თეგებით ძიება

სოკოს კრემ-სუპი - პიკანტური გემო

სოკოს კრემ-სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მასალა:
1 კგ. ქამა სოკო
4 საშუალო ზომის ხახვი
1 პატარა კოლოფი ნაღების კრემი
5 ს/კ ფქვილი
150 გრ. კარაქი
2 ქათმის ბულიონის კუბიკი
მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
განიერ ქვაბში ჩავაგდოთ 150 გრ. კარაქი და დავადნოთ დაბალ ცეცხლზე. ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი (ზომას არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც მასა ბოლოს უნდა გაბლენდერდეს) და მოვშუშოთ. ხახვი როცა ოქროსფერს მიიღებს, დავაყაროთ დაჭრილი სოკო და მოვშუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სოკოს მოვაყაროთ 5 ს/კ ფქვილი, კარგად ამოვურიოთ და დავასხათ ნაღების კრემი. ცალკე ჯამში წყალში გავხსნათ ქათმის კუბიკები და დავამატოთ ეს მომზადებული ბულიონი სოკოს. განვაგრძოთ მორევა, მასა უნდა იყოს ბლანტი. ბოლოს შევაგემოვნოთ მარილითა და პილპილით. ქვაბს დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 20 წუთი. მიღებული სუპი გადმოვიტანოთ სხვა ქვაბში და კარგად გავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თეფშში სუპ-პიურე მორთოთ ცალკე შემწვარი ქამა სოკოს ქუდებით.

სოკოს კრემ-სუპი - პიკანტური გემო


ნაზი და მსუბუქი ქამა სოკოს კრემ-სუპი მზად არის, გემრიელად მიირთვით!

რეცეპტი მოგვაწოდა ნინო მსხვილიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა