10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თუ გსურთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, უნდა გაბედოთ და წარმატებას მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ უამრავი საინტერესო საქმიდან თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო აირჩიოთ. შეგიძლიათ ოჯახის წევრების, ერთგული მეგობრების, თანამოაზრეების და ავტორიტეტული ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
კურო
ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეების წარმატებით დასრულებას ადვილად შეძლებთ. ენერგიით სავსე ხართ, მთავარია, სწორად გადაწყვიტოთ სად უნდა მიმართოთ ეს ენერგია და რომელ სფეროში წარმატება გჭოირდებათ ახლა ყველაზე მეტად. ბუნებაში გასეირნება სტრესის მოხსნაში და სულიერი სიმშვიდის მოპოივებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ამ დღეს დიდი ცვლილებების იმედი არ უნდა გქონდეთ. ამის ნაცვლად, სჯობს პრიორიტეტების განსაზღვრა და სამომავლო გეგმების შედგენა დაიწყოთ. სანამ მაღაზიაში წახვალთ, იმ ნივთების სია შეადგინეთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ, თორემ შეიძლება ფული უსარგებლოდ დახარჯოთ, რაც ამჟამად არასასურველია - ფინანსური პრობლემები არაფერში გჭირდებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
კირჩხიბი
მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - ჯერჯერობით უცნობია, ეს აჩქარება რას მოგიტანთ. ეცადეთ დღევანდელი დღით იცხოვროთ და იმით ისიამოვნოთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს ოჯახური საქმეებით არ გადაიღალოთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ.
ლომი
ეცადეთ, რომ ეს დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებებით შეავსოთ. სასურველია, დილა მეგობრებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან. გირჩევთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ - ახლა ფინანსური პრობლემები არაფერში გჭირდებათ.
ქალწული
შესაძლებელია შინაგანი წინააღმდეგობა იგრძნოთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევაზე უარი თქვათ. აკონტროლეთ საკუთარი თავი და აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოთ, ხოლო რა გზით თავად გადაწყვიტეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო არაა.
სასწორი
მძიმე და საშიში დღეა. გირჩევთ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების ზომებს მიაქციოთ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ნათესავებთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ, თუნდაც მათთან ნაჩხუბარი იყოთ. ფრთხილად იყავით - საღამოს თქვენს შორის ურთიერთობა შეიძლება ისევ დაიძაბოს. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ.
მორიელი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დღე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ. ნუ გარისკავთ იმით, რაც თქვენთვის ძვირფასია. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინოთ და წვრილმანებზე თავადაც არ გაღიზიანდეთ. გირჩევთ, უარი თქვათ იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, ვისაც არ ენდობით. ამ შემთხვევაში ინტუიცია ნამდვილად არ გღალატობთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გვირჩევენ, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ საქმეებისა და პრობლემების შესახებ. თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეავსოთ თქვენი ენერგორესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს დღეებში პრობლემებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. დღეს კი მხოლოდ მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნაზე და დასვენებაზე უნდა იფიქროთ.
თხის რქა
ეცადეთ არ გამოტოვოთ ღონისძიება, რომელმაც შეიძლება თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინოს. მაშინაც კი, თუ ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობთ და უბრალო სტუმრად მიგიწვიეს, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ეს თქვენი იღბლიანი დღეა! არ არის გამორიცხული ახალი, რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთიბაში გადაიზრდება. ამ დღეს ვალის აღებას და ფულის გასესხებას უნდა მოერიდოთ.
მერწყული
ეცადეთ, რომ ემოციებმა შეცდომა არ დაგაშვებინოთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა უნდა გქონდეთ. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და ეცადეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. რთხილად იყავით, შეიძლება საყვარელი ადამიანები დაუმსახურებლად შეურაცხყოთ. მაშინაც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ეცადეთ სხვისი აზრი მოისმინოთ და გაითვალისწინოთ.
თევზები
სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, ეცადეთ ყველა მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ. ისეთი საქმით დაკავდეთ, რომელიც ცუდი აზრის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა და ძველი კავშირების განახლება. ნათესავებთან ურთიერთობისას უმჯობესია მოლოდინის რეჟიმი აირჩიოთ.