თეგებით ძიება

რატომ უნდა ვაწარმოოთ დღიური „დაბნელების დერეფანის“ დროს? - ასტროლოგები გვირჩევენ

„დაბნელების დერეფანი“ ეწოდება პერიოდს, როდესაც ციური მნათობების ორი დაბნელება დროის მოკლე პერიოდში ხდება. მაგალითად, 30 ნოემბერს იყო მთვარის დაბნელება და უკვე 14 დეკემბერს მზის დაბნელება მოხდა. ამ ორ მოვლენას შორის არსებული ორკვირიანი „დერეფანი“ სწორედ ის პერიოდია, რომელმაც ადამიანის ცხოვრება შეიძლება მთლიანად შეცვალოს.

ყველაზე რთული პერიოდია სამი დღე დაბნელებამდე, დაბნელების დღე და სამი დღე დაბნელების შემდეგ,რომელსაც დაბნელების აურა ქვია. ამ პერიოდში ზოდიაქოს ყველა ნიშანი გრძნობს დაღლილობას, სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას, გაღიზიანებას და ნერვიულობას. თუმცა, ზოგჯერ პირიქით ხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ამა თუ იმ ადამიანზე დაბნელება: ვიღაცისთვის ის ენერგიის მოზღვავებასთან და აქტიურობასთან ასოცირდება, თუმცა ეს აქტიურობა ყოველთვის ჯანსაღი და პოზიტიური არაა.

ამ პერიოდის განმავლობაში:
მატულობს არასტაბილური და უკონტროლო ემოციები,
არასასიამოვნო შიდა მდგომარეობა,
ეჭვიანობა,
დაძაბულობა,
კონფლიქტური სიტუაციები
ასეთ ნეგატიურ ეფექტებს ძალიან ხშირად სწორედ დაბნელების აურა ან დაბნელების დერეფნის ენერგია იძლევა, ამიტომ კარგია, რომ „დაბნელების დერეფანი“ დამთავრდა, თუმცა ყველაფერი არ დასრულებულა.

გახსოვდეთ, რომ ყოველი დაბნელება საფუძველს უყრის სამომავლო ცხოვრებისეულ მოვლენებს!

„დაბნელების დერეფნის“ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ყველა ფიქრი და ემოცია შესაძლოა გახდეს თქვენი რეალობა დაბნელებიდან 6 ან 18 თვის შემდეგ‼
სწორედ ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყოველი „დაბნელების დერეფნის“ მანძილზე დღიური ვაწარმოოთ. ჩავიწეროთ ყველაფერი, რაც ამ დროს მოხდება, რადგან ყველა ეს მომენტი 18 თვის მანძილზე განმეორდება, მხოლოდ უფრო მასშტაბური ფორმით.

2020 წელი დაბნელებების თვალსაზრისით „გულუხვი“ აღმოჩნდა. წელი „დაბნელების დერეფანში“ დაიწყო - 2019 წლის 26 დეკემბერს გვქონდა მზის დაბნელება, ხოლო 10 იანვარს - მთვარის. ზაფხულში კიდევ გავიარეთ დაბნელების დერეფანი: 5 ივნისს მთვარის, 21 ივნისს მზის და 5 ივლისს ისევ მთვარის. შემდეგ 30 ნოემბერს მთვარის და 14 დეკემბერს მზის სრული. 2021 წელს კი მხოლოდ 4 დაბნელება გვექნება.

2021 წლის მაისის ბოლოს, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე განლაგდებიან, ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის კონუსში შევა და ცაზე მთვარის სრულ დაბნელებას ვიხილავთ.

2021 წლის 10 ივნისს მთვარის დაბნელებიდან ორი კვირის შემდეგ, მთვარე, მზე და დედამიწა ისევ ერთ ხაზზე განლაგდებიან, თუმცა ამჯერად, მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა და მზის დაბნელებასთან გვექნება საქმე.

ნოემბრის მესამე კვირა დასრულდება შთამბეჭდავი მოვლენით, რომელსაც მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ეწოდება. იგი საკმაოდ გავს მთვარის სრულ დაბნელებას, თუმცა მთვარის მცირე ნაწილის დანახვას მაინც შევძლებთ.

ასე, რომ დაიწყეთ დღიურის წარმოება, ჩაიწერეთ ყველაფერი უმიცირეს დეტალებამდე და ეს ეს ჩანაწერები მომავლის სამაგიდო წიგნად გამოიყენეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა