თეგებით ძიება

რაზე მიანიშნებს ქუჩაში ლითონის ფულის პოვნა?

ამბობენ, რომ ქუჩაში ნაპოვნი ნივთის სახლში შეტანა ცუდი ნიშანია. მართლაც, სხვისი ნივთი სხვა ადამიანის ენერგიის მატარებელია, რაც შეიძლება თქვენთვის საზიანო იყოს.

ჩინელებს სჯერათ, რომ მონეტების შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა. ჩინელი ნაპოვნ ფულს თილისმასავით ინახავს და დარწმუნებულია, რომ წარმატებას მოუტანს.

ითვლება, რომ მიწაზე დადებული მონეტა უზენაესი ძალების მიერ მპოვნელისთვის გამოგზავნილი ნიშანია, ხოლო კარგია ეს მინიშნება თუ ცუდი, ნაპოვნი მონეტის ნომინალზეა დამოკიდებული.

სტატისტიკის თანახმად, ადამიანები უფრო ხშირად პოულობენ მონეტებს, ვიდრე ქაღალდის ფულს. საქმე ის გახლავთ, რომ მონეტა უფრო დიდხანს ძლებს და მეტ ყურადღებას იპყრობს. მონეტა შეიძლება თქვენს კითხვაზე პასუხად იქცეს ან მოახლოვებულ მოვლენებზე მიგანიშნოთ. ყველაფერი დამოკიდებულია მონეტის ნომინალურ ღირებულებაზე, ამიტომ გავერკვეთ, რას მალავს თითოეული მათგანი.

1. მონეტა, რომელიც ერთიანთან ასოცირდება (1, 10)
თუ ასეთი მონეტა იპოვეთ, ცვლილებები გელით. ის ახლის დასაწყისს, ახალ იდეებსა და მიღწევებს განასახიერებს. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავდით, ეს მონეტა განიშნებთ, რომ დროა, საქმეს შეუდგეთ. პლანეტები განიშნებენ, რომ ამ საქმეში წარმატება გელით.

2. მონეტა, რომელიც ორიანთან ასოცირდება (2, 20)
ასეთი მონეტის პოვნა იმის ნიშანია, რომ საქმის მარტო კეთება უნდა დაასრულოთ და მოკავშირეები იპოვოთ. თუ გრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, ახლობელ ადამიანებს მიმართეთ. იფიქრეთ გარშემო მყოფ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაზე და ურთიერთგაგებაზე. შეინახეთ მონეტა იმის სახსოვრად, რომ ახლობლები ყოველთვის თქვენს გვერდით არიან.

3. მონეტა, რომელიც ხუთიანთან ასოცირდება (5,50)
ასეთი მონეტა მპოვნელს სულიერ განვითარებას პირდება. ეს რიცხვი ჩინურ სწავლებებში სიხარულის, სამყაროსა და ღვთიური ძალის სიმბოლოა. ის მიანმიშნებს 5 ყველაზე მნიშვნელოვან კურთხევაზე: სიმდიდრე, ბედნიერება, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, და პროგრესი, ამიტომ ასეთი მონეტის პოვნა დიდი წარმატებაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა