ინტერნეტ პორტალებზე უნდა გაამახვილონ.
მერწყული
ამ დღეს ნებისმიერ საქმეზე იმაზე მეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე ელოდით. ხელსაყრელი დროა თანამოაზრეთა გუნდთან ერთად მუშაობისთვის. საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ იმიჯის შეცვლაზე იფიქროთ, რადგან ეს როგორც სამუშაო ურთიერთობებზე, ასევე პირად ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
თევზები
ამ დღეს ეცადეთ დატვირთვას წორად გადაანაწილეთ, თორემ საღამომდე ისე გადაიღლებით, რომ საკუთარი გეგმების დავიწყება მოგიწევთ. მეგობრებს ან ოჯახის წევრებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდებათ. თუ ძვირადღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, დღეს ამისთვის ყველაზე შესაფერისი დღეა.