11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სამსახურში ყველაფერი შესანიშნავადაა! კონკრეტულ მიზნებს დაისახავთ და თანდათანობით განახორციელებთ. თუ ძველი საქმეები დაგიგროვდათ, რომლებსაც ყოველთვის სამომავლოდ ინახავდით, ახლა მათი დასრულებისთვის ხელსაყრელი დროა. ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ საქმეს პირველივე ცდაზე გაუმკლავდებით.
კურო
ამ დღეს ზოგიერთი პრობლემა თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს. თუ ახალი ბიზნეს-წინადადება მიიღეთ, მხოლოდ ინტუიციას ნუ ენდობით, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ პერსპექტივები შეაფასოთ. ძველ მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრები გელით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა განვითარდეს.
ტყუპები
ეს დღე ისე გაფრინდება, რომ ვერც შენიშნავთ. საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ, უმჯობესია, სამომავლოდ გადადოთ. სანამ ვინმეს სიტყვას დაიჯერებთ, ეცადეთ ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. ეცადეთ უფროს ნათესავებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული მოკრძალება გამოიჩინოთ და მათთვის საკუთარი იდეების თავზე მოხვევა არ სცადოთ.
კირჩხიბი
ყურადღება გამოიჩინეთ ყველა შემოთავაზების მიმართ. შეიძლება თქვენგან სწრაფი და ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღებას ელიან. გირჩევთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენთვის მეორეხარისხოვანია, ნაკლები ყურადღება გაამახვილოთ. შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ ეცადეთ იყოს ნებისმიერი საკითხი მშვიდობიანად დაკომპრომისის გზით გადაწყვიტოთ.
ლომი
თქვენ ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ეცადეთ ნებისმიერი საქმე აუჩქარებლად და რაც მთავარია - ხარისხიანად შეასრულოთ. დღის პირველ ნახეწვარში მოსალოდნელია კოლეგებთან კამათი. ეცადეთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, რადგან თუნდაც მართალი იყოთ, გამარჯვება მათ დარჩებათ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაავადება შეიძლება გამწვავდეს.
ქალწული
შესანიშნავი დროა, რომ ადრე დაწყებული საქმეები წარმატებით დაასრულოთ. გირჩევთ, ნებისმიერი დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიოთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ. პირად ურთიერთობებში სირთულეები გელით. შესაძლებელია, ახლობელი ადამიანები დაუფიქრებელი სიტყვით შეურაცხყოთ. ფიზიკური დატვირთვა და სპორტი სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს სასურველია საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის სწორად განაწილების საშუალებით, მოკლე დროში ძალიან ბევრ საქმეს გაუმკლავდებით. კარგი დროა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. შესაძლებელია, ურთიერთობები იმ ადამიანებთან აღადგინოთ, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში საერთო ენის პოვნა გიჭირდათ.
მორიელი
ეცადეთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში შემოქმედების ელემენტები შეიტანოთ, თუმცაზომიერების გრძნობას ნუ დაკარგავთ. გირჩევთ ახალი ბიზნეს წინადადებების მიმართ სიფრთხილე გამოიჩინოთ. ნუ მიიღებთ მონაწილეობას ისეთ ღონისძიებებში, სადაც უმცირესი რისკი მაინც არსებობს. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობად ჩამოყალიბდება.
მშვილდოსანი
ძველი და კარგად ნაცნობი ამოცანების არასტანდარტული გზით გადაჭრის შემთხვევაში კარგი შედეგების მიღწევას შეძლებთ. მშვენიერი დროა სიახლეების, ექსპერიმენტების, ორიგინალური მეთოდების მოსინჯვისა და უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობისთვის. ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით.
თხის რქა
ნუ დაგეგმავთ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ან ემოციურ ძალას მოითხოვს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანის დახმარება, რომლის ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. დღის ბოლოს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
მერწყული
მშვიდი მუშაობისთვის ხელსაყრელი პერიოდია. სასურველია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არაფერი შეცვალოთ და არავის არაფერს დაპირდეთ. დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად, ძალიან დიდ დროს და ენერგიას დახარჯავთ და საღამოს თავს გადაღლილად და გამოფიტულად იგრძნობთ. ეცადეთ ძალების აღდგენის საშუალება მონახოთ.
თევზები
ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ „მთები ადგილიდან დაძრათ“, თუმცა ამის ნაცვლად, ჯობს დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეები დაასრულოთ. შეიძლება მალე ამის დრო აღარ გქონდეთ. ერიდეთ სხვისი ვა;დებულებების საკუთარ თავზე აღებას. კარგი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებთვის.