თეგებით ძიება

11-17 იანვრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებო, მიმდინარე კვირაში თქვენი ენერგეტიკა და შრომისუნარიანობა დაბალია. ახლა არ ხართ შრომის განწყობაზე. ამდენად, თავად გაურბიხართ საქმიან შემოთავაზებებს,ზოგადად კომუნიკაციას. ამ განწყობით მართლაც დასვენება და ძალების მოკრება უმჯობესია.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, თქვენს გარშემო გამოჩნდებიან თაყვანისმცემლები. მეგობრები და ახლო გარემოცვა ცდილობს თქვენს მოხიბლვას ლამაზი სიტყვებით, მლიქვნელური საქციელით. თუმცა, შემოთავაზებები შესაძლოა ნახევრად ყალბი იყოს.
ფინანსური-კარიერული საკითხებში თავს მყარად გრძნობთ. სტაბილურად ინარჩუნებთ მდგომარეობას. ან ზემდგომი, ავტორიტეტული ადამიანების დახმარებით იუმჯობესებთ კარიერას და შემოსავლებს.

კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: ენერგეტიკულად ხართ ძალიან ძლიერი და მიზანსწრაფული, ლიდერი და მმართველი. ახლა ხელგეწიფებათ გარშემომყოფების საკუთარ გავლენაში მოქცევა და საკუთარი მიზნების სრულყოფილად რეალიზება.
პირადი ურთიერთობების კუთხით, თქვენი მიმზიდველობა იმდენად მაღალია, რომ გარშემომყოფებს უჩნდებათ თქვენთან დაახლოვების სურვილი. შესაძლოა თავი შეგახსენოთ ძველმა ურთიერთობებმა. თუმცა, ახლა გულწრფელ გრძნობებს ვერ მიიღებთ.
ფინანსურ-კარიერული საკითხებს რაც შეეხება, ამ პერიოდში ზუსტად ისე წარიმართება თქვენი მიწიერი საკითხები, როგორც დაიმსახურეთ სამყაროსეული სამართლის მიხედვით. თუ თქვენს მიმართ იყო რაიმე კანონდარღვევა განხორციელებული, ყველაფერი აღდგება და დაგიბრუნდებათ. თუ თქვენ ჩაიდინეთ უსამართლობა, ამისი შედეგიც არ დააყოვნებს.

ტყუპები
ეს კვირა ძალიან კარგი პერიოდია თქვენთვის. გარემოც და შინაგანი სამყაროც დადებითი ენერგიით ვიბრირებს. ხართ აქტიური და კომუნიკაბელური, იწვევთ ადამიანების პატივისცემას. იმკით წინა პერიოდის შრომის შედეგებს.
პირადი ურთიერთობები: თქვენი მიმზიდველობა, თვითშეფასება, შარმი, ძალიან მაღალია. ხართ ყურადღების ცენტრში. ყველა სახის ურთიერთობაში ლიდერის ადგილს იკავებთ და ადვილად მართავთ სიტუაციას.
ფინანსური-კარიერული საკითხებს კუთხით, თქვენი საქმიანობისა და შემოსავლების ახალ ლეველზე გადასვლის დროა. ხდებით მაძიებელი, აღარ გაკმაყოფილებთ მიღწეული. თქვენი შინაგანი ხმა გკარნახობთ და მოგიწოდებთ ახალი მიზნებისაკენ, პროფესიონალიზმის განვითარებისაკენ სვლას.

კირჩხიბი
ახლა ერთგვარი შეჩერების პერიოდია თქვენთვის. შესაძლოა თქვენი გეგმების განხორციელება ოდნავ შეფერხდეს, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ჯობია მშვიდად დაელოდოთ უკეთეს პერიოდს და დაისვენოთ.
პირად ურთიერთობებში კარმული ამოცანების დროა თქვენთვის. სამყარო გიწყობთ გამოცდას გამძლეობაზე. ზოგ შემთავევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მტკივნეულ დანაკარგებს ურთიერთობაში. თუმცა, დაიკარგება ის, რამაც თავისი თავი უკვე ბოლომდე ამოწურა.
ფინანსური-კარიერული საკითხები: შედარებით არასტაბილური პერიოდი გაქვთ. შემოსავლები ან ნაწილ-ნაწილ შემოდის, ან შეფერხებით. დაპირებები და იმედები უფრო მეტია, ვიდრე რეალური დახმარება. თუმცა, სავსებით შესაძლებელია ამ ეტაპის გავლა სიმძიმეების გარეშე.

ლომი
ლომებო, ამ პერიოდში საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი ლიდერი ხართ, რაც ნიშანდობლივია, რადგან გიწევთ მენტალურ თავდაცვაში დგომა. ვლინდება თქვენი გონებრივი რესურსის, ან შრომის მითვისების ტენდენცია. თქვენი თავდაცვა ახლა თავდასხმაშია.
პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ემოციონალურად დახურული ხართ. არ ხართ გრძნობების გამომჟღავნების ხასიათზე. მოერიდეთ ღრმა ურთიერთობებს, რადგან თქვენი შინაგანი სიცივე ახლა ვერ იქონიებს სასიკეთო გავლენას ურთიერთობებზე.
ფინანსური-კარიერული საკითხებში თქვენთვის ფასეულობების გადაფასების დროა. ახლა ხართ საკუთარი თავის მსაჯული და მოძღვარი. ბევრი თქვენგანი აღმოაჩენს, რომ კარიერული ზრდისთვის სიახლეებია საჭირო. შესაძლოა გარემომაც შეცვალოს მოთხოვნები თქვენს მიმართ.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: საკმაოდ დატვირთული პერიოდია. ყველა მხრიდან ხართ მოთხოვნადი. ყველა თქვენი დახმარების იმედზეა. ეცადეთ მოახდინოთ საქმეების დელეგირება, რადგან მაღალია თქვენი სულიერი და ფიზიკური გადაღლის ალბათობა.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, კონფლიქტების ალბათობა მაღალია. კონკურენტები და მოწინააღმდეგეები არ ადუნებენ ყურადღებას. ერიდეთ საქმის გარჩევას, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას, ზოგადად აგრესიას.
ფინანსური-კარიერული საკითხებში მყარი პერიოდია. ყველაფერი მიდის თავის ჩვეული რითმით. თქვენი წარმატებულობა მზარდია. შესაძლოა კარიერული წინსვლა ზემდგომი პირის ხელშეწყობის შედეგად.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში უჩვეულოდ მიზანსწრაფული, ჯიუტი და მომთხოვნი ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ წარმატებით განახორციელოთ ყველა თქვენი ჩანაფიქრი. კარგად გამოგდით ადამიანების მანიპულირება და თქვენი მიზნებისათვის დაქვემდებარება.
პირადი ურთიერთობები: ვლინდება სიმკაცრე და მომთხოვნელობა თქვენი მხრიდან. ახლა დამსახურებულად ითხოვთ კუთვნილ ყურადღებასა და პატივისცემას. შესაძლოა მკაცრად და მტკივნეულად გადაჭრათ შეუმდგარი და გაწელილი ურთიერთობები.
ფინანსური-კარიერული საკითხები: ამ პერიოდში მიღწეული შედეგებით არ ხართ კმაყოფილი. თუმცა, მხოლოდ გარემოფაქტორები არაა თქვენი უკმაყოფილების მიზეზი. საჭიროა თვალი გადაავლოთ საკუთარ ქნედებებს და გამოავლინოთ დაშვებული შეცდომები.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: პასიურობის პერიოდი გაქვთ. ძალიან დაღლილი ხართ, დაბალია თქვენი გამძლეობა და შრომისუნარიანობა. თავად ერიდებით ყველაფერ საპასუხისმგებლოსა და სადავოს. ახლა უპრიანი იქნება მოდუნება და დასვენება.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში მაღალია თქვენი თვითშეფასება. გსურთ დასვენება, სიამოვნების მიღება და რელაქსი. ენერგეტიკულად მშვენივრად ახერხებთ ამ განწყობას მოარგოთ და დაუქვემდებაროთ გარშემოყოფები.
ფინანსური-კარიერული საკითხები: მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები. ზოგ შემთხვევაში კარიერული წინსვლა, გარკვეული ბონუსები ან მატერიალური საჩუქრები. განსაკუთრებით გაგიმართლებთ, თუ მოღვაწეობთ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: საკმაოდ არამყარი პერიოდია თქვენთვის. მაღალია მოტყუების, შეცდომაში შესვლის, მითვისების ალბათობა. ამ პერიოდში გმართებთ გაორმაგებული ყურადღება, ეჭვის შეტანა ყველა სარისკო თემასთან მიმართებაში.
პირადი ურთიერთობები: იმპულსური და არამდგრადი ხართ. შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული ფხუკიანობა თქვენი მხრიდან, რაც შემდგომისათვის არ ითამაშებს კარგ როლს. მოერიდეთ სარკასტულ გამოთქმებსა და აგრესიულ ქმედებებს.
რაც შეეხება ფინანსურ-კარიერულ საკითხებს, ახლა სტაბილური პერიოდია, თუმცა არაა რეკომენდირებული სიახლეების წამოწყება, ზოგადად ფინანსური საქმიანობა. უმჯობესია ეს პერიოდი გაატაროთ საკუთარ ოჯახში და მიხედოთ ოჯახურ კეთილდღეობას.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენთვის საკმაოდ უჩვეულო პერიოდია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არეული ხართ, ჩამოუყალიბებელი საკუთარ გეგმებში და მიზნებში. არჩევანის გაკეთება გიჭირთ. ამდენად, ახლა თქვენთვის დასვენებისა და ძალების მოკრების დროა.
პირადი ურთიერთობების კუთხით, თავს შეგახსენებთ წარსული ურთიერთობები, ასევე, მოსალოდნელია ახალი და საინტერესო ნაცნობობა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი შემოთავაზება.
ფინანსური-კარიერული საკითხები: სპონტანურად და დაუგეგმავად ხარჯავთ ფულს. ახლა ცდილობთ ასიამოვნით საკუთარ თავს და დროებით დაივიწყოთ თქვენი საფირმო გეგმაზომიერება. თუმცა, სამყარო გიცავთ ხიფათისა და დანაკარგებისაგან.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: შრომისა და დაღლის პერიოდი გაქვთ. სახლში, სამსახურში ბევრს გთხოვენ და გავალებენ. გიწევთ თავდაცვაში დგომა და საკუთარი ინტერესების დაცვა, რაც გამართლებულია. ახლა თქვენზე ნაკლებად ფიქრობენ სხვები.
პირადი ურთიერთობები: ამ ეტაპზე ყველა სახის ურთიერთობა ზედაპირულია და საკმაოდ გაურკვეველი. ვერ გაგიგიათ სადაა გულითადობა და სად მლიქვნელობა. ეცადეთ შეფასებები სხვა დროისათვის გადადოთ, შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.
ფინანსური-კარიერული საკითხები: თქვენი მდგომარეობა ნელნელა უმჯობესდება. შემოდინებას იწყებს მცირე თანხები. შესაძლოა მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები, ან მცირე საჩუქრები.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ. თქვენში ხდება დიდი გადაფასებები და შეხედულებათა ცვლილებები. ასევე, ზოგადად სოციუმში სრულიად იცვლება თქვენი შეფასება. თუ გულდაწყვეტილი იყავით საკუთარი სტატუსით, ახლა ლიდერი და დაფასებული ხდებით.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში თქვენს გარშემო იზრდება ტყუილისა და მლიქვნელობის ენერგეტიკა. ეცადეთ ადამიანებს სულში ჩახედოთ და ნაკლებად დაიტკბოთ სმენა. შესაძლოა თქვენი ერთი პატარა შეცდომაც კი გაზვიადებისა და ჭორაობის საგანი გახდეს.
ფინანსური-კარიერული საკითხები: მყარად დგახართ მიწაზე. ამჟამად ხართ თქვენი ბუნების საწინააღმდეგოდ უჩვეულოდ მომჭირნე და ეკონომიური, რაც ამ ეტაპზე ძალიან წაგადგებათ. ახლა მთავარია, თქვენეული შეცოდების გრძნობიდან გამომდინარე, არ დაუშვათ ფინანსური შეცდომები.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა